2020-06-18

5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 როცა ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს, მას უჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა ხელოვნების ნიმუშების მიმართ, ამიტომ დღეს შემოგთავაზებ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილეობის მიღება.

1962 Ferrari 250 GTO by Scaglietti
– მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია, მან 2018 წლის 26 აგვისტოს, Lot-247 RM Sotheby's-ის აუქციონზე, რეკორდიც მოხსნა $48,405,000-ად გაიყიდა. აღნიშნული ფერარი, 1962-1964 წლებში იწარმოებოდა და სულ 36 ეგზემპლარია დამზადებული, კოლექციონერებისთვის კი წმინდა გრაალის ტოლფასია.


1994 McLaren F1 LM – 90-იანებში McLaren F1 ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახლდათ, თუმცა სერიულზე უფრო ექსკლუზივიც არსებობს, ასეთია მაგალითად Lot-261, 1994 წლის McLaren F1 LM, ასეთი მოდიფიკაციით სულ ორი ეგზემპლარია დამზადებული ის 2019 წლის აგვისტოს თვეს, RM Sotheby's-ის აუქციონზე, $19,805,000-ად გაიყიდა.


1955 Jaguar D-Type – ეს არის 50-იანი წლების ლეგენდარული სარბოლო ბოლიდი, Jaguar D-Type. ის 1955 წელს ლე მანის 24 საათიანი რბოლის გამარჯვებულიც გახლდათ. 2016 წლის RM Sotheby's-ის აუქციონზე, Lot-114, $21,780,000-ად გაიყიდა. D-Type ჯამში 54 ეგზემპლარია გამოშვებული.


1968 Ford GT40 Gulf/Mirage - 2012 წელს Lot-139 Sotheby's-ის აუქციონზე, Steve McQueen-ის 1968 წლის Ford GT40, Chassis No. P/1074 (M.10003), რეკრდულ ფასად: $11 მილიონად გაიყიდა. აღნიშნულ მოდელს McQueen-ი, 1971 წელს John Sturges-ის მიერ გადაღებულ ფილმში „Le Mans“-ში დააქროლებდა. 


1971 Lamborghini Miura P400 SV by Bertone – არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია Lamborghini-ზე. Miura ითვლება თანამედროვე სპორტული მანქანების ფუძემდებლად, მისი დებიუტი 1966 წელს Geneva Motor Show-ზე შედგა. 2018 წლის 8 დეკემბერს, Lot-200 RM Sotheby's-ის აუქციონზე, $2,205,000-ად გაიყიდა. 


მსგავსი სტატიები

5 ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოშოუ
5 ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოშოუ
2020-04-05

IX საუკუნეში ინდუსტრიალურმა რევოლუციამ, ქვეყნები მსოფლიო საამქროდ აქცია, მალევე გამოჩნდა ტრანსპორტის ალტერნატიული საშუალება, როგორიცაა შიდაწვის ძრავიანი მანქანები, ინჟინერ-გამომგონებლები ელვის სისწრაფით, თავიანთ ნაშრომებს აპატენტებდნენ. ახ

Toyota Land Cruiser Prado - მცირედით განაახლეს
Toyota Land Cruiser Prado - მცირედით განაახლეს
2020-09-01

იაპონური ყველგან მავალი, Toyota Land Cruiser Prado, საქართველოში დიდი პოპულარულობით სარგებლოს. ის ხომ ჩინოვნიკების საყვარელი ავტომობილია? თბილისის ქუჩები პრადოს გარეშე, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თევზი წყლის გარეშე.

Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
Mustang Mach-E 1400 - ელექტრო დრიფტ-ქარი
2020-07-22

Ford Performance-მა და კომპანია RTR Vehicles-მა, მომავლის დრიფტ-ქარი შემოგვაპარა. ეს პროტოტიპული „Mustang Mach-E 1400“ წარმოებულია საქმოქალაქო Mach-E GT-ის ბაზაზე, თუმცა სამოქალაქოსგან განსხვავებით შვიდი ელექტრო ძრავა და 56.8 kwh სიმძლავრის