2020-06-19

2021 Vespa 946 by Christian Dior

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 
 ყველა ეპოქაში ჩნდებიან ისეთი დიზაინერები, რომლებიც ადამიანების დაფარულ სურვილებს ავლენენ. შენს წინაშეა, იტალიელებისა და ფრანგების კოლაბორაციის შედეგი Vespa 946 by Christian Dior.  საკულტო სკუტერის დიზაინზე, Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია ჩიურიმ იმუშავა.


ისტორია - რეტრო-ფუტურისტული Vespa 946-ის დებიუტი 2013 წლის ივლისში შედგა, მისი შექმნის ინსპირაცია, 1945 წლის Vespa MP6 prototype გალხდათ. მოდა ხომ ბრუნავს? „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია",  სტილი, რომელიც ოდესღაც თანამედროვედ მიიჩნეოდა, დროსთან ერთად ძველდება, მაგრამ ათეულობით წლის შემდეგ ის ისევ ტრენდული ხდება.

ტექნიკური მონაცემები - Vespa 946-ს, 11.8 ცხენის ძალიანი, ოთხ ტაქტიანი, ჰაერით გაგრილებადი, 125 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა ექნება. მისი წონა 156 კილოგრამი იქნება, ხოლო ავზის მოცულობა: 8.5 ლიტრი. 

ფასი - ამ მოდური სკუტერის ფასი: ჯერ-ჯერობით უცნობია. ის შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი, 2021 წლის გაზაფხულიდან იქნება. მისი შეძენა Christian Dior-ის ბუტიკებში შეგეძლება.


მსგავსი სტატიები

როგორ შევარჩიოთ სკუტერი
როგორ შევარჩიოთ სკუტერი
2020-05-05

საქართველოში საკმაოდ პოპულალურია სკუტერები, ის ეკონომიური და მოქნილი ტრანსპორტია. ალბათ ერთხელ მაინც გვიფიქრია სკუტერი ხომ არ მეყიდა ? მოკლედ ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სკუტერი და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას. დავიწყო

Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
2020-04-24

მოტოციკლეტზე ფიქრი და ოცნება ეს ისაა რაც გვაერთიანებს. პირველ მოტოციკლის არჩევისას, პირველ რიგში უნდა განსაზღვრო შენი ბიუჯეტი, ამის შემდეგ გამოუცდელობის გამო უამრავი კითხვა გიგროვდება, როგორიცაა: რომელი ვიყიდო მძლავრი და მძიმე ? თუ მსუბუქი

როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
2020-06-19

„არცოდნა ცოდვა არ არის“- ამ პატარა სტატიაში ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყებ ბაიკერს გამოადგება ტარების სწავლაში, მთავარია კომლექსები მოვიხსნათ და ეტაპობრივად მივყვეთ დაწყებულ საქმეს.