2019-12-23

ჰიბრიდული მანქანები

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

  21-ე  საუკუნე  რეგულაციების და შეზღუდვების ეპოქაა, ჭეშმარიტი ავტომოყვარულის მზე თითქმის ჩაესვენა.  გასულ საუკუნეს უფრო საინტერესო და შესანიშნავი დიზაინის მანქანები იქმნებოდა ვიდრე ეხლა. რათქმაუნდა  ეს ჩემი სუბიექტური აზრია დღეს ტრენდულია იყო ეკოაქტივისტი, „სელებრითები“ მოგვიწოდებენ ვიაროთ ჰიბრიდით ან ელექტრო მანქანებით და გავუფრთხილდეთ დედამიწას.  თბილისის რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე 5-10 წუთი რომ შევჩერდეთ ალბათ ძალიან ბევრ ჰიბრიდსა თუ ელექტრო მანქანას დავითვლით , მაგრამ გვახსოვს კი საიდან მოვდივართ, ვისი გორისა ვაართ? 
 1899 წელს პირველი ჰიბრიდული მანქანა ფერდინან პორშემ შექმნა The Lohner-Porsche Mixed Hybrid , ხოლო საზოგადოებამ ის იხილა 1900 წლის დეკემბერს , პარიზში გამართულ გამოფენაზე. აღნიშნული მოდელი 300 ცალი იქნა წარმოებული თუმცა დიდი მომავალი ჰიბრიდს არ ჰქონდა , რადგან მისი წარმოება ძვირი ჯდებოდა, ხოლო ჰენრი ფორდი კი იაფ ტრანსპორტს სთავაზობდა მომხმარებლებს.

 1973 წელი ნავთობის „მსოფლიო ფასების რევოლუცია“ მოხდა. იმ წლის ოქტომბერში ისრაელისა და არაბული ქვეყნების ომმა („იომ-ქიფურის“ ომი) ბიძგი მისცა არაბული ქვყნების ემბარგოს „პროისრაელურ“ დასავლეთ ევროპაში ნედლი ნავთობის გატანაზე. მას მოჰყვა პანიკა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და შესაბამისად, ფასის უკონტროლო ზრდა. ამ ყველაფერმა ინჟინრები დააფიქრა შეექმნათ, რაიმე ეკონომიური ტრანსპორტი. 1973 წელს  გერმანულმა კომპანიამ Volkswagen-მა პუბლიკას შესთავაზა პირველი ჰიბრიდი  Taxi Hybrid.

1989 წლის   ფრანკფურტის ავტო შოუზე გამოჩნდა Audi Duo ეს იყო ჰიბრიდი. მას ქონდა  , როგორც Siemens-ის ელექტრო ძრავა , ასევე 2.3  ხუთ ცილინდრიანი ბენზინის ძრავა.  1992 წელს შვედურმა კომპანიამ შექმნა ისევ პროტოტიპული მოდელი Volvo ECC.

 1997 წელს პირველი სერიული ჰიბრიდიც Toyota Prius იაპონიაში გამოვიდა , მალევე 1999 წელს Honda Insight გამოვიდა , იაპონური და ამერიკული ბაზრისთვის. Toyota Prius ევროპისთვის და ამერიკისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2000 წლიდან გახდა და მალევე ბაზარიც დაიპყრო, რადგან 4,5 ლიტრს მოიხმარდა 100 კილომეტრზე.   საქართველოში დაახლოებით 2000-2001 წლიდან გამოჩდნენ და ნელ-ნელა ქართველების გულებიც დაიპყრო. დღეს ბაზარზე ფართო არჩევანია შეგიძლიატ სხვადასხვა მოდელები შეიძინოთ დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე.



 ჰიბრიდი ყველაზე ხშირად არასწორი ექსპლუატაციის გამო ფუჭდება და ნუ დავაბრალებთ მწარმოებლებს.  ძალიან ბევრჯერ მინახავს გზაზე ავარიულ ჩართული ჰიბრიდები, რომლებსაც საწვავი გაუთავდა, ბუქსირითაც დამინახავს რაც დაუშვებელია !  ინვენტორი მეორე თაობის ჰიბრიდს იმიტომ უფუჭდება რომ გაგრილების სისტემას უნდა ყურადღების მიქცევა , უფრო კონკრეტულად „პომპას“.

რა არის ინვენტორი ?
ინვერტორი არის მოწყობილობა, რომელიც ცვლად დენს გარდაქმნის მუდმივად და პირიქით.

როგორ მუშაობს ჰიბრიდი ?
ის ანაცვლებს ელექტრო ძრავისა და შიგაწვის ძრავის მუშაობას.  ჰიბრიდი დაძვრის მომენტში გამოიყენებს აკუმულატორის ენერგიას, ხოლო სრული სვლისას მოიხმარს ენერგიის ორივე წყაროს. დამუხრუჭებისას ავტომობილი ინერციით განაგრძობს მოძრაობას და ორივე ძრავი ითიშება. ამ დროს ელექტროძრავი გადაირთვება გენერატორის რეჟიმში და თვლებიდან მიღებული ბრუნვის შედეგად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და  მუხტავს საკუთარ აკუმულატორს.  
ჰიბრიდს საწვავის გარეშე მხოლოდ ელემენტით დაახლოებით 2,5 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგრამ არ გირჩევთ ასეთ ექსპერიმენტებს, რადგან მალევე მოგიწევთ სერვისცენტრში სტუმრობა, გაუფრთხილდი ფინანსებს. 

ჰიბრიდის  ერთ-ერთი უპირატესობა ისაა რომ  ეკონომიურია, გამძლეა, გამონაბოლქვის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ პირადად მე ვერ დავმეგობრდი, მისგან ვერ ვიღებ ემოციას ამიტომაც ვრჩები „old school"-ის მოყვარულად. 

 


მსგავსი სტატიები

Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
2020-08-27

რამდენიმე თვის წინაც, ლეგენდარულმა ბრიტანულმა კომპანიამ, Lister Motor Company-იმ თიზერის მეშვეობით შეგვამზადა, რომ მალე მონსტრს ვიხილავდით. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პირობა შეასრულეს. და ისიც, შენს წინაშეა „Lister Stealth“-ის ქმნილე

ხუთი სამანქანე ადგილი
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს.

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.