Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
PAL-V Liberty - პირველი მფრინავი ტრიციკლი
2020-11-02

PAL-V Liberty - პირველი მფრინავი ტრიციკლი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ალბათ ერთხელ მაინც გაქვს ნანახი, ლიუკ ბესონის ფილმი, მეხუთე ელემენტი (The Fifth Element). მოქმედება 2214 წელს ვითარდება და ადამიანები, ფრინავი ავტომობილებით გადაადგილდებიან. დარწმუნებული ვარ, ბევრს უოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ასეთი სცენარის რეალურ ცხოვრებაში წარმოდგენა ცოტა რთულია, მაგრამ ნიდერლანდებში ბაზირებული კომპანია PAL-V, სტერეოტიპებს ამსხვრევს და ანადგურებს. 

ჩვენს წინაშეა უჩვეულო ტრიციკლი, რომელსაც ფრენა შეუძლია. მისი სიგრძე 4,000 მმ ხოლო სიგანე 2,000 მმ-ს შეადგენს. ამ სიახლეში, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას საყოველთაო მოხმარების გზაზე შეუძლია გადაადგილება, ასევე ჰაერში, როგორც შვეულმფრენს (Helicopter).


ფრინავმა ტრიციკლმა სახელწოდებით Liberty-იმ, წარმატებული ტესტირების გავლის შემდეგ, საყოველთაო მოხმარების გზებზე, ოფიციალური სანომრე ნიშნით გადაადგილების ნებართვა კი მიიღო, მაგრამ კომპანიის დამაარსებლის, რობერტ დინგენმესის (Robert Dingemanse) თქმით, პროექტს კიდევ უფრო რთული გზის გავლა მოუწევს. ტრიციკლმა, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგანაც (EASA) ნებართვა, რომ მიიღოს საჭიროა, Liberty-იმ, ჰაერში 150 საათი გაატაროს.


კომპანია PAL-V International B.V. აგრეგატის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ორადგილიანი ტრიციკლი, სულ რაღაც 664 კილოგრამს იწონის. ქალაქში Liberty, 100 კილომეტრზე 7,6 ლიტრ საწვავს მოიხმარს და 1315 კილომეტრის გავლას შეძლებს, ხოლო 0-დან 100-მდე გასავითარებლად, სულ რაღაც 9 წამი ჭირდება. Liberty-ით საყოველთაო მოხმარების გზიდან, უცებ ცაში, რომ ავიჭრათ, ასაფრენად დაგვჭირდება: 330 მეტრიანი სივრცე და მინიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ. ჰაერსი 500 კილომეტრის დაფარვა შეეძლება, წარმოიდგინე, ერთ მშვენიერ საღამოს თბილისიდან ბათუმში 30 წუთში რომ ჩაფრინდები ეს ხომ გენიალურია ? იმისათვის, რომ ეს საოცარი ტრანსპორტი მართო, შენ დაგჭირდება, როგორც მოქმედი მართვის მოწმობა, ასევე პილოტის ლიცენზია.


პირველ ეტაპზე, 90 ცალი Pioneer Limited Edition-ის წარმოებაა დაგეგმილი, მისი ფასი 499,000 ევრო იქნება და შეძენას 2022 წლისთვის შევძლებთ. რაც შეეხება ბიუჯეტურ ვერსიას, Sport Edition-ს ის შედარებით იაფი ეღირება: 299,000 ევრო. მოკლედ სამეცნიერო ფანტასტიკით გატაცებულებს, დიდი შრომა მოუწევთ, რათა ოცნებები აისრულონ. მფრინავი მანქანები საცობებისთვის მისწრება იქნება, თუმცა პარკირების პრობლემის მოგვარება მაინც დაგვჭირდება. 

 

მსგავსი სტატიები

2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020 Mercedes-Maybach S650 Night Edition
2020-06-11

ეს არის 2020 წლის ულტრამდიდრული Mercedes-Maybach S650 „Night Edition“, ექსკლუზიურად ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული. ამ ავტომობილის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგან სულ 15 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად
driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად
2021-03-17

„მართვის მოწმობის ტესტებს ზოგი შიშითა და კრძალვით უვლის გვერდს, ზოგი კენწეროში გატკბილების მოლოდინშია, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს პროცესი გართობად გვექცია – ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში – Myauto-მ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთ

Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
2020-08-27

რამდენიმე თვის წინაც, ლეგენდარულმა ბრიტანულმა კომპანიამ, Lister Motor Company-იმ თიზერის მეშვეობით შეგვამზადა, რომ მალე მონსტრს ვიხილავდით. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პირობა შეასრულეს. და ისიც, შენს წინაშეა „Lister Stealth“-ის ქმნილე