ჩვენთვის მანქანის მფლობელებისთვის მუდმივ გამოწვევად რჩება, ჩვენი მანქანის დროული გეგმიური შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მის ხანგძლივ სიცოცხლეს. სანამ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად გაემგზავრები, ქალაქგარეთ შეამოწმე შენი მანქანის პულსაცია, იქნებ და არაა მგზავრობისთვის მზად ?
ძრავის ზეთი და გაგრილების სითხე
სანამ დაქოქავ მანქანას, ჩაიხედეთ კაპოტში და შეამოწმე ძრავის ზეთის დონე, დააკვირდი გამაგრილებელ სითხეს (antifreeze) იქნებ დამატებას საჭიროებს? საქართველოს პირობებში ზეთი და ზეთის ფილტრი, სასურველია მალევე 7-8,000 კილომეტრზე შეცვალო. ამითი გაუხანგძლივებ ძრავს სიცოცხლეს და აიცილებ დიდ ხარჯებს. ხარისხიანი ზეთი და ფილტრი ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
საქარე მინის საწმენდი წყლის ავზი
თითქოს უმნიშვნელოა ეს ყველაფერი, მაგრამ დილაობით შეამოწმე წყლის დონე. თუ ზამთარია ჩაასხი ყინვაგამძლესითხე. მარტო სითხე საქმეს არ შველის, მუშაობს კი სისტემა ? ყოველთვის სატესტოდ აამუშავეთ საქარე მინის საწმენდი ე.წ. ( დვორნიკები ) ასხავს კი სითხეს?
ჰაერის ფილტრი
შეიძლება დილაობით მისი შემოწმება მეც დამეზაროს, თუნდაც იმიტომ რომ ხელები არ დავისვარო, მაგრამ დასვენების დღეს აუცილებლად შეამოწმე ჰაერის ფილტრი, რომელიც ხელს უშლის მტვრის და სხვა მავნე ნაერთების ძრავში მოხვედრას. ის აუმჯობესებს ჰაერის ნაკადს. საწვავის გაზრდილი მოხმარება მიგვანიშნებს, რომ ფილტრი შესაცვლელია. საერთოდ მე რეკომენდაციას ვუწევ მის შეცვლას მაშინ როდესაც ცვლი ზეთს და ზეთის ფილტრს.
საბურავების წნევა და მისი მდგომარეობა
საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. მგზავრობის წინ აუცილებელია შევამოწმოთ წნევა და საბურავის ზოგადი მდგომარეობა. თუ მანქანას არ აქვს TPMS-ს სისტემა, რომელიც გვიჩვენებს საბურავებში წნევას და მიგვითითებს თუ რომელი საბურავია დასაბერი, მაშინ უნდა ვიქონიოთ, მანქანის ნასოსი-კომპრესორი. არ ღირს ძვირი 40 ლარიდან 150 ლარამდე, დამოკიდებულია ბრენდზე და მის სიძლიერეზე, ასე რომ გირჩევ შეიძინო მეტად საჭირო აქსესუარია.
ნათურები და განათება
თუ გინდათ რომ ღამე და ცუდ ამინდში უზრუნველყოთ მაქსიმალური უსაფრთხოება, მაშინ არ დაგავიწყდეს შემოწმება: მოხვევისსიგნალები ე.წ. ( პავაროტნიკები), ახლო და შორიგანათებისფარები, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგოფარები.
გადაცემათა კოლოფის ზეთი
გადაცემათა კოლოფი საჭიროებს სწორ ექსპლუატაციას, პერიოდულად უნდა ვამოწმოთ შუპით ზეთის დონე და სიბლანტე, მაგრამ არსებობს ისეთი მანქანებიც, რომლის დონეს და ზეთის ფერს სპეციალისტის გარეშე ვერ დაადგენთ რადგან ე.წ. (შუპი) არ გააჩნია. რაც უფრო მუქია ზეთი მით, მალევე უნდა შეცვალო ის.
- CVT ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ზეთი ყოველ 25-30,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო,
- ავტომატური გადაცემათა კოლოფში 50-80,000 კილომეტრის გავლის შემდეგ
- მექანიკურ კოლოფში ზეთის შეცვლა ყოველ 120,000 კილომეტრზეა საჭირო
აალების სანთლები
დღის თუ ღამის მონაკვეთში შენი მანქანა ძლივს იქოქება? სიმძლავრის ნაკლებობას განიცდის? დიდი ალბათობით აალების სანთლები გაქვს შესაცვლელი. არსებობს სამი სახეობის: სპილენძის (Copper), პლატინა ( Platinum) და ირიდიუმის (Iridium), ყველა სახეობას თავისი რესურსი აქვს.
სტანდარტული აალების სანთელი ყოველ 25-30,000 კილომეტრზე უნდა შეცვალოთ, პლატინის 75-80,000 კმ-ზე ხოლო ირიდიუმის აალების სანთელი კი 100 000 კმ-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავა დაიწყებს გაუმართავ მუშაობას, არ ხდება საწვავის დროული აალება და ა.შ. რათქმაუნდა ამას უკვე სპეციალური ხელსაწყოს გარეშე ვერ შეამოწმებთ, ამიტომ მიდი სერვისცენტრში.
გარე ღვედი
გარე ღვედის (დაღარულიღვედი) დათვალიერება მარტივია, მას არ უნდა ქონდეს ბზარები და დაზიანებები, ცივზე დაქოქვისას თუ ღვედი წრიპინის ხმას გამოსცემს ესეიგი შესაცვლელია. გარე ღვედი პასუხისმგებელია შემდეგ დეტალებზე (დინამო, ჰიდრავლიკა,კონდიციონერი).
სავალი ნაწილი
გაუმართავი სავალი ნაწილით სიარული სახიფათოა. მისი შემოწმება სპეციალისტთან ჯობია, ამიტომ ჯობია მუდმივად გყავდეს კონტროლზე. მაგალითად ამორტიზატორები ყოველ 80,000 კილომეტრზეა რეკომენდირებული, რომ შეიცვალოს. საქართველოში რამდენად ვითვალისწინებთ მწარმოებლების რჩევებს ეს უკვე სხვა საკითხია.