2020-03-17

COVID-19-მა ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 COVID-19 მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დიდი თუ პატარა კორონა ვირუსზე საუბრობს. 2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსულმა რესპირატორულმა ვირუსმა COVID-19-მა მსოფლიოში პანდემია გამოიწვია. დღეის მდგომარეობით ვირუსით დაინფიცირებულია 182,764 ადამიანი, ხოლო 7,174 კი გარდაცვლილია. ვირუსმა ჩვენი დღის წესრიგი შეცვალა, დააზარალა ეკონომიკა. მაგალითად 9 მარტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ აშშ-ში აქციების ფასი 7,5 %-ით დაეცა, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ეკონომისტების ვარაუდით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 1,3 %-ით შემცირდება.


კორონა ვირუსმა ავტოინდუსტრიაც დააზარალა, მთავარი ღონისძიება 2020-ის „Geneva Motor Show“, რომელიც 5 მარტ უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ორგანიზატორებმა გააუქმეს. შვეიცარიას კუდში მიჰყვა 2020-ის New York-ის ავტოშოუ. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გადადეს და კარგ შემთხვევაში აგვისტოში ჩატარდება, ხოლო Auto Shanghai 2020-ის ბედი საერთოდ უცნობია, ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. არავინ იცის მაისში ჩატარდება კი „Madrid International Auto Show 2020“ ?

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტომწარმოებლები სათადარიგო ნაწილების ნაკლებობას განიცდიან და ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ ვადებს. ამის შესახებ თებერვლის თვეში Jaguar Land Rover-მა განაცხადა და დროებით წარმოება შეყვიტა, ასევე წარმოება 25-27 მარტამდე იტალიურმა კომპანიებმაც Ferrari-იმ და Lamborghini-იმ შეაჩერეს.


COVID-19-მა თავდაყირა დააყენა ფორმულა 1-იც, გაუქმებულია ბაჰრეიმის, ვიეტნამის და ავსტრალიის გრან პრი. 

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.12
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.12
2020-07-20

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი

კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
2020-08-21

ფლორიდაში 25-26 აგვისტოს, Mecum-ის აუქციონი გამართავს მორიგ ღონისძიებას სახელად, „Kissimmee 2020 Summer Special“. ზოგადად ამ ტიპის აქუციონებზე, დაახლოებით 1,000-ზე მეტი ეგზემპლარია გასაყიდად გამოტანილი. ძირითადად უფრო 60-70-იანი წლების „მას