2020-07-30

Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 რამდენიმე დღის წინ, Skoda-მ დაანონსა, რომ ამა წლის პირველ სექტემბერს პრაღაში, მათი პირველი სერიული ელექტრო კროსოვერის დებიუტი შედგება, მანამდე კი ტიზერებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არის მომავლის მანქანა, რომელსაც ფუტურისტული დიზაინი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, ფუტურიზმი თვალისთვის მაინც უცხოა და რაღაც დისკომფორტი გეუფლება. ისიც უნდა აღინიშნოს რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი არაა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.


შეკვეთების მიღება დაწყებულია, ხოლო წარმოება 2021 წლიდან იგეგმება მლადა-ბოლესლავის ქარხანაში. Skoda Enyaq iV აიწყობა Volkswagen-ის MEB-ის პლატფორმაზე. ხელმისაწვდომი იქნება, როგორც უკანა წამყვანი, ასევე სრული ამძრავი. კომპანია Skoda გვპირდება 148 ცხ.ძ და 306 ცხენის ძალიან ვერსიებს. მას ერთი სრული დამუხტვით, 340-დან 500 კილომეტრამდე შეეძლება გავლა, ეს დამოკიდებული იქნება  ელემენტის სიმძლავრეზე ( 55, 62 ან 82 kW⋅h).



ეს იქნება პირველი Skoda, რომლის ინტერიერიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქნება გაწყობილი. კონსოლზე გიგანტური 13 დუიმიანი სენსორული ეკრანი იქნება თუმცა სხვა ტექნიკური მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია. საბარგული 585 ლიტრიანი იქნება, ეს კი მოგვცემს მეტი ბარგის გადატანის საშუალებას.



მსგავსი სტატიები

Რა უნდა იცოდე მოტოციკლეტის შესახებ
Რა უნდა იცოდე მოტოციკლეტის შესახებ
2023-01-12

Პირველი ადამიანი, რომელმაც ველოსიპედს ძრავი დაადგა, ალბათ, თავისი დროის ხალხისთვის გიჟად იწოდებოდა. თუმცა, მისმა გამოგონებამ ადამიანების გონებასა და გულში სამუდამო ადგილი დაიკავა და დღეს თანამედროვე მოტოციკლი ბევრი ჩვენგანის საყვარელი გადაა

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
2020-07-27

შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G

5 საავტომობილო თამაში, რომელიც კარანტინის დროს უნდა ითამაშო
5 საავტომობილო თამაში, რომელიც კარანტინის დროს უნდა ითამაშო
2020-04-17

კორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელებამ, ჩვენი დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა, მოგვიწია სხვადასხვა ღონისძიებე თუ სპორტულ აქტივობებზე უარის თქმა, ხოლო 17 აპრილის შუადღის 12:00 საათიდან, ავტომობილებით გადაადგილებაც აგვეკრძალა, მაგრამ არ ინერვიულ