2020-05-25

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.4

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Maybach 62
– თუ არისტოკრატია Rolls Royce-ის და Bently-ის სახელთან ასოცირდება, Maybach ეს არის, ულტრამდიდრული ავტომობილი, დიდი ტრადიციებით. მისი ყოლა ხაზს უსვამს თქვენს ეკონომიკურ ჰეგემონიას. 2006 წელს Maybach 62 სულ 146 ეგზემპლარია წარმოებული. ის აღჭურვილია 500 ცხენის ძალიანი, 5.5 V-12 ძრავით.

https://www.myauto.ge/ka/pr/45866334/iyideba-sedani-maybach-62-2006-benzini-geo


Alfa Romeo Spider - მხოლოდ მოკრძალებულობასთან შეთავსებულ სილამაზეს აქვს უფლება სილამაზე ეწოდოს, ასეთია ალფა რომეოს როდსტერი. მის დიზაინზე Pininfarina-მ იზურნა. ის ნამდვილად გამორჩეული ავტომობილია, საქართველოში ასეთი როდსტერი სულ ორი მოდელია. Alfa Romeo-ს Spider აღჭურვილია 2.0 ოთხცილინდრიანი ძრავით, რაც მთავარია ის უკანა წამყვანია.

https://www.myauto.ge/ka/pr/45842490/iyideba-kupe-alfa-romeo-spider-1989-benzini-geo


Lincoln Town Car - ეს არის ამერიკული პრემიუმ კლასის ავტომობილი, ის ჰოლივუდური ფილმებიდან და ტელესერიალებიდან გავიცანით. საქართველოში გამართული Lincoln Town Car თითზე ჩამოსათვლელია, ის აღჭურვილია 4.6  რვაცილინდრიანი ძრავით. თუ ერთხელ მაინც გიოცნებია ჯონათან ნოლანის შექმნილ ტელესერიალ „Person of Interest“-ში მონაწილეობა ეს მანქანა შენთვისაა.

https://www.myauto.ge/ka/pr/45114045/iyideba-sedani-lincoln-town-car-1998-benzini-geo


Chevrolet Corvette - შევროლეტ კორვეტე ეს არის პირველი ამერიკული სპორტული მანქანა, რომელიც 1953 წელს შეიქმნა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. ამ ავტომობილის უნიკალურობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თამამად შეგიძლია გამოიყენო: წახვიდე საყიდლებზე, ბავშვი სკოლაში წაიყვანო, ამავდროულად შაბათ-კვირას რუსთავის ავტოდრომს ესტუმრო და მიიღო დაუვიწყარი შეგრძნებები. С5 აღჭურვილია 5,7 რვაცილინდრიანი ძრავით და გამოიმუშავებს 345 ცხენის ძალას.

https://www.myauto.ge/ka/pr/46001516/iyideba-kupe-chevrolet-corvette-1998-benzini-geo


Bentley Arnage - ყველა ავტომობილი უნიკალურია, თუმცა ამჯერად მრავალმხრივად გამორჩეულ ინგლისელ არისტოკრატზე უნდა ვისაუბროთ. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ბენტლიზე, ის ისეთივე ფუფუნების ეტალონია, როგორც შვეიცარული საათი Patek Philippe.  ბენტლით სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენზე ისაუბრებენ. ასეთი მოდელი საქართველოში 3-4 თუ მეგულება. Bentley Arnage აღჭურვილია რვაცილინდრიანი Rolls Royce-ის საკულტო 6.75 Turbo ძრავით და გამოიმუშავებს 400 ცხენის ძალას. ეს უნიკალური ლუქს კლასის მოდელი ძალიან იაფად იყიდება, შეიძლება ითქვას, ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა.

https://www.myauto.ge/ka/pr/45950242/iyideba-sedani-bentley-arnage-2001-benzini-geo


მსგავსი სტატიები

 2021 Lexus IS
2021 Lexus IS
2020-06-23

Lexus-მა განახლებული, მეოთხე თაობის IS წარმოგვიდგინა. საერთოდ Lexus ეს არის, დინამიურობისა და კომფორტის იდეალური კომბინაციაა. მისი ყოლა ჩვენს სტილს უსვამს ხაზს.

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
2020-08-13

უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კ

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო