2020-07-20

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.12

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. 

Mitsubishi Lancer Evo 4 – შენს წინაშეა, 90-იანების რალის ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული ავტომობილი. Evolution იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც წითელ წიგნშია შესატანი. რაც დრო გადის მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით მცირდება ფასი კი იზრდება. ეს ავტომობილი, გაძლევს საშუალებას გამოიყენო, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში სახლი-სამსახური, ასევე გეძლევა საშუალება რუსთავის ავტოდრომზე გააუმჯობესო შენი მართვის სტილი და მიიღო ჭარბი დოზით ადრენალინი.

https://www.myauto.ge/ka/pr/46779817/iyideba-sedani-mitsubishi-lancer-1996-benzini-geo


Nissan Patrol - თუ გინდა რომ მოინახული შენი ქვეყნის მთა და ბარი, მაშინ ეს უნიკალურო მეოთხე თაობის Nissan Patrol Y60 ამ საქმისთვისაა ზედგამოჭრილი. ის არასდროს უშინდება უგზოობას. აღჭურვილია ჯალამბარით, უკანა ბლოკირებით და ა.შ. კარგ მდგომარეობაში მყოფი Y60-ის შოვნა ევროპაში ძალიან რთული საქმეა.

https://www.myauto.ge/ka/pr/46705823/iyideba-jipi-nissan-patrol-1993-dizeli-geo


MG roadster – თუ გსურს დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტვა, მასინ ეს ავტომობილი საშენოა. 70-იანი წლების კლასიკური ბრიტანული როდსტერით, სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურაღების ეპიცენტრში იქნები. საქართველოში, ასეთი უნიკალური მოდელი, ალბათ 2-3 თუ მეგულება. მისი წონა სულ რაღაც 876 კგ-ს შეადგენს, უკანა წამყვანია და რაც მთავარია მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

https://www.myauto.ge/ka/pr/46882610/iyideba-kabrioleti-mg-extender-1971-benzini-geo


Mercedes-Benz W123 - თუ ავტომობილების კოლექციით ხარ გატაცებული, მაშინ ეს უნიკალური მოდელი საშენოა. მისი მდგომარეობა ისეთია, თვით ახალ მანქანასაც შეშურდება. W123-ის დებიუტი 1976 წლის 29 იანვარს შედგა. 70-იანი წლებში ეს იყო ყველაზე გამძლე და მოთხოვნადი ბიზნეს კლასის ავტომობილი. ეს 1977 წლის E კლასის მერსედესი, 2.8 L M110 I6 ძრავითაა აღჭურვილი.
https://www.myauto.ge/ka/pr/46756580/iyideba-sedani-mercedes-benz-280-1977-benzini-geo


ВАЗ-2109– რაც დრო გადის მით უფრო რთულია ქარხნულ მდგომარეობაში  2109-ის შოვნა. 30 წლის წინ ამ ავტომობილზე ყველა ოცნმებობდა დიდი თუ პატარა. 2109 სოციალური სტატუსის ეტალონი იყო, 80-იანების ბოლოსკენ ჯგუფმა Комбинация-მ სიმღერაც კი მიუძღვნა Вишневая „девятка". შეიძლება ლეგიტიმური კითხვაც გაგიჩნდეს რა აქვს ამ მანქანას გამორჩეული ? АвтоВАЗ-ს თანამედროვე ავტომობილის პროექტირებაში თვით კომპანია Porsche ეხმარებოდა. 1980 წელს АвтоВАЗ-სა და Porsche-ს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მოგვიანებით 1987 წელს პირველი ВАЗ-2109 კონვეირიდან ჩამოვიდა.

https://www.myauto.ge/ka/pr/46617271/iyideba-hechbeqi-vaz-2109-1989-benzini-geo

 

მსგავსი სტატიები

საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
2020-12-25

მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ყველაფერი გაჩერებულია, კურიერები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობენ, თან გაუჩერებლად ამიტომ, სკუტ სკუტში, საახალწლოდ ექსკლუზიური ფასდაკლება იქნება მხოლოდ კურიერებისთვის

რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება
რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება

VIN (ავტომობილის საედინტიფიკაციო ნომრის აკრონიმი) არის უნიკალური კოდი, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრია იყენებს ყველა მანქანის, ავტობუსის, სატვირთო მანქანის, მოტოციკლის ან თუნდაც მისაბმელის იდენტიფიკაციისთვის.

2021 Honda Civic Type R -  Limited Edition
2021 Honda Civic Type R - Limited Edition
2020-06-10

თუ Honda Civic Type R იშვიათი მოდელია, მაშინ Civic Type R Limited Edition-ზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ულტრა-იშვიათია. მსოფლიოს მასშტაბით 1,000 ეგზემპლარი იქნება ხელიმსაწვდომი