2020-07-10

Nissan GT-R Offroad

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ნიდერლანდებში ბაზირებული კომპანია, Classic Youngtimers Consultancy-ზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კომპანია, რომელიც მითოლოგიურ პერსონაჟს „ჯინს“ გავს. მათი ინჟინრები და დიზაინრები, მომხმარებლის ნებისმიერ სურვილს ასრულებენ. 


Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი: Nissan GT-R Offroad „Godzilla 2.0“ ეს არის ამ კომპანიის რიგით მესამე Offroad პროექტი.


 ამ გენიალური პროექტისთვის, პირველი თაობის Nissan GT-R (R35) გამოიყენეს. ინჟინრებმა კლირენსი 12 სანტიმეტრით გაზარდეს, გაუმჯობესეს დაკიდების სისტემა, შეიცვალა ფრთის თაღები და დაუყენეს სპეციალური უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავები. ასევე Godzilla-ს წინა ბამპერზე და სახურავზე დაუყენეს დამატებითი LED ნათება და სათადარიგო საბურავი.  ავტომობილის ძარას კი კომუფლირებული ფირი გადააკვრეს.  „Godzilla 2.0“-ს ისეთი აგრესიული დიზაინი აქვს, რომ მგონია რეჟისორ ჯორჯ მილერის ფილმის, Mad Max-ის მთავარი პერსონაჟისთვისაა შექმნილი.


ტექნიკური მონაცემები - Godzilla აღჭურვილია, ფორსირებული 3.8 L twin-turbo ძრავით და 600 + ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუ კომპანია Classic Youngtimers Consultancy-ს დავუჯერებთ, Godzilla-ს 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 2.5 წამი დაჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 330 კილომეტრ საათია. 

ფასი: ამ საუცხოო და გიჟური ავტომობილის ფასი € 95,000-ია დღევანდელი კურსით 107,589 ამერიკული დოლარი გამოდის

მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე

Tesla-ს ელექტრომობილი მძღოლის გარეშე ივლის
Tesla-ს ელექტრომობილი მძღოლის გარეშე ივლის
2020-07-16

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა , შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (WAIC) განაცხადა, რომ წლის ბოლოს, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილები აღიჭურვება მეხუთე დონის უპილოტო მართვის სისტემით. ეს განახლება

2019 RANGE ROVER SPORT HSE
2019 RANGE ROVER SPORT HSE
2020-02-10

Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება წარმატებასთან, გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენაში და ხაზს უსვამს სტატუსს. Range Rover-ის დებიუტი 1970 წელს პარიზში, ლუვრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Exemplary Work of Industrial