2020-07-13

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol. 11

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

ВАЗ-2101
 – ასეთ მდგომარეობაში მისი შოვნა ძალიან რთული საქმეა. 2101-ის ისტორიის ნაწილია, ეს იყო ჩვენი მშობლების ერთ-ერთი საოცნებო ავტომობილი. მისი ისტორია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც  სსრკ-მ და იტალიამ ხელშეკრულება გააფორმა. პირველი სერიული ВАЗ-2101, კონვეირიდან 1970 წლის 19 აპრილს ჩამოვიდა. ის იყო იტალიური FIAT-124-ის ანალოგი.



https://www.myauto.ge/ka/pr/46440734/iyideba-sedani-vaz-2111-1979-benzini-geo

BMW 7 Series (E38)თუ ერთხელ მაინც გიოცნებია პირს ბროსნანის ადგილას ყოფნა, მაშინ ეს მე-7 სერიის BMW საშენო ავტომობილია. მთლად James Bond-ის BMW 750 IL არაა, მაგრამ ასეთი შენახული მე-7-იის შოვნა თვით გერმანიაშიც კი გაგიჭირდება. E38-ის წარმოება 1994 წლის 17 თებერვალს დაიწყეს. ბავარიელებმა ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვეს, ეს იყო ნამდვილად ინოვაციური მოდელი, მასში გამოყენებული იქნა იმ დროის ყველა უახლოესი ტექნლოგია, ამავდროულად ძვრიფასი მასალები.


https://www.myauto.ge/ka/pr/46617234/iyideba-sedani-bmw-735-1997-txevadi-gazi-geo

Mitsubishi Delica - თუ მეგობრებთან ერთად, გადაწყვეტილი გაქვს შენი ქვეყნის თითოეული კუთხე-კუნჭულის მონახულება, მაშინ ეს კომფორტული და დიდი შესაძლებლობების მქონე მინივენი, ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. სადაც არ უნდა წახვიდე, მეოთხე თაობის, ყველგანმავალი Mitsubishi Delica არასდროს უშინდება უგზოობას.



https://www.myauto.ge/ka/pr/46567667/iyideba-miniveni-mitsubishi-delica-2001-benzini-geo

BMW i3 - თუ შენი ძირითადი მოთხოვნა ეკონომიურობაა, ამავდროულად პატარა ქალაქის ავტომობილი გსურს, მაშინ ეს ბავარიელი საშენო ავტომობილია. ამ უნიკალურ ავტომობილს ერთი დამუხტვით 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. i3 ეს არის, გერმანული კომპანიის BMW-ს, პირველი სერიული ელექტრო მანქანა. მისი წარმოება 2013 წელს დაიწყო. საქართველოში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რატომ უნდა გადავიხადოთ საწვავში თანხა, როცა შეგვიძლია თითქმის უფასოდ ვიაროთ ?



https://www.myauto.ge/ka/pr/44785724/iyideba-hechbeqi-bmw-i3-2014-eleqtro-geo


Abarth 124 Spider - თუ დაუვიწყარი ემოციები და პანორამული ხედები გწყურია, მაშინ გირჩევ ამ უნიკალურ მოდელს: Abarth 124 Spider-ს გაეცნო. ასეთი მოდელი თბილისში, სულ ორი ეგზემპლარია, ის უკანა წამყვანია, მისი ტურბინირებული, ოთხცილინდრიანი 1.4 ძრავა, 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 6,9-ში ავითარებს. შეიძლება ცოტა მოგეჩვენოს, მაგრამ მისი წონა სულ რაღაც 1080 კილოგრამს შეადგენს.  

https://www.myauto.ge/ka/pr/46766126/iyideba-kabrioleti-fiat-500-abarth-2017-benzini-geo

 

 

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
2020-06-29

Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდ

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო