Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას
2020-06-19

როგორ გადავურჩეთ ავტომობილებს პირველი მოტოციკლის ყიდვისას

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 „არცოდნა ცოდვა არ არის“- ამ პატარა სტატიაში ვისაუბრებ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამწყებ ბაიკერს გამოადგება ტარების სწავლაში, მთავარია კომლექსები მოვიხსნათ და ეტაპობრივად მივყვეთ დაწყებულ საქმეს.   

„Four wheels move the body, two wheels move the soul“

ტრეინინგი - სასურველია ჩაეწერო მართვის კურსებზე. დახურული სასწავლო მოედანი, შენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად და უსაფრთხოდ აითვისო საჭირო უნარ-ჩვევები. თბილისის მოტოსკოლებში, ერთი გაკვეთილი საშუალოდ 30-35 ლარი ღირს. 


პრაქტიკა -  პირველ მოტოციკლტთან ურთიერთობას, პატარა ბავშვს შევადირდი. ნულიდან გიწევს ყველაფრის სწავლა, კარგად უნდა გაიცნო შენი მოტოციკლის გაბარიტები. დახურულ მოედნებზე განათავსე ხელოვნური ბარიერები და ბევრი ივარჯიშე: დაძვრა, გაჩერება, ან თუნდაც სხვადასხვა სიჩქარეებში გადართვაში. ამის შემდეგ კი რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, თუნდაც უბნის შიდა ქუჩებს, მით უფრო მალე ჩამოგიყალიბდება შესაბამისი რეფლექსები.


საფრთხეები - უნდა შეეგუო იმ აზრს რომ გზებზე უჩინარი ხარ, ხმა ისმის, მაგრამ  მოტოციკლი არ ჩანს ! ავტომანქანების არასწორი მანევრირება, მძღოლების დაუდევრობა და უყურადღებობა იწვევს ფატალურ შედეგებს, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის მძღოლები ხშირ შემთხვევაში, თავიანთ გაჯეტებში ან მგზავრთან საუბარში არიან გართულნი.

ეკიპირება -შენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია მოტო ეკიპირება, როგორიცაა: ხარისხიანი ჩაფხუტი, ის უნდა აკმაყოფილებდეს DOT სტანდარტს, ხელთათმანები და ქურთუკი. მაგალითად კვლევები აჩვენებს, რომ ჩაფხუტის გარეშე სიარული 40 %-ი ზრდის თავის ტრავმებს შეჯახებისას.


მოვლა
 - მნიშვნელოვანია იცოდე ელემენტარული წესები, თუ როგორ უნდა მოამზადო მოტოციკლი სეზონისთვის, როდის უნდა შეუცვალო ისეთი ცვეთადი ნაწილები, როგორიცაა საბურავები, ხუნდები, ზეთი ან თუნდაც როდის უნდა დამუშავდეს ჯაჭვი. ფატალური შედეგების 20% ტექნიკური გაუმართაობის გამო ხდება.



მგზავრთან
ერთადსეირნობა - დაბოლოს, სანამ შენ თავში არ იქნები დარწმუნებული, არაა რეკომენდირებული მგზავრთან ერთად მოტოციკლით სეირნობა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ამავდროულად მოითხოვს შესაბამის გამოცდილებასაც. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ერთი სეზონი მაინც დაგჭირდება თუ მეტი არა, ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია ?


 

მსგავსი სტატიები

 2020 Ducati Streetfighter V4- ღმერთების მოტოციკლი
2020 Ducati Streetfighter V4- ღმერთების მოტოციკლი
2020-04-09

დიდიხნის ლოდინის შემდეგ, კულისებიდან გამობრძანდა 2020 წლის Ducati Streetfighter. იტალიელები ორ ვერსიას გვთავაზობენ ჩვეულებრივი V4 და უფრო მსუბუქი V4S

LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
2020-04-06

შენს წინაშეა Lotus-ის მოტოციკლი C-01, მისმა ფუტურისტულმა დიზაინმა არ შეგანიშონ, ეს არის ბუგატის ყოფილი დიზაინერის Daniel Simon-ის ქმნილება. Daniel-ის მუზა 60-იანი წლების ფორმულა 1-ის ბოლიდი „Lotus 49“ გახლდათ, დანიელს იდეის სისრულეში მოყვან

Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
2020-04-24

მოტოციკლეტზე ფიქრი და ოცნება ეს ისაა რაც გვაერთიანებს. პირველ მოტოციკლის არჩევისას, პირველ რიგში უნდა განსაზღვრო შენი ბიუჯეტი, ამის შემდეგ გამოუცდელობის გამო უამრავი კითხვა გიგროვდება, როგორიცაა: რომელი ვიყიდო მძლავრი და მძიმე ? თუ მსუბუქი