Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
2020-10-29

Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ის, რთულ პირობებში უწევს არსებობა, კომპანიამ მაინც შეძლო ჩვენი გაოცება. რამდენიმე დღის წინ, პროტოტუპული მოდელი Bugatti Bolide წარადგინეს. „Bolide“ ავტოდრომისთვის განკუთვნილი ჰიპერავტომობილია. ზოგადად ფუტურისტული დიზაინის მოყვარული არ ვარ, მაგრამ „Bolide“ რომ ვნახე, ქვეყნად ყველაფერი სხვა დავივიწყე და მხოლოდ მის ერთადერთ არსებობაში შევნიშნე ეს ერთადერთი სრულყოფილება. 



ჰიპერავტომობილის ძარა, ძირითადად ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული. ის სულ რაღაც 1240 კილოგრამს იწონის. მარტივად რომ წარმოიდგინო, Bugatti Bolide 7 კილოგრამით მსუბუქია ვიდრე, Toyota GT86. იმისათვის, რომ სიმძიმის ცენტრი შეენარჩუნებინათ, კლირენსი 75 მმ-ით დაწიეს.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Bolide“ შესაქმნელად, გამოყენებულია, როგორც Bugatti Chiron-ის შასი, ასევე ოთხტურბინიანი W16 8.0 ძრავა, რომელიც დაწყვილებულია 7-საფეხურიან DSG გადაცემათა კოლოფთან. თუმცა აგრეგატი, გაუმჯობესებული ტურბინებითაა აღჭურვილი. თუ Bolide-ს, 98 ოქტანობის საწვავზე ავამუშავებთ, ის 1,578 ცხენის ძალას და 1,600 ნიუტონ მეტრის გამომუშავებას შეძლებს, ხოლო 110 ოქტანობის საწვავზე, ბუგატის 1824 ცხენის ძალა და 1850 ნ.მ. ექნება. 


რაც შეეხება აჩქარებას:

0 – 100 კმ/სთ  2.17 წამი

0 – 200 კმ/სთ  4.36 წამი

0 – 300 კმ/სთ  7.37 წამი

0 – 400 კმ/სთ  12.08 წამი

0 – 500 კმ/სთ  20.16 წამი

საფარზე იდეალურ მოჭიდებას, Michelin-ის ბრენდის „სლიკები“ უზრუნველყოფს. Bugatti Bolide-ს, წინ 30/60 R18 და უკანა 37/71 R18 უყენია, ხოლო დისკები კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი, OZ Racing-ის ბრენდის, მაგნიუმისგან დამზადებული 18-იანი დისკებით აღჭურვეს. ჰიპერავტომობილი Bugatti Bolide, ისეთივე განუმოერებელია ტექნოლოგიისა და დიზაინის თვალსაზრისით, როგორც გასული საუკუნის 20-იან წლებში Bugatti Type 35.


ფაქტი სახეზეა, რომ Bugatti Bolide-ს, უკეთესი მონაცემები აქვს, ვიდრე ამერიკულ ჰიპერმავტომობილს SSC Tuatara-ს. თუმცა რეალური შედეგის ნახვა, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ისინი, რომელიმე ავტოდრომზე დაეჭიდებიან, მაგრამ საკითხავია: „როდის განხორციელდება ეს ყველაფერი ?  


ბუგატის მთავარმა დიზაინერმა, ეკიმ ენშაიდტმა (Achim Anscheidt) ინტერვიუში ბრძანა, რომ „Bugatti-ში 16 წლიანი მუშაობის განმალობაში, მე არასდროს მიმუშავია Bolide-ზე უფრო ექსტრემალურ კონცეფციაზე“. 

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.5
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.5
2020-06-01

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
2020-09-16

„სიყვარული ერთი შეხედვით“, ასე დავახასიათებდი ნისანის კონცეპტუალურ მოდელს, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ წარმოგვიდგინეს. დიზაინს კარგად თუ დავაკვირდებით, პირველი თაობის Nissan S30-ის სილუეტს მარტივად შევამჩნევთ. ერთი სიტყვით Nissan Z Pro

კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
2020-08-21

ფლორიდაში 25-26 აგვისტოს, Mecum-ის აუქციონი გამართავს მორიგ ღონისძიებას სახელად, „Kissimmee 2020 Summer Special“. ზოგადად ამ ტიპის აქუციონებზე, დაახლოებით 1,000-ზე მეტი ეგზემპლარია გასაყიდად გამოტანილი. ძირითადად უფრო 60-70-იანი წლების „მას