2020-06-04

Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ავტოინდუსტრია ემშვიდობება, ბრიტანელების ლეგენდარულ L-სერიის V8 ძრავს. ისტორია მას შემდეგ იწყება, როცა 50-იანი წლების დასაწყიში, Rolls-Royce-Bentley -ის ქარხანა ქალაქ Crewe-ში განთავსდა. საკულტო ძრავის შექმნის ინიციატორი Jack Phillips გალხდათ, ის იყო მთავარი ინჟინერი და პასუხისმგებელი ძრავებზე. მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი ძრავა, რომელიც მორალურად მოძველებულ, ექვსცილინდრიანს ჩაანაცვლებდა, ამავდროულად ახალი 50 %-ით მძლავრი უნდა ყოფილიყო.

Jack Phillips-ს და მის გუნდს, 18 თვე დასჭირდათ ახალი ძრავის შესაქმნელად. უძილო ღამეების და დაღვრილი ოფლის ხარჯზე, მათ ბედნიერების ზენიტს მიაღწიეს. გუნდმა შექმნა ლეგენდარული L-სერიის V8 ტიპის, 6.2 ლიტრი მოცულობის ძრავა. მისი დებიუტი 1959 წელს შედგა, Bentley S2-ში, ის 183 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.


12 წლის შემდეგ 1971 წელს, L-სერიის V8 ძრავის მოცულობა 6 ¾ ლიტრამდე გაიზარდა, ხოლო 1982 წელს Crewe-ში მომუშავე ინჟინრებმა მორიგი განახლება განახორციელეს, ატმოსფერულ L-სერიის V8 ძრავს Turbo დაუმატეს, მისი ხილვა უკვე 1982 წელს Bentley Mulsanne Turbo-ში შეგვეძლო, ამჯერად ბენტლი 295 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.


 ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. Crewe-ში ბენტლის ქარხანაში, ინჟინრები შეუდგნენ უკანსკნელი Mulsanne 6.75 Edition by Mulliner-ის აწყობას. აღნიშნული ავტომობილები აღიჭურვება ლეგენდარული L-სერიის V8 6 ¾ ძრავებით, სულ 30 ეგზემპლარი იქნება დამზადებული.


სამწუხაროდ ეპოქა ამით სრულდება, 61 წლის განმალობაში 36,000 ცალი V8 6 ¾ იქნა წარმოებული.


მსგავსი სტატიები

5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
2020-06-18

როცა ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს, მას შემდგომ უჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა ხელოვნების ნიმუშების მიმართ, ამიტომ დღეს შემოგთავაზებ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი,

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.2
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.2
2020-05-06

21-ე საუკუნის ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, შენ შეგიძლია იყიდო, როგორც რეტრო მობილი ასევე თანამედროვე ეკო ავტომობილი. ზოგადად ჩვენი ტრანსპორტი პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ბუნებაზე. დღეს მინდა შემოგთავაზო ხუთი უნიკალური ავტომობილი, რომლ

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
2020-09-14

მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში