Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
სიმართლე საბურავების ცვეთაზე
2019-11-25

სიმართლე საბურავების ცვეთაზე

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საბურავი მანქანის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც  შეხება აქვს გზის ზედაპირთან და პირდაპირ კავშირშია შენს უსაფრთხოებასთან.  ახალი საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი ხუთი-ექვსი წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც საბურავი თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.  


  თუ გვინდა რომ ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯი, მაშინ საჭიროა საბურავების სწორი ექსპლუატაციაც. მაშ ასე ვიწყებთ  „ჩვენთან არს ღმერთი“ !

  1. მუდმივად შეამოწმეთ საბურავებში წნევა, თუ საბურავებს წნევა „ჰაერი“ აკლია ის იწვევს მის გადახურებას, მანქანას უმატებს წვას. ახალ მანქანებში უფრო მარტივადაა საქმე, რადგან ქარხნულად მოყვება ისეთი კარგი ფუნქცია, როგორიცაა TPMS. თუ აღნიშნული ნათურა მართვის პანელზე აციმციმდა, ესეიგი საბურავებში ჰაერია დასამატებელი. 
  2. შეეცადეთ მანქანა ფრთხილად დააპარკინგოთ და არ მიარტყათ საბურავი ბორდიურს, ასეთ შემთხვევაში საბურავი ზიანდება! 
  3. ორმოში ჩავარდნა იწვევს, როგორც დისკის, ასევე საბურავის დაზიანებასაც. 
  4. რეზინის არათანაბარ ცვეთას იწვევს სავალი ნაწილის გაუმართაობა, ასევე მნიშვნელოვანი თვლების შეყრის გასწორება (ე.წ. რაზვალი), რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაამოწმოთ. 

 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ის რომ მანქანის ექსპლუატაციისას, უფრო ხშირად ჩვენი მძღოლის მხარე განიცდის ცვეთას, ვიდრე წინა მარჯვენა, რადგან მძღოლის მხარეს წონა უფრო მეტია, შესაბამისად უფრო იცვითება საბურავიც. საბურავებს თანაბარი ცვეთა რომ ქონდეს, გარკვეული გარბენის შემდეგ უნდა შევუცვალოთ მას ადგილი, მსგავსი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში მანქანის Owner's manual-შია მოცემული.  







მსგავსი სტატიები

როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა მანქანა ?
როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა მანქანა ?
2020-10-23

თანამედროვე სამყაროში, ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი ავტომობილის შეძენა, დიდი თავის ტკივილია, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა, მოგვატყოს, დაგვიმალოს სიმართლე. დღევანდელ ბლო

5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს
5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს
2020-03-24

სანამ ჩვენს საოცნებო მანქანას შევიძენდეთ, მნიშვნელოვანია მისი ისტორიის გადამოწმება. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: რატომ ვიქექო ისტორიაში ? იმიტომ რომ საქართველოში იმპორტირებული მანქანების დიდი % გარკვეული დაზიანებით ჩამოდის, შესაბამის

რატომ არის აუცილებელი ავტომობილში ზეთის შეცვლა
რატომ არის აუცილებელი ავტომობილში ზეთის შეცვლა
2023-10-16

როგორც წესი, 4500-იდან 8000-კილომეტრამდე მანძილის გავლის შემდეგ რეკომენდებულია ავტომობილის ზეთის შეცვლა.