2020-07-24

Callum Vanquish 25 by R-Reforged

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 ეს ხელოვნების ნიმუში, ბრიტანულმა სადიზაინრო კომპანიამ Callum Designs-მა და მისმა პარტნიორმა R-Reforged-მა სულ რაღაც 9 თვეში შექმნა. ამ საოცარი Aston Martin-ის წარმოება, სექტემბრიდან დაიწყება და ფასი კი £550,000 შეადგენს. თუ მოიხიბლე
 უნდა იჩქარო, რადგან სულ 25 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.


Aston Martin-ში დაახლოებით 350 ცვლილება შეიტანეს. ის აღჭურვილი იქნება ფორსირებული V-12 5.9 ლიტრი მოცულობის ძრავით და სტანდარტულთან შედარებით მას 527 ცხენის ძალა ექნება. დამკვეთს, სურვილისამებრ შეუძლია თორმეტ ცილინდრიანი ძრავა, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან დააწყვილოს და მიიღოს დაუვიწყარი შეგრძნებები.



კლირენსი 10მმ-თი დადაბლდა, აღიჭურვა Bilstein-ის ამორტიზატორებით, კარბონ კერამიკული მუხრუჭებთ. ინჟინრებმა, წინ და უკან უფრო სქელი განივი მდგრადობის სტაბილიზატორის საწევი და გაუმჯობესებული ბურთულოვანი მილისები დაუყენეს. მოჭიდებას Michelin Pilot Sport-ის საბურავები უზრუნველყოფს, ხოლო სიმსუბუქისთვის ალუმინის 20-იანი ნაჭედი დისკები დაუყენეს.


რაც შეეხება ინტერიერს, აქ დაგხვდება პრემიუმ კლასის Bremont-ის ფირმის საათი, კოკპიტში ჩაშენებული 8 დუიმიანი ეკრანი, Apple CarPlay და Android Auto სისტემით. ასტონ მარტინის ინტერიერი, შოტლანდიური ნატურალური ტყავით (Bridge of Weir), ხოლო კარის პანელის მასალა ნახშირბადის ბოჭკოთი ან კაკლის მასალისგან იქნება გაწყობილი. ყველაფერი დამკვეთის სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.



ისტორია - 2019 წელს იაგუარი, დიზაინერმა იან კალუმმა (Ian Сallum) დატოვა, Top Gear-ში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: „დადგა დრო პირადი და პროფესიული განვითარების“ არ მსურს ვიმუშაო მატარებლის ინტერიერის დიზაინზე ან თუნდაც ჩაიდნის. ჩემი მთავარი მიზანია დავკავდე ხელოვნებით.


მალევე ბრიტანეთის პატარა ქალაქ Warwick-ში, დაარსდა სადიზაინრო კომპანია Callum Designs. მორიგ ინტერვიუში იან კალუმმა ისიც განაცხადა, რომ „თუ წარმატების მიღწევა მსურს, მაშინ მე მჭირდება გარემო კარგი ადამიანებით. კომპანია Callum Designs ოთხი დირექტორი ჰყავს, მაგრამ ოთხივე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, აქ არ არის იერარქია.“

კომპანიის ტექნიკური დირექტორი ადამ დონფრანჩესკო (Adam Donfrancesco) გახლავთ, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთი ავტომობილის შექმნაზე, როგორიცაა Noble M600, ხოლო დიზაინის კუთხით ხელმძღვანელობა, რათქმაუნდა ლეგენდარულ იან კალუმმანს აბარია. კომერციული დირექტორი კი ტომ ბერდი (Tom Bird), ის წლების წინ Jaguar C-X75-ის პროექტების მენეჯერი იყო. დაბოლოს პროგრამის დირექტორის პოზიცია, ავტოინდუსტრიაში 18 წლიანი სტაჟის მქონე დევიდ ფეირბერნსმა (David Fairbairn) ჩაიბარა.


კომპანიაში დასაქმებულია 18 ადამიანია, ინვესტორების დახმარებით, Callum Designs აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.  

 

მსგავსი სტატიები

გორდონ მიურეის მორიგი შედევრი - GMA T.50
გორდონ მიურეის მორიგი შედევრი - GMA T.50
2020-08-05

გუშინ Gordon Murray Automotive-ის, მორიგი შედევრის T.50-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. რა თქმა უნდა, გორდონ მიურეის შემოქმედებას აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ გუშინდელმა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. T.50-ის დანახვაზე Déjà vu დამეუფლა, მერე

Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
2020-03-13

შვედეთი არის ქვეყანა, რომლის მაგალითი გვიჩვენებს რომ უკეთესი მსოფლიო შესაძლებელია. შვედეთზე მილიარდერთა ქვეყანა არ ითქმის, მოსახლეობის ძირითად ნაწილს საშუალო ფენა წარმოადგენს, მაგრამ შვედეთში იქმნება მილიარდერთა სათამაშოები, როგორიცაა Koeni

Nissan GT-R Offroad
Nissan GT-R Offroad
2020-07-10

Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი