2020-06-08

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.6

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

VW Beetle - თუ დაიღალე მოსაწყენი ავტომობილის მართვით, მაშინ ეს საკოლექციო Volkswagen-ის „ხოჭო" საშენოა. მისი შემქმნელი Ferdinand Porsche, ხოლო „სახალხო ავტომობილის “ იდეის ავტორი, რაც არუნდა პარადოქსული იყოს, გერმანიის რაიხსკანცლერი Adolf Hitler გალხდათ. ძნელია იმის წარმოდგენა თუ როგორი იქნებოდა, მსოფლიო „ხოჭოს“ გარეშე, ის ხომ ჰიპების საყვარელი ავტომობილია.


https://www.myauto.ge/ka/pr/46007497/iyideba-kupe-volkswagen-new-beetle-1967-benzini-geo

Toyota Prius
 
–  ბევრს კითხვები გაუჩნდება თუ რატომ ვთვლი პირველი თაობის პრიუს XW10-ს უნიკალურ ავტომობილად?  პასუხი მარტივია: ეს არის მსოფლიოში პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი. მისი წარმოება 1997 წელს დაიწყო, თავდაპირველად იაპონური ბაზრისთვის, თუმცა 2000 წლიდან ევროპისა და ამერიკის ბაზრისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. Prius-მა ბაზრის დაპყრობაც შეძლო, მისი მთავარი ხიბლი არა დიზაინი, არამედ ეკონომიურობა გახლდათ. ის 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს მოიხმარდა.



https://www.myauto.ge/ka/pr/46149759/iyideba-sedani-toyota-prius-2001-hibridi-geo

 

Volvo XC 90 –  თუ შენთვის უსაფრთხოება და გამძლეობაა უმთავრესი, მაშინ ეს შვედური კროსოვერი Volvo XC90 საშენო ავტომობილია. ზოგადად ვოლვო უნიკალური ბრენდია, აქ ყველაფერი ადამიანზე ზრუნვით იწყება, „VOLVO FOR LIFE“ ამას სტატისტიკაც მოწმობს. ეს არის ერთადერთი ავტომობილი, რომელშიც ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა.



https://www.myauto.ge/ka/pr/46036549/iyideba-jipi-volvo-xc90-2011-benzini-geo

Willys MB –  თუ კოლექციონერი ხარ და რესტავრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს არ უშინდები, მაშინ ეს საკულტო ჯიპი საშენოა. ეს არის უნიკალური ავტომობილი. მისი სერიული წარმოება 1941 წელს დაიწყო, კონვეირიდან ვილისი პირდაპირ მეორე მსოფლიო ომში მიდიოდა. ასეთ ავტომობილს აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერიც  მართავდა.



https://www.myauto.ge/ka/pr/45945380/iyideba-jipi-jeep-willys-1944-benzini

Toyota MR- S –  ეს უნიკალური როდსტერი, JDM-ის სუბკულტურის ნაწილია. ის აღჭურვილია: 140 ცხენის ძალიანია,  1.8 (1ZZ-FED I4 ) ძრავით და რაც მთავარია უკანა წამყვანია. თბილისში ასეთი კომპლექტაციით Toyota MR- S თითზე ჩამოსათვლელია.

https://www.myauto.ge/ka/pr/46018802/iyideba-kabrioleti-toyota-mr2-2001-benzini-geo


მსგავსი სტატიები

2020 Mazda MX-30 - ელექტრო კროსოვერი
2020 Mazda MX-30 - ელექტრო კროსოვერი
2020-05-21

21-ე საუკუნეში არ მეგულება ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც არ მუშაობს ელექტრო ავტომობილის წარმოებაზე. მიმდინარე ტენდეციები კარგია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ქალაქებიც ადაპტირებული იყოს ელექტრო ტრანსპორტისთვის, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი მოძველე

2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020-03-02

ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებას „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა, ის 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 2020-ის „Geneva Motor Show“ გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით ბილეთების

 Audi TT RS „40 Years of Quattro“
Audi TT RS „40 Years of Quattro“
2020-10-16

კომპანია Audi-იმ სპეციალური მოდელის, TT RS-ის წარმოება დაანონსა. შეიძლება ლეგიტიმური კითხვა დაგებადოთ: რა აქვს ამ მოდელს სპეციალური და განსაკუთრებული? საქმე იმაშია, რომ 40 წლის წინ, 1980 წლის 3 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე კომპანია Audi-იმ, Ur-