2021-06-01

6 ივნისს საქართველო მესამედ აირჩევს დრიფტის მეფეს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

6 ივნისი, 15:00 საათზე საქართველოში მესამედ ჩატარდება Red Bull Car Park Drift.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულს „დრიფტის მეფის“ ტიტული და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა ერგება.

Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.

დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან,  პროფესიონალ და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებიც ფლობენ მართვის მოწმობას ან ავტოფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას.

Red Bull Car Park Drift პირველად საქართველოში 2019 წელს ჩატარდა. შესარჩევი გაიმართა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვახტანგ ხურციძემ, რომელიც იმავე წელს მსოფლიო ფინალზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

2020 წელს საქართველოს შესარჩევი რუსთავის საერთაშორისო ავტოსადგომზე გაიმართა. გაიმარჯვა ნოდო კოდუამ, რომელმაც ქულათა უპირატესობით აჯობა თავის მასწავლებელ მევლუდ მელაძეს. მესამე ადგილი ერგო დავით ნუცუბიძეს. ნოდო კოდუა 2021 წელს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას

Red Bull Car Park Drift-ის გამარჯვებულის ფინალზე გამგზავრების ხარჯებს ფარავს კომპანია რედ ბული.

ქართული ავტოსპორტის და ღონისძიების მხარდამჭერია Myauto.ge და შეჯიბრთან ერთად, ტრადიციულად უფრო ახლოდან გაგაცნობთ მრბოლელებსა და კულისებში მიმდინარე მოვლენებს.

შეჯიბრება ტარდება Covid 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ღონისძიების გვერდი: https://fb.me/e/45Ylrudg9

ვებ- გვერდი: www.redbullcarparkdrift.com/

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთის გრან-პრის მიმოხილვა
დიდი ბრიტანეთის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-03

კვირას 2 აგვისტოს, ფორმულა 1-ის მეოთხე ეტაპი გაიმართა. კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, რბოლა ისევ მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სამწუხაროდ Racing Point-ის ძირითადმა პილოტმა სერხიო პერესმა, Covid-19-ის გამო რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში - მესამე ფინალური ეტაპი
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში - მესამე ფინალური ეტაპი
2020-10-22

კვირას, 2020 წლის 25 ოქტომბერს, რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე, საქართველოს ჩემპიონატი, კარტინგში Rotax Micro/Mini Max კლასში ფინალური ეტაპი გაიმართება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მასში, ათამდე ლიცენზირებული, მოზარდი სპორტსმენი მ

2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი
2020-07-16

გასულ კვირას, ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატა