2020-07-20

კომპანია BBS - გაკოტრდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ყველასათვის მოულოდნელად, დისკების ცნობილმა მწარმოებელმა, გერმანულმა კომპანიამ BBS-მა სასამართლოს მიმართა. კომპანიის ცნობით ისინი გაკოტრდნენ. გამომწვევი მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია. პანდემიის პირობებში ბუნებრივია, ძალიან შემცირდა, ტუნინგ–პროექტები, დაეცა კომპანიის, როგორც შეკვეთების რაოდენობა, ასევე გაყიდვები. სამწუხაროდ ვირუსმა მსოფლიოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა.


2007 წელს, მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ფასის ზრდამ და გვინეაში მასობრივმა გამოსვლებმა, კომპანია BBS ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. ეს იყო კომპანიისთვის პირველი დიდი კრიზისი და განაცხადი გაკოტრებაზე. კომპანია BBS ბელგიურმა კომპანიამ, Punch International-მა შეიძინა. თითქოს ყველაფერი დაიძლია და თეთრი ფურცლიდან დაიწყეს ახალი ცხოვრება, მაგრამ გერმანელებს, მორიგი კრიზისი 2011 წელს დაატყდათ თავს. ეს იყო კომპანიისთვის რიგით მეორე განაცხადი გაკოტრებაზე, BBS-ის მთავარი აქციონერი სამხრეთ კორეული კომპანია Nice Holdings გახდა.


ისტორია - კომპანია BBS Kraftfahrzeugtechnik AG 1970 წელს, Heinrich Baumgartner-მა და Klaus Brand-მა გერმანიაში, ქალაქ Schiltach-ში დაარსეს. BBS - იშიფრება, როგორც Baumgartner – Brand – Schiltach. კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი 90-იანი წლები გახლდათ, მათი დამკვეთები იყვნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: BMW, Daimler-Chrysler, Porsche, Ferrari, Maserati, VW თუმცა, წარმატება ამით არ მთავრდებოდა: BBS-ის უნიკალურ დისკების ნახვა შეგვეძლო ფორმულა 1-ის სხვადასხვა ბოლიდებზე.

მსგავსი სტატიები

Nuro R2 კურიერ-რობოტი
Nuro R2 კურიერ-რობოტი
2020-11-12

ტექნოლოგიების მიმართ შიში არც ისე ახალია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60–იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ადამიანებს, ავტომატიზაციის ეშინოდათ. უნდობლობას უცხადებდნენ ავტომობილებს, მეტიც, მას „ეშმაკის ეტლსაც“ კი უწოდებნენ. გავიდა დრო და ე

2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020-02-13

2019 წლის 12 სექტემბერს Frankfurt-ის Motor Show-ზე იაპონელებმა ოფიციალურად წარადგინეს კომპაქტური უკანა წმაყვანი ელექტრო მანქანა Honda E. საბაზისო მოდელი, აღჭურვილი იქნება 134 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით, მისი 35,5 კვს. სიმძლავრის ელემენტ

Grand Wagoneer - თანამედროვე ეკლექტიკა
Grand Wagoneer - თანამედროვე ეკლექტიკა
2020-09-07

„ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია“? – 4 ოქტომბერს დეტროიტში, იტალიურ-ამერიკულმა საავტომობილო კონცენრნმა FCA-მა, კლასიკურ მოტივებზე შექმნილი ლუქს კლასის ყველგან მავალი, Grand Wagoneer წარადგინა. მისი სერიული წარმოება 2021 წლიდან