2020-08-11

ფორმულა 1-ის 2021 წლის ტრანსფერები

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2021 წლისთვის, ფორმულა 1-ში სერიოზულ ცვლილებებს ელოდებიან, ეს ცვლილებები გუნდებს ეხება და არა რეგლამენტს. შევეცადე მომეგროვებინა ყველა ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი.

Mercedes – ვალტერი ბოტასი გახლავთ პირველი პილოტი, რომელსაც კონტრაქტი გაუგრძელდა, ხოლო ლუის ჰემილტონთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. სავარაუდოთ 2021 წლის სეზონისთვის, მერსედესის გუნდისგან ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ბოლიდიც კი იგივე ეყოლებათ Mercedes-AMG F1 W11 EQ Performance.


Red Bull Racing – რედ ბულის გუნდი არც მალავს, რომ მთელი იმედე დამყარებულია მაქს ფერსტაპენზე. მას 3 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს, თუმცა ვინ იქნება მისი მეწყვილე შემდეგ სეზონზე ეს ჯერ კიდევ უცნობია. ფერსტაპენისა და რედ ბულის კოლაბორაცია, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ, ორივე მხარე თანაბრად კმაყოფილია. მაქს ადრეულ ასაკში მიეცა უნიკალური შანსი, ფორმულა 1-ში დაემკვიდრებინა თავი, ხოლო რედ ბულმა მიიღო ფერსტაპენის ახალგაზრდა გულშემატკივართა ჯარი. ახალგაზრდა აუდიტორიის ხარჯზე კომპანიის გაყიდვები გაიზარდა.



Ferrari - იტალიელებთან ყველაფერი პირიქითაა: სეზონის ბოლოს სებასტიან ფეტელი გუნდს ტოვებს, სკუდერია ფერარიმ კი სასწრაფო ვითარებაში, მაკლარენის პილოტთან კარლოს საინსთან ხელშეკრულება გააფორმა, ის იქნება შარლ ლეკლერის მეწყვილე.


McLaren – მაკლარენმა ლანდო ნორისს კონტრაქტი გაუგრძელა, ამის შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადეს, ხოლო მისი მეწყვილე დანიელ რიკარდო გახდება. მას ანაზღაურება ბონუსებით შეიძლება იმაზე მეტიც გამოუვიდეს, ვიდრე Renault-ში გამოიმუშავებდა, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დაჭირდება, რადგან მაკლარენში შედეგს ითხოვენ.



Racing Point – კანადელი მილიარდელი ლორენს სტროლი, სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს. 2021 წლის სეზონისთვის რეისინგ ფოინთი სახელს შეიცვლის და 60 წლიანი პაუზის შემდეგ ასტონ მარტინი ფორმულა 1-ში ოფიციალურად დაგვიბრუნდება. ასტონ მარტინის პილოტები ლენს სტროლი და სერხიო პერესი იქნებიან. მათ კონტრაქტიც კი გაუფორმეს, თუმცა ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და გუნდს სებასტიან ფეტელი უნდა შეუერთდეს.


Renault - ფრანგებთან ყველაფერი გარკვეული იყო, ოჯახს დაუბრუნდა ორგზის 2005-2006 მსოფლიოს ჩემპიონი, 38 წლის ფერნანდო ალონსო. რენოსა და ალონსოს შორის ორწლიანი კონტრაქტი 2+1 გააფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი მეწყვილე ხალგაზრდა მრბოლელი ესტებან ოკონი იქნება.


AlphaTauri-ის განხილვა ისეთივე უსაფუძვლოა, როგორ ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა. რეფორმების შესახებ გუნდი არ საუბრობს. ერთი ფაქტია, რომ AlphaTauri-ის შემადგენლობა მორალურად მოძველებულია და გუნდს ჭირდება ახალი სისხლი, ამბიციური პილოტებით დაკომპლექტება. დანილ კვიატს და პიერ გასლის შეუსრულებელი მისია ელით, თუ უნდათ რომ AlphaTauri-მა კონტრაქტები გაუგრძელოს.


Alfa Romeo Racing - ფერარის შვილობილი გუნდიც განსაცდელშია, იგეგმება თუ არა ცვლილებები ჯერ უცნობია და ამაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემდეგი სეზონიდან მიკ შუმახერი იქნება კიმი რაიკონენის მეწყვილე. ერთი ფაქტია, ძირითად სამუშაოს კიმი რაიკონენი ასრულებს. მისი მეწყვილე იტალიელი, აბსოლუტურად გამოუცდელი ანტონიო ჯიოვინაზი გახლავთ, რომელსაც გუნდისთვის ღირებული არაფერი შეუქმნია. ბევრს ლეგიტიმური კითხვა უჩნდება თუ რატომ არ ცვლიან ანტონიოს? ალბათ გუნდში იტალიელის ყოფნა, მხოლოდ მენეჯერის პატრიოტიზმით თუ აიხსნება. 



Haas - ცვლილებებზე ამ ეტაპზე არავინ საუბრობს, ყველაფერი 2020 წლის სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული. თუ რომენ გროსჟანი და კევინ მაგნუსენი შეძლებენ ქულების გამომუშავებას, რა თქმა უნდა, კონტრაქტი გაუგრძელდებათ.



Williams Racing - უილიამსმა უნგრეთის გრანპრის დაწყებამდე დაამტკიცა 2021 წლის შემადგენლობა: გუნდის პილოტები უცვლელად ჯორჯ რასელი და ნიკოლას ლატიფი იქნებიან. ეს ორი ადამიანი ანგარიშ გასაწევი ფიგურები არიან, მაგალითად იყო დრო, როდესაც უილიამსს სერიოზული ფინანსური პრობლემები გააჩნდა, მის დაძლევაში კი ნიკოლას ლატიფი დაეხმარა. ის ხომ კანადელი მილიარდელის შვილია, მისი მეშვეობით გუნდმა კრედიტი მიიღო სარფიანი პირობებით, ხოლო ჯორჯ რასელის მეშვეობით უილიამსმა მერსედესისგან ფასდაკლებით ძრავები შეიძინა.

 

 

მსგავსი სტატიები

2020 წლის დრიფტის ჩემპიონატი, ნოდო კოდუას ტრიუმფით დასრულდა
2020 წლის დრიფტის ჩემპიონატი, ნოდო კოდუას ტრიუმფით დასრულდა
2020-12-03

22 ნოემბერს 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დრიფტის შემპიონატის, ფინალური ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატში, ათმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა:

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
2020-07-13

სეზონის პირველი გამარჯვება Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა,