Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს
2020-03-10

Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 გასულ კვირას ზემძლავრი 2021 წლის Giulia Quadrifoglio GTA და GTAm-ის პრეზენტაცია გაიმართა. იტალიური ბრენდი Alfa Romeo 110 წლის იუბილეს ახალი მოდელით აღნიშნავს. GTA „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“, ალფა 1520 კგ-ს იწონის და ორივე GTA და GTAm ვერსიას V6 2.9 Bi-Turbo ძრავით აღჭურვეს, რომელიც 540 ცხენის ძალას გამოიმუშავებს  და 0-დან 100-მდე აჩქარება 3.6 წამში შეუძლია. Alfa Romeo Giulia Quadrifoglio GTA და GTAm შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი, სულ 500 ეგზემპლარი და მათი ფასი ჯერ უცნობია.


GTA-ს კარდანული ლილვი, კაპოტი, სახურავი, წინა ბამპერი და ფრთის პანელი დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber), ხოლო კარებები, დაკიდების სისტემა და სხვა დამზადებულია ალუმინისგან. GTA-ს წინა და უკანა ლიანდი 50 მმ-თი ფართოა. დაკიდების სისტემაში გვხვდება გაუმჯობესებული ზამბარები, ამორტიზატორები, 20 დუიმიანი მსუბუქი დისკები. მისი ინტერიერი გაწყობილია, როგორც ნახშირბადის ბოჭკოსგან, ასევე ალკანტარით.


რაც შეეხება GTAm-ს ის უფრო განკუთვნილია ტრეკისთვის, მას ტრადიციულად 4 სავარძლის მაგივრად მხოლოდ 2 სავარძელი აქვს, უკანა სავარძლების ადგილას კი უსაფრთხოების კარკასი გვხვდება, ასევე ჩაფხუტის სამაგრი, წინ ცეცხლმაქრი, სპორტული ღვედები, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული სპორტული სავარძლები ე.წ. (ковши). GTAm-ისთვის აეროდინამიკული ელემენტებზე სპეციალურად Sauber Engineering-მა იმუშავა, ხოლო ნამუშევარი აირების გამოშვების სისტემაზე (exhaust system) კომპანია akrapovic-მა. უკანა შუშები იტალიელებმა პოლიკარბონატისგან დაამზადეს რათა ავტომობილის მასა შეემცირებინათ.


ისტორია

ზოგადად Giulia Quadrifoglio GTA-ს შექმნის ინსპირაცია 60-იან წლებიდან მოდის, კონკრეტულად Alfa Romeo Giulia Sprint GT 1963-დან 1965 წლებში იწარმოებოდა, მისი დებიუტი 1963 წლის Frankfurt Motor Show-ზე შედგა, დიზაინზე კი იტალიურმა სადიზაინო ატელიემ ბერტონემ იზრუნა Disegno di Bertone. მოგვიანებით 1965 წელს Giulia Sprint GT -ის ბაზაზე იტალიელებმა ახალი მოდელი შექმნეს, ბევრად უფრო მსუბუქი და სწრაფი, ხელმისაწვდომი იყო როგორც Stradale, ასევე სარბოლო ვერსია Corsa.  სარბოლო ვერსიაზე რათქმაუნდა იმუშავა Autodelta SpA-მ. GTA იშიფრება, როგორც Gran Turismo Alleggerita, ხოლო სიტყვა Alleggerita იტალიურად „დამსუბუქებულს“ ნიშნავს. 


GTA-მ ავტოსპორტში უამრავ წარმატებას მიაღწია, მაგალითად 1967-68-70-71 წლებში ETCC-ის გამარჯვებულია, ხოლო 1971 წელს 24 საათიან რბოლაში Circuit de Spa-Francorchamps-ში ალფამ პოდიუმზე პირველი ადგილი დაიკავა.  1986 წელს Alfa Romeo კონცერნ Fiat-ის შემადგენლობაში შევიდა, მიუხედავად იმისა რომ ფინანსურად წელში გაიმართნენ დაიწყო ბრენდის ნელ-ნელა დაღმასვლა. მოგვიანებით იტალიელებმა თანამედროვე GTA-ს გაცოცხლება შეეცადნენ და 2001 წლის Frankfurt Motor Show-ზე Alfa Romeo 156 GTA და Sportwagon GTA წარადგინეს, ხოლო 2002 წელს ვიხილეთ „hot hatch“ 147 GTA. სამივე მოდელი აღჭურვილი იყო 3.2 busso-ს V6 ძრავით და გამოიმუშავებდა 250 ცხენის ძალას, მაგრამ ეს ის ალფა აღარ იყო რასაც 60-იანებში უშვებდნენ, თუმცა ბაბუის დიდების დაბრუნება შვილთაშვილმა 2021 წლის Giulia Quadrifoglio GTA-მ შეძლო. საუბარს კი ჯერემი კლარკსონის სიტყვებით დავასრულებ „you can't be a true petrolhead until you've owned an Alfa Romeo"




მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13
2020-07-27

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2020-07-03

2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye, სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია. მას გადახალისებული ექსტერიერი აქვს. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.10
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.10
2020-07-06

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში