2019-11-22

როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 არსებობს ასეთი ლათინური გამონათქვამი „Omnie prinsipium difficle“ - ყველა დასაწყისი რთულია,  მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები? მაშ,შევუდგეთ საქმეს. მიზნამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს, პირველ რიგში მართვის მოწმობის გამოცდები, თეორია და პრაქტიკა, თუმცა ნუ წარმოიდგენ გოლგოთას გასავლელ გზას. მართვის მოწმობა ხომ იმისთვის გინდა, რომ შენი სასურველი მანქანა შეიძინო? იმოგზაურო ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად, ამავდროულად გაიადვილო ცხოვრება? შესაბამისად ყველანაირ სირთულეს პოზიტიურად შეხედე, ნუ დადგამ დრამას! „Quidquid discis, tibi discis“ - რასაც არ უნდა სწავლობდე, სწავლობ შენთვის. პირველ რიგში, ჩამოყალიბდი, რომლის მართვა  განიჭებს უპირატესობას: მექანიკური გადაცემათა კოლოფით თუ ავტომატური? იმის მიხედვით გააკეთე არჩევანი და გადი გამოცდაზე. თავიდან მართვის მოწმობა თვით აირტონ სენასაც (Ayrton Senna) არ ქონდა, ასე რომ ნუ დაკომპლექსდები, თუმცა გაითვალისწინე ერთი ნიუანსი: თუ გამოცდას ჩააბარებ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანაზე, არ დაგავიწყდეს კანონით გეკრძალება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის მართვა, შესაბამისად ჯარიმებში ნუ გადაყრი ზედმეტ ფულს.
 პირველი მანქანა ისეთი უნდა აარჩიო, რომელიც დაგეხმარება სხვადასხვა უნარ-ჩვევების მეტნაკლებად მარტივად შეძენაში მაგ:პარალელური პარკირება, უკუსვლა, რვიანი და სხვა.  თავიდან შეიძლება გაკაწრო, მიარტყა კიდევაც, მაგრამ ეს ტრაგედია არაა! სხვაგვარად მანქანის ტარებას კარგად ვერ ისწავლი და მაინც რომელია ასეთი მანქანა?  ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან არ ვიცი შენი ბიუჯეტი, ყველაფერი ხომ ფინანსებზეა დამოკიდებული?! თუ გაბარიტების პრობლემა მაქვს და მიჭირს პარკინგი , ამავდროულად გამძლე და ეკონომიური მანქანა მსურს, მაშინ შევიძენდი ავტომატური გადაცემათა კოლოფით Toyota Yaris-ს, Toyota Corolla-ს, Honda Civic-ს. თუ წვა და გაბარიტები არ არის პრიორიტეტული და მიწევს ცოტა ცუდ გზებზეც გადაადგილება, მაშინ Toyota Rav 4-ს , Honda CR-V-ს. დროულად შეუცვალე ზეთი, ფილტრი, სავალი ნაწილი და ეს მოდელები იქით მადლობას გადაგიხდიან. რათქმაუნდა, ეს არ არის რომელიმე ბრენდის რეკლამა, მე ვცდილობ მარტივად მოგაწოდო ინფორმაცია, თუმცა შემეძლო საუბარი დამეწყო  Mercedes-ით მაგალითად თუ წვას არ მივაქცევდი ყურადღებას თამამად შევიძენდი კარგ პირველი თაობის Mercedes W208-ს, CLK 320-ს. მისი ფასი $ 2,600-4,000-მდე მერყეობს, დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე.  ნაწილები მარტივად იშოვება, სერვისი მარტივია.  3.2 ატმოსფერული 6 ცილინდრიანი ძრავა გამძლეა,  მთავარია არ იყოს ნაავარიაები და ძარას არ აღენიშნებოდეს კოროზია (ჟანგი).  ქალაქში ნორმალური სიარულით 13 ლიტრი (პრემიუმი) სჭირდება, თუმცა კომფორტის გამო ღირს ზედმეტი თანხის გადახდა.   რაც უფრო მეტია ბიუჯეტი, მით უფრო ახალი მანქანის შეძენა შეგვიძლია.




თეგები

მსგავსი სტატიები

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-07-05

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული

გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
2020-01-10

სწორად შერჩეული ძრავის ზეთი უხანგრძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ზეთის შეძენისას თანხის დაზოგვა დაუშვებელია და გაუმართლებელია. არსებობს სხვადასხვა სიბლანტის ზეთები, როგორიცაა: ნახევრად სინთეტიკური (Semi Synthetic) , სრული სინთეტიკური (

სიმართლე საბურავების ცვეთაზე
სიმართლე საბურავების ცვეთაზე
2019-11-25

საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც შეხება აქვს გზის ზედაპირთან და პირდაპირ კავშირშია შენს უსაფრთხოებასთან. ახალი საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი ხუთი-ექვსი წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც საბურავი თავის უნიკალ