საოჯახო ავტომობილის შეძენისას, ბევრი ფიქრი გვიწევს, ბაზარზე არჩევანი ფართოა, მაგრამ ყველა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, აღმოვაჩენთ ასეთ მშვენიერ საოჯახო მანქანას, როგორიცაა: Honda Odyssey. მისი წარმოება 1994 წლიდან დაიწყო, ამერიკაში ძალიან პოპულალურია, მას ძირითადად საოჯახოდ ყიდულობენ. სხვადასხვა პერიოდში 1,1 მილიონზე მეტი ავტომობილია გაყიდული.
ჩვენს წინაშეა 2020 წლის Honda Odyssey, მისი პრემიერა ნიუ-იორკის ავტშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიოდი. მინივენი წინა წამყვანია და აღჭურვილია V-სებრი ექვსცილინდრიანი, 3.5 i-VTEC ძრავით და ათ საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ის 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მინივენი გარეგნულადაც შეიცვალა, უფრო მომხიბლელი გახდა.
კოკპიტი ძალიან ლამაზადაა გაწყობილი, აქ არის მულტიფუნქციური საჭე, რომელიც აღჭურვილია ისეთი ფუნქციით, როგორიცაა: ადაპტირებული კრუიზ-კნტროლი Adaptive Cruise Control (ACC), კოკპიტზეა ლამაზადაა ჩაშენებული 5 დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც აღჭურვილია მძღოლის დამხმარე პაკეტით (Driver Assist Pack), Android Auto და Apple CarPlay სისტემით, ასევე ბლუთუზი, ნავიგაციის სიტემა და Wi-Fi დაგხვდება.
ინტერიერში 8 კომფორტული სავარძელია, უკან მგზავრის სავარძლები სრიალაა (Magic Slide® 2nd-row) და შეგიძლია სასურველ პოზიციაში მოირგო, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. კლიმატ კონტროლი სამ ზოლიანია, აქ შეგხვდება მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა, 7 დინამიკით და საბუფერით. საბარგულში კი ინტეგრირებულია მანქანის მტვერსასრუტი. მოკლედ მინივენი ასეთი დახვეწილი არასდროს ყოფილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის 1 ოთახიანია ბინა ბორბლებზე, რომელიც მგავრობას ძალიან კომფორტულს ხდის და მიკვირს რომ არ არის საქართველოში პოპულალური. საბაზისო 2020 წლის Honda Odyssey-ის ფასი $34,690-დან იწყება და ხელმისაწვდომია ხუთი კომპლექტაციით: LX, EX, EX-L, Touring და Elite. 















