2020-01-21

სანამ პირველ მოტოციკლს იყიდი

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 გაზაფხული, ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროთაგან. ამ დროს ხომ ყველაფერი ლამაზია, იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად ადამიანები. ბავშობაში გაზაფხულის მოსვლა ასოცირდებოდა მერცხლების ჭიკჭიკთან. დრო გადის ბევრი რამ ცხოვრებაში იცვლება, ქალაქში მერცხლის ჭიკჭიკი მოტოციკლეტის ხმამ ჩაანაცვლა.
 დღეს „რკინის რაშის“ ჰყოლა ერთგვარი ტრენდია, მაგრამ ჩვენ ადამიანებს მთავარი გვავიწყდება: სწავლის პროცესი, უსაფრთხოება, რისკების სწორად შეფასება და სხვა. სანამ პირველ მოტოციკლეტს ავარჩევთ, მანამდე უნდა ვიაროთ მოტოსკოლაში, სადაც  შეგვასწავლიან საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგვეხმარება A კატეგორიის აღებაში. 10 გაკვეთილი მოტოსკოლაში საშუალოდ 220 ლარი ჯდება.

 სწავლის პროცესში ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ის კი ჩვენი გამოცდილებაა. პირველი მოტოციკლეტი 125-იანი ძრავით სავსებით საკმარისია, რატომ ? იმიტომ რომ მსუბუქია, მარტივად შეძლებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა: წონასწორობა, „Countersteering“ და სხვა.  125-იანი დაშვებულ შეცდომებს უფრო გაპატიებთ. დიდი კუბატურით რომ დაიწყო მოტოციკლეტის ტარების შესწავლა ეს იგივეა, მანქანის ტარება ისწავლო ჰიპერმანქანით, თუნდაც koenigsegg ccx-ით, რომელსაც 806 ცხენის ძალა გააჩნია და 900 ნიუტონ მეტრი.
 რაც შეეხება უსაფრთხოებას: პირველ რიგში შეიძინე ხარისხიანი ჩაფხუტი(Helmets), ის პირდაპირ პასუხისმგებელია შენს უსაფრთხოებაზე, უნდა აკმაყოფილებდეს DOT სტანდარტს. მაგალითად 50 კმ/სთ წაქცევის შემთხვევაში ჩაფხუტმა უნდა შეძლოს თქვენი დაცვა, 100 ლარიანი ჩაფხუტის შემთხვევაში კი ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება. ხელთათმანები(Gloves), ქურთუკი(Jackets), მუხლების დამცავი(knee pads) და ბოლოს სპეციალური ფეხსაცმელი(Boots), რომელიც კოჭებს იცავს. 
შეიძლება ეკიპირება სოლიდური თანხა დაჯდეს, მაგრამ შენი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია.

125-იან მოტოციკლეტებში ფართო არჩევანია: Honda CB125R, KTM Duke 125, Yamaha MT-125, Yamaha YZF-R125, Aprilia RS125, kawasaki ninja 125 და ა.შ. დანარჩენი უკვე შენს გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული თუ რომელს შეიძენ.





მსგავსი სტატიები

2020 Ducati Panigale V2
2020 Ducati Panigale V2
2020-02-03

იტალია ითვლება კულტურის და მოდის ცენტრად ევროპაში. Ducati ეს არის ტიპური ელეგანტური, ტემპერამენტიანი იტალიელი. თქვენს წინაშეა 2020 წლის Panigale V2. მისი დებიუტი 2019 წლის 7 ნოემბერს ქალაქ მილანში, EICMA-ის მოტოციკლეტების შოუზე შედგა.

როგორ ვიყიდოთ პირველი მოტოციკლი
როგორ ვიყიდოთ პირველი მოტოციკლი
2020-05-26

როდესაც გამოცდილება ხელს არ გვიწყობს, ჩვენ ხშირად სხვადასხვა სახის შეცდომებს ვუშვებთ, არც პირველი მოტოციკლის არჩევაა გამონაკლი. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენი პირველი მოტოციკლი და გიამბობთ თუ რა გზაა გასავლელი.

როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
2020-06-19

„არცოდნა ცოდვა არ არის“- ამ პატარა სტატიაში ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყებ ბაიკერს გამოადგება ტარების სწავლაში, მთავარია კომლექსები მოვიხსნათ და ეტაპობრივად მივყვეთ დაწყებულ საქმეს.