2020-03-19

2021 Porsche 911 Turbo S

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2020 წლის 3 მარტს ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა და კომპანია Porsche-ს ამბასადორმა Mark Webber-მა, საზოგადოებას წარუდგინა Porsche 911 Turbo S-ის განახლებული ვერსია. მისი უნიკალური ძარის ფორმები 60-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა.

 

 ახალ Porsche 911 Turbo S-ს ტრადიციულად ოპოზიტური 3.8 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავა აქვს და ორი VTG turbocharger-ის მეშვეობით 650 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, რაც წინამორბედთან შედარებით 70 ცხენის ძალით და 50 ნიუტონ მეტრით მეტია. მას 8 საფეხურიანი, PDK ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი აქვს, ის თავის ამოცანას შესანიშნავად ასრულებს. პორშეს სრული ამძრაობა (AWD) აქვს და 0-დან 100-ის გასავითარებლად სულ რაღაც 2.7 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ია. Porsche-ს მთავარმა ინჟინერმა Dr. Frank-Steffen Walliser-მა ამერიკულ ჟურნალ Road & Track-თან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა რომ: „If you take a 580-hp car and add another 20 or 30 extra [hp], you won't really feel it“ თუ ავიღებთ 580 ცხენის ძალიან მანქანას და მას დავუმატებთ დამატებით 20 ან 30 ცხენის ძალას თქვენ ამას ვერ შეიგრძნობთ. ამიტომაც გერმანელებმა ახალი 911 აღჭურვეს 650 ცხენის ძალით.



 ახალი მოდელის ძარა წინ 45 მმ-ით განიერია, ხოლო უკან 20 მმ-ით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ლიანდაც გაიზარდა წინ 42 მმ-თი უკან 10 მმ-თი. 911-ში გვხვდება ისეთი ოფციები, როგორიცაა: (PTM) Porsche Traction Management და სპორტული დაკიდების სისტემა, (PASM) Porsche Active Suspension Management, რის მეშვეობითაც უფრო ზუსტად და სწრაფად რეაგირებს გზის ზედაპირზე. 911-ს წინ უყენია 255/35 R20 ხოლო უკან 315/30 R21-იანი საბურავები. ამ ტემპერამენტიან გერმანელს, შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე სულ რაღაც 11.1 ლიტრი ბენზინი სჭრიდება.


მსგავსი სტატიები

ხუთი სამანქანე ადგილი
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს.

Donkervoort - ნიდერლანდური სიგიჟე
Donkervoort - ნიდერლანდური სიგიჟე
2020-07-30

„No Compromise“ - კომპრომისების გარეშე, ასეთია კომპანიის სლოგანი, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ლელისტედშია ბაზირებული. 2019 წელს კომპანია Donkervoort მეტად საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე დადგა, მათ უახლოვდებოდათ კომპანიის დამაარსებლის, J

აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
2020-06-24

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აუქციონები იმართება, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რარიტეტული ნივთები, მათ შორის ავტომობილებიც. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილე