Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2020 Porsche Taycan
2020-02-04

2020 Porsche Taycan

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Porsche-მ პირველი პროტოტიპული მოდელი „Porsche Mission E“ 2015 წლის 17 სექტემბერს Frankfurt-ის Motor Show-ზე წარადგინა. აღფრთოვანებული და შოკირებული საზოგადოება წერდა, რომ ეს იყო პორშეს ისტორიაში პირველი ელექტრო მანქანა, მაგრამ ნურას უკაცრავად! 1899 წელს პირველი ელექტრო მანქანა ფერდინანდ  პორშემ „The Lohner-Porsche Mixed Hybrid“ შექმნა, ხოლო საზოგადოებამ ის 1900 წლის დეკემბერს პარიზში გამართულ გამოფენაზე იხილა. აღნიშნული მოდელი 300 ცალი იქნა წარმოებული, თუმცა დიდი მომავალი არ ჰქონდა, რადგან მისი წარმოება ძვირი ჯდებოდა, ხოლო ჰენრი ფორდი კი იაფ ტრანსპორტს სთავაზობდა მომხმარებლებს.

 2019 წლის 10 სექტემბერს, Frankfurt-ის Motor Show-ზე სერიული მოდელის Taycan-ის წარმატებული დებიუტი შედგა. Porsche  წლიურად 20,000 ცალი Taycan-ის წარმოებას აპირებს, ფასი კი დამოკიდებულია, იმაზე თუ რომელ ვერსიას შეიძენ:

  • Taycan 4S: $103,800
  • Taycan Turbo: $150,900
  • Taycan Turbo S: $185,000

Porsche Taycan-ის სამივე ვერსია სრული ამძრაობითაა (AWD) ხელმისაწვდომი, საბაზისო მოდელი 4S გამოიმუშავებს 530 ცხენის ძალას, Turbo კი 680 ცხენისძალიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, ხოლო Turbo S 761 ცხენის ძალით და 0-დან 100-მდე 2.8 წამში ავითარებს. ერთი დამუხტვით 333-დან 450 კილომეტრამდე შეეძლება გავლა, დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი მოდელი გეყოლება. Taycan-ს ექნება Apple Music სერვისიც, რაც საშუალებას მოგვცემს სმარტფონის გამოყენების გარეშე უამრავ კომპოზიციას მოვუსმინოთ რადიოსადგურ Beats 1-ის მეშვეობით. 


P.S.

2020 წლის 2 თებერვალს  Super Bowl-ზე მაყურებელმა პირველად იხილა Porsche Taycan-ის გასაოცარი რეკლამა.


მსგავსი სტატიები

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი

Myauto-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა
Myauto-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა
2020-08-25

Myauto-ს პირველი მობილური აპლიკაციის ბეტა ტესტირება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია IOS და Android მოწყობილობებზე. აპლიკაციის დახმარებით უფრო მარტივად და კომფორტულად ნახავ საშენო ავტომობილს უკვე ერთი თითის გაწვდენაზე, რომელიც გამოირჩევა თან