Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო
2020-09-18

Brembo-ს ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკო

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
 გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მაგალითად სამუხრუჭე ხუნდების თუ დისკოების ცვეთის შედეგად გამოწვეული მტვერი, ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. შესაბამისად, კომპანიებისთვის ჰაერის დაბინძურება და მასთან ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 


კომპანია Brembo-მ, ახალი ეკომეგობრული სამუხრუჭე დისკოები Greentive® წარმოგვიდგინა. სამუხრუჭე დისკოს ზედაპირს, სარკის ეფექტი აქვს. ის High-Velocity-Oxy-Fuel ტექნოლოგიის მეშვეობით მიიღეს. ზედაპირზე დატანილი იქნება კომპანიის ლოგოტიპი. ის ერთგვარ ცვეთის ინდიკატორის ფუნქციას შეასრულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სამუშაო ზედაპირზე Brembo-ს ლოგო გაქრა, ესე იგი სამუხრუჭე დისკოებმა ექსპლუატაციის ვადა ამოწურა და ის ახლით უნდა ჩანაცვლდეს.




Brembo-ს, ინოვაციური პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ექსპლუატაციის ვადა საგრძნობლად მეტია და დაახლოოებით 150,000 კილომეტრს შეადგენს, ვიდრე სტანდარტული სამუხრუჭე დისკოსი. ასევე მდგრადია კოროზიის მიმართ. რაც მთავარია, ცვეთის შედეგად საგრძნობლად ნაკლებ სამუხრუჭე მტვერს გამოყოფს, ეს კი დადებითად იმოქმედებს გარემოზე. Greentive® განკუთვნილი იქნება პრემიუმ და ლუქს-კლასის ავტომობილებისთვის.


Brembo-მ, სამუხრუჭე დისკოების გარდა, Energy Saving System® წარადგინა. ეს არის ახალი თაობის ზამბარა, რომელიც ტრადიციულად მუხრუჭის სუპორტშია (brake caliper) მოთავსებულია. ზამბარის ძირითადი დანიშნულებაა: დამუხრუჭების შემდეგ სწრაფად და ეფექტურად, სამუხრუჭე ხუნდი დააბრუნოს პირვანდელ პოზიციაში და თავიდან ავიცილოთ არასასურველი ხახუნი. ინოვაციური ზამბარის მეშვეობით, ჩვენ შეგვეძლება დავზოგოთ, როგორც საწვავი, ასევე გავუხანგძლივოთ სიცოცხლე სამუხრუჭე დისკოს და ხუნდებს.

Energy Saving System®-ის მუშაობის პრინციპი


 

მსგავსი სტატიები

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020-05-19

ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
2020-10-27

Myauto ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდე

ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება
2020-08-14

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.