2020-12-08

მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. ჰაერი დაბიძნურებულია, ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე ზღურბლს მიაღწია. ეს კი მეტად სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ატმოსფეროში ნახშიროჟანგის მოცულობას, მარტო ხეების დარგვით ვერ შევამცირებთ. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, როგორიცაა ელექტროფიკაციაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რათა სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ, ჩვენი მოძველებული ავტოპარკის, ეკომეგობრული ტრანსპორტით ჩანაცვლება.

ავტოინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ეს არის ელექტროფიკაცია. დიდ ბრიტანეთში, პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის ინიციატივით, აღნიშნული პროცესები დაჩქარდა. 2030 წლიდან აიკრძალება შიგაწვის ძავიანი ავტომობილების რეალიზაცია. ელექტრომობილების რაოდენობით, დიდი ბრიტანეთი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია.


ევროპის რიგი ქვეყნები: დანია, ნიდერლანდები, ისლანდია, შვედეთი, სლოვენია მწვანე პოლიტიკას 2025 წლიდან შეუერთდება, ხოლო კალიფორნიაში ეს რეგულაცია 2035 წლიდან ამოქმედდება. ზოგადად ეს ნაბიჯი შტატის მაცხოვრებლებისთვის ახალი და უჩვეულო არ გახლავთ, რადგან კალიფორნია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იბრძოდა მწვანე პოლიტიკისთვის. კალიფორნიის გუბერნატორი ეკოლოგიის საკითხებს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. 


 აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა, საკმაოდ ამბიციური პროექტი დაანონსა: 2035 წლისთვის, იაპონურ ბაზარზე, მხოლოდ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რეალიზაცია იქნება ნებადართული. იაპონიის მთავარი გამოწვევაა, 2050 წელს ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევა „Zero Emissions“


 

მსგავსი სტატიები

Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს
Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს
2020-03-10

გასულ კვირას ზემძლავრი 2021 წლის Giulia Quadrifoglio GTA და GTAm-ის პრეზენტაცია გაიმართა. იტალიური ბრენდი Alfa Romeo 110 წლის იუბილეს ახალი მოდელით აღნიშნავს. GTA „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“,

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
2020-10-26

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

ავტორბოლის  ისტორია და განვითარება საქართველოში
ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში

Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძაიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.