2020-06-13

საიდან წარმოიშვა აუქციონი

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილეობის მიღება. აქუციონზე გამოტანილი ლოტი შეიძლება იყოს: ხელოვნების ნიმუში, ფასიანი ქაღალდი თუ ტრანსპორტი.

ანტიკური პერიოდი

აუქციონი სათავეს უძველესი დროიდან იღებს, ამას ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეც მოგვითხრობს. ბაბილონში, ძველი წელთაღრიცხვით 500 წელს მრავლად იყო ქალებით ვაჭრობა. აუქციონზე შეგეძლო მომავალი ცოლი შეგერჩია და სარფიანად გეყიდა.


ახალი ერა

Stockholms Auktionsverk- XVII საუკუნეში, ბარონ Claes Rålamb-ის ინიციატივით 1674 წელს შვედეთში, უმსხვილესი სტოკჰოლმის აუქციონის სახლი „Stockholms Auktionsverk“ დაარსდა, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძველი აუქციონი, სადაც ყოველ წელიწადს ხელოვნების უნიკალური ნიმუშები იყიდეა.

Dorotheum - 1707 წელს ავსტრიის იმპერატორის იოზეფ I-ის ბრძანებით, ქალაქ ვენაში, დაარსდა უდიდესი აუქციონი „Dorotheum“. დაარსების დღიდან ის, როგორც ლომბარდი ისე ფუნქციონირებდა, თუმცა Dorotheum-მა ლომბარდში დატოვებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო და სახელიც მალევე მოიხვეჭა. ის ცენტრალურ ევროპაში ყველაძე ძველი აუქციონია. 2014 წელს,  Dorotheum -ის აუქცინზე ბელგიელი მხატვრის Frans Verbeeck-ის ნახატი რეკორდულ ფასად €3,000,000 გაიყიდა.

Sotheby's - 1744 წლის 11 მარტს, ლონდონში ბუკინისტმა Samuel Baker-მა, წიგნების აუქციონი „Baker and Leigh“-სი დაარსა. საქმიანობა ძალიან წარმატებული და სარფიანი აღმოჩნდა. Baker-მა, გასაყიდად სერ ჯონ სტენლის 457 წიგნი გამოიტანა. ეს წიგნები £ 826 ფუნტად გაიყიდა. 1778 წელს ბუკინისტი Samuel Baker-ი გარდაიცვალა, ბიზნესი კი მემკვიდრეობით მის ძმისშვილს John Sotheby-ის გადაეცა, შესაბამისად კომპანიას სახელიც შეუცვალეს „Leigh and Sotheby“ აქედან იწყება უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი Sotheby-ის აუქციონის ახალი ისტორია. 1913 წელს Sotheby-ის აუქციონზე, ფრანც ჰალსის (Frans Hals) ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს, შეიძლება ითქვას რომ ამის შემდეგ Sotheby-ის აუქციონი წიგნებიდან ხელოვნების ნიმუშებზე გადაერთო და დღემდე წარმატებით საქმიანობს.  2016 წელს Sotheby-ის აუქციონზე, ნიკო ფიროსმანის ნახატი £629 000, ხოლო ლადო გუდიაშვილის კი £75 000 გაიყიდა.

Christie's - მსოფლიოში განთქმული სააუქციონო სახლი, ჯეიმზ კრისტიმ 1766 წლის 5 დეკემბერს, ლონდონში დაარსა. მან მალევე მოიხვეჭა წამყვანი სააუქციონო სახლის რეპუტაცია.  კრისტის დირექცია საკუთარ ორგანიზაციას არისტოკრატების სამფლობელოდ თვლის, რომელიც დამახასიათებელი თავშეკავებული ფასებითა და ექსკლუზიური ხარისხით გამოირჩევა. 2017 წელს Christie's-ის აუქციონზე, ამედეო მოდილიანის ნახატი „მწოლიარე შიშველი ქალი“ $170.4 დოლარად გაიყიდა.

 

ავტოაუქციონები

ინტერნეტის ეპოქამ გაგვიადვილა სხვადასხვა ოპერაციების წარმოება. ათწლეულებია, რაც ვეზიარეთ აშშ-ს უდიდეს ავტოაქუცინებს როგორიცაა: Copart, IAAI, Manheim და მათი მეშვეობით შევავსეთ ჩვენი მოძველებული ავტოპარკი. შევეცდები მოკლედ თითოეულზე მცირე ისტორია მოგიყვე.

Copart1982 წელს კალიფორნიის შტატში, Willis Johnson-მა „Copart“ დაარსა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება აგისრულდეს „ამერიკული ოცნებები“. კომპანიის მოედნები სხვადასხვა შტატშია განთავსებული და დაზიანებული ავტომანქანებით ვაჭრობს.  აუქციონზე გამოტანილ ლოტზე, კომპანია, ტექნიკურ მდგომარეობაზე არასდროს აგებს პასუხს და იყიდება ისე, როგორსაც სურათებში და აღწერაში ვხედათ. კოპარტის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ გაქვს შანსი დაზიანებული ფერარი იყიდო ძალიან იაფად, დაზოგილი თანხით კი საოცნებო ავტომობილს შეარემონტებ და მიიღებ დაუვიწყარ სიამოვნებას.

IAAI (Insurance Auto Auctions Inc.)1982 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ათობით ათას დაზიანებულ ავტომობილს ყიდის. კოპარტის მსგავსად აქაც იგივე სისტემა მოქმედებს, მანქანის მდგომარეობას აფასებ სურათებით და აღწერილობით თუმცა აქ ერთი განსხვავება მაინც გვაქვს, IAAI-ს აუქციონი იმართება როგორც ონლაინ, ასევე ტრადიციული მეთოდითაც, თუ ამერიკაში იმყოფები შეგიძლია აუქციონს დაესწრო.

Manheim - ეს ყველაზე ძველი ავტო აუქციონია, ის 1945 წელს დაარსდა, მას მთელი მსოლიოს მასშტაბით 122 წარმომადგენელი ჰყავს და წელიწადში შვიდ მილიონზე მეტ ავტომობილს ყიდის. Manheim-ის აუქციონი იმართება, როგორც ონლაინ, ასევე ტრადიციული მეთოდითაც. დასწრება შეგიძლია თუმცა დახურულია და მასზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ოფიციალური აკრედიტაციის მქონე დილერებს. Manheim-ის აუქციონს აქვს შეფასების უნიკალური სისტემა, ავტომანქანის მდგომარეობა ფასდება ხუთ ბალიანი სისტემით და ლოტებს ფერები ენიჭება მაგალითად:  მწვანე /best/ აღნიშნავს საუკეთესოს, ყვითელი /ok / კარგი, წითელი / worst /ცუდი,  ეს ყველაერი კი ჩვენში,  დაცულობას და სანდოობას აღძრავს.

Myauto - ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა. Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. თუმცა ახლა უკვე, ჩვენს პლატფორმაზე  შესაძლებელი იქნება ავტომობილების აუქციონის პრინციპით შეძენაც. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოაუქციონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბაზარია, რაც გვინდოდა საქართველოშიც დაგვემკვიდრებინა. Myauto-ს აუქციონიც სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და ზუსტად იმეორებს აუქციონის სრულფასოვან პრინციპებს. სასურველი ავტომობილის აუქციონის დახმარებით შეძენა მარტივია. 

აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სიმარტივესთან ერთად ისაა, რომ აქ განთავსებული ყველა ავტომობილი მდებარეობს საქართველოში და მომხმარებელს აღარ უწევს მრავალთვიანი ლოდინი და ტრანსპორტირების რისკების გათვალისწინება, რაც ახლავს საერთაშორისო აუქციონებზე ავტომობილის შეძენას. ამასთან, მსურველებს შეეძლებათ ლოტის ფიზიკური დათვალიერება და ვებგვერდზე განთავსებულ ზუსტ ინფორმაციასთან ერთად, სასურველი ქონების საკუთარი თვალით ნახვა.

პირველ ეტაპზე, უცხოური ანალოგების მსგავსად, პირველ ეროვნულ აუქციონზე განთავსდება სადაზღვევო კომპანიების ქონება, მომავალში გათვალისწინებულია განმთავსებლების რიცხვის გაზრდა. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს განათავსოს და გაყიდოს ავტომობილები უკვე აუქციონის პრინციპით სრულად დისტანციურად.

ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია, პლატფორმა გახდეს საერთაშორისო მასშტაბის და მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ავტომობილებით ვაჭრობა.

მსგავსი სტატიები

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოს

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი

2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020-02-13

2019 წლის 12 სექტემბერს Frankfurt-ის Motor Show-ზე იაპონელებმა ოფიციალურად წარადგინეს კომპაქტური უკანა წმაყვანი ელექტრო მანქანა Honda E. საბაზისო მოდელი, აღჭურვილი იქნება 134 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით, მისი 35,5 კვს. სიმძლავრის ელემენტ