2020-11-10

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერია.

Subaru Impreza P1 – 2000 წელს, ბრიტანეთის ბაზრისთვის განკუთვნილი, 280 ცხენის ძალიანი, ლიმიტირებული ვერსია P1 მოგვევლინა. შექმნის ინიციატორი, ბრიტანული სარბოლო გუნდი „Prodrive“ გახლდათ. Subaru Impreza P1 იწარმოებოდა, მხოლოდ Sonic Blue ფერში და ჯამში 1,000 ეგზემპლარია დამზადებული.


BMW M3 GTS – თუ შენი მთავარი მოთხოვნაა, იყო ყველასგან  გამორჩეული და ამისთვის მზად ხარ, „სათამაშოში“ €100,000-ზე მეტი ინვესტიციაც ჩადო. მაშინ დაგაინტერესებს, 456 ცხენის ძალიანი, 2011 წელს გამოშვებული BMW (E92) M3 GTS. ის მხოლოდ Exclusive Fire Orange II ფერშია ხელმისაწვდომი და ჯამში 150 ცალია წარმოებული.

Ferrari F40 – სოციალურ ქსელში, ხშირად შეგვხვედრია სხვადასხვა ფერის Ferrari F40, მაგრამ უნდა იცოდე, რომ F40, სულ 1,311 ცალია დამზადებული. ენცო ფერარის უკანასკნელი შედევრი, მარანელოს მხოლოდ Rosso Corsa-ს ფერში ტოვებდა. 


DeLorean DMC-12 - საკულტო მოდელი, ორი წლის განმალობაში 1981-1983 წლებში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ დანმარიში იწყობოდა. კონვეირიდან 9,200 ეგზემპლარი ჩამოვიდა. საინტერესო ის არის, რომ DeLorean DMC-12-ის ძარას ქარხანაში, არასდროს ფარავდნენ სხვადასხვა ფერის საღებავით. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება რატომ? პასუხი მარტივია, DeLorean DMC-12-ის ძარა, დამზადებული იყო უჟანგავი ფოლადით და პოლირების საშუალებით, მარტივად სარკის ეფექტს აძლევდნენ. 

Lamborghini Reventón- მისი დებიუტი, 2007 წელს ფრანკფურტის ავტო შოუზე შედგა. Reventón-ის შთაგონების წყარო, სტელსის სისტემის, მეხუთე თაობის გამანადგურებელი  F22-Raptor გახლავთ. Reventón სულ 20 ეგზემპლარია დამზადებული. ლამბორგინის ძარა, გლუვია, ის მხოლოდ ერთ ფერში mid opaque grey ხელმისაწვდომი.

 

მსგავსი სტატიები

7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
2020-10-19

1909 წელს, საფრნაგეთის ქალაქ Molsheim-ში, კომპანია Bugatti დაარსდა. მას შემდეგ 111 წელი გავიდა, სამყარო რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდის ლოგომ დროს გაუძლო. ზოგადად ლოგო ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარე

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
2020-10-26

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

Hippie Van ბრუნდება
Hippie Van ბრუნდება
2020-03-25

Volkswagen-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ eClassics-მა გვამცნო, რომ ჰიპების საყვარელ მანქანას T1 Samba Bus-ს გააცოცხლებენ. ის რათქმაუნდა აღჭურვილი იქნება 81 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით და 45 Kwh-ნი ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion ba