2019-11-15

რა უნდა გავითვალისწინო მანქანის ყიდვისას ?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

  21-ე საუკუნეში ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი მანქანის მოძებნა და შემდგომ შეძენა მცირედ დროს საჭიროებს. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ამიტომ გაემზადეთ „შეუსრულებელი მისიისთვის“ პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა დანიშნულება ექნება მომავალ ტრანსპორტს, ქალაქისთვის გჭირდებათ თუ შიგადაშიგ უგზოობისთვისაც? დღეში რამდენ კილომეტრს ფარავ ?  რომ დაითვალოთ საწვავის ხარჯი. ყველაფერი ხომ თქვენს შემოსავლებზეა დამოკიდებული ?  როდესაც აარჩევთ სასურველ X ავტომობილს, აუცილებლად მოიძიეთ კონკრეტულ მოდელზე რევიუები, გაარკვიეთ მისი ცვეთადი ნაწილების საშუალო ფასი როგორიცაა: ხუნდები, ფილტრები, ძრავის ღვედები, სავალი ნაწილი და სხვა. მოიძიეთ, თუ სად იყიდება ამ კონკრეტული მოდელის მეორადი ნაწილები (მაგ: ფარი, სტოპი, ბამპერები, საქარე მინა და სხვა ძარის ნაწილები).  დარეკეთ სადაზღვეოში და გაარკვიეთ რამდენად სარფიან წინადადებას გთავაზობენ, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები იმდენად ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მისგან არავინაა დაზღვეული.
 ბოლოს, აუცილებლად უნდა იქონიოთ გეგმა ბ, ანუ ალტერნატივა. ერთ მოდელზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს, შეიძლება, სასურველ ფასად თქვენი საოცნებო ა/მ ვერ მოიძიოთ, შესაბამისად გეგმა ბ დაგეხმარებათ შეძენაში. თქვენი ფავორიტი მოდელი აუცილებლად შეადარეთ მის კონკურენტს, მაგალითად მე მსურს შევიძინო 2013-2015 წლის Fiat 500 abarth , იტალიელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა უნდა გავითვალისწინო მისი კონკურენტი მოდელიც, ამიტომ მიწევს მათი შედარება  2014 წლის Fiat abarth vs 2014 წლის Mini cooper S ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად გამოჩნდება ორივე მოდელის დადებითი და  უარყოფითი მხარეები.

მსგავსი სტატიები

როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
როგორ მოვამზადო მანქანა გასაყიდად?
2019-11-22

„დადგა დრო და ჟამი სამსჯავროზე წარსდგენისა“ თქვენი გასაყიდი მანქანა ასახავს თქვენს ერთგვარ ფსიქოპორტრეტს და მაინც როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად ? პირადად მე ყოველთვის ვამჯობინებ მანქანისათვის ხელის შევლებას, რომელიც მაძლევს საშუალებას

როგორ უნდა შეამოწმო ავტომობილი ტექნიკურად ყიდვამდე?
როგორ უნდა შეამოწმო ავტომობილი ტექნიკურად ყიდვამდე?
2019-11-22

სანამ საოცნებო ავტომანქანას შენს სახელზე გააფორმებდე, რათქმაუნდა, მისი დეტალური შემოწმება მოგიწევს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ცნობილი გამონათქვამი „დრო-ფულია“ 1748 წელს გაჩნდა და დღემდე ვრწმუნდებით, რომ მისი სწორი მენჯმენტი ძალიან მნი

ონლაინ ავტოაუქიცონები: წესები და მნიშვნელოვანი დეტალები
ონლაინ ავტოაუქიცონები: წესები და მნიშვნელოვანი დეტალები
2023-05-11

სასურველი ავტომობილის მოძიება და შეძენა, იქნება ეს ლიმიტრებული კოლექციის კლასიკური მოდელი, თუ უბრალოდ საოჯახო მინივენი, დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს კი, უმეტეს წილად, ონლაინ ავტოაუქციონების დამსახურებაა. მათი მეშვეობით, უკვე შესაძლებ