2020-10-26

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
 Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.



მომხმარებლებისათვის ახალი ავტომობილის ძიების პროცესის გასამარტივებლად შევქმენით სპეციალური მოდული ავტოსალონებისათვის, სადაც მარტივად დაათვალიერებ ახალ ავტომობილებს, ავტოცენტრების სპეციალურ შეთავაზებებს, განვადებასა თუ ლიზინგის პირობებს, საგარანტიო მომსახურების დეტალებს და აქედანვე შეძლებ სასურველი ავტომობილის ტესტ დრაივზე ჩაწერას.

მოდულში განთავსებული ავტომობილების შესახებ დაგხვდება ყველა ტექნიკური მახასიათებელი, როგორიცაა: აჩქარება, საწვავის მოხმარება, ძრავის მონაცემები თუ სხვა კომპლექტაციები.

ამ ეტაპზე, მომხმარებლები შეძლებენ დაათვალიერონ შემდეგი ავტოსალონების შეთავაზებები:

  • GT Motor, რომელიც Land rover-ის, Jaguar-ის, Ford-ისა და Suzuki-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში;
  • Mercedes-Benz Georgia, რომელიც Daimler-ის გენერალური წარმომადგენელია საქართველოში და მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების კუთხით პრემიუმ სეგმენტში ლიდერი პოზიცია უჭირავს;
  • Skoda Auto Georgia – საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან მოღვაწეობს. დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია საქართველოს კორპორატიულ სეგმენტში;
  • Mitsubishi Motors – ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს ცნობილი იაპონური ბრენდის, როგორც უახლესი ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ასევე ორიგინალ ავტონაწილებს, ავტოშეკეთებასა და ტექმომსახურებას;
  • Scoot Scoot – აქ შეხვდებით ორბორბლიანი ტრანსპორტის მწარმოებელ ყველაზე დიდ ბრენდებს: Vespa, Honda, Yamaha;
  • Audi Georgia, რომელიც ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ბრენდის ოფიციციალური წარმომადგენელია საქართველოში;
  • Kia Motors Georgia – სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლის ცენტრია საქართველოში;
  • SENA AUTO – HONDA, JAC Motors, SUBARU, SsangYong, POLARIS, KUBA, RKS ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

“Myauto, კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, მუდმივად აგრძელებს განვითარებას. პლატფორმაზე ავტომობილების დათვალიერებასთან ერთად შეძლებთ ისარგებლოთ პირველი ქართული ავტო აუქციონით, ხოლო ცოტა ხნის წინ Myauto-ს მობილური აპლიკაციაც გაეშვა, რომელიც ავტოსამყაროს თქვენს ხელში მოაქცევს“.

Myauto-ს მობილური აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store–დან და Play store–დან.

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
2020-06-29

Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდ

საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
2020-12-25

მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ყველაფერი გაჩერებულია, კურიერები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობენ, თან გაუჩერებლად ამიტომ, სკუტ სკუტში, საახალწლოდ ექსკლუზიური ფასდაკლება იქნება მხოლოდ კურიერებისთვის

2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2020-08-10

კონცერნ ჯენერალ მოტორსის ელექტრო კროსვერის, Cadillac Lyriq-ის პრეზენტაცია გაიმართა. მისი წარმოება 2022 წლიდან იგეგმება და ფასი $ 75,000-დან დაიწყება.