2020-10-27

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდელებით. ტრადიციას ვაგრძელებ და გთავაზობ 5 უნიკალურ ავტომობილს, Myauto-დან.

BMW E28 M535i - თუ დრო და ფინანსები ხელს გიწყობს, ამავდროულად რესტავრაციის არ გეშინია მაშინ, ნამდვილი „ოლდტაიმერი“, ხელიდან გასაშვები არაა. რაც დრო გადის, მისი ფასი იზრდება. კოლექციონერებს კი ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული. M-ის აბრევიატურის ქვეშ წარმოებული ყველა მოდელი ისეთივე უნიკალურია, როგორც ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატები. თუ გსურს მიიღო, მართვისგან დაუვიწყარი შეგრძნებები, მაშინ E28 M535i-ს M-Technic საშენო ავტომობილია. ის აღჭურვილია, 218 ცხენის ძალიანი, ექვსცილინდრიანი M30B34-ის ძრავით და დაწყვილებულია, Getrag-ის ხუთ საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან. რაც მთავარია M535i გამოყენება შეგვიძლია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე თავისუფალ დროს ავტოდრომზე. გერმანელი ზედმეტ ფოფინის არ მოითხოვს.

https://www.myauto.ge/ka/pr/48122967/iyideba-sedani-bmw-535-1986-benzini-geo 



Volvo 850 R – თუ საოჯახო ავტომობილის ეძებ, ამავდროულად გსურს დააკმაყოფილოს, ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: გამორჩეული, გამძლე და სწრაფი, მაშინ ეს საშენო ავტომობილია. 90-იან წლებში, შვედებს სურდათ სპორტული სედანის წარმოება, მათი მიზანი იყო კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება და სხვა სეგმენტში გამოჩენა. 1994 წელს, ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუზე, პუბლიკამ იხილა ყველაზე სწრაფი, სერიული Volvo 850 T-5R. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის გალხდათ, რომ 850 T-5R შეიქმნა, კომპანია Porsche-ს დახმარებით. 850 T-5R-მა პუბლიკა აღაფრთოვანა, ყველას სურდა მისი შეძენა, მაგრამ ყველას არ შეეძლო, რადგან 2,500 ეგზემპლარი იქნა დამზადებული. ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო, შვედებმა გადაწყვიტეს, გაუმჯობესებული ვარიანტი შეექმნათ, ასე და ამგვარად მოგვევლინა 850 R. ის 1996-97 წლებში იწარმოებოდა და მექანიკური კოლოფით აღჭურვილ 850 R-ს 250 ხენის ძალა ჰქონდა, ხოლო ავტომატურს 240. დღევანდელ ბლოგ-პოსტში მოცემულ 1997 წლის 850 R-ს, 240 ცხენის ძალიანი, ხუთცილინდრიანი 2,3 20V Turbo ძრავა აქვს. თუ ცხენის ძალები არ გაკმაყოფილებს, მცირედი ჩარევით შესაძლებელია სიმძლავრის მინიმუმ 300 ცხენის ძალამდე მომატება. ლიმიტირებულ Volvo-ს, ქარხნულადვე მოყვებოდა, Pirelli P Zero-ს 205/45 ZR 17 საბურავები და Volans-ის 17-იანი მსუბუქი ალუმინის დისკები. ინტერიერი გაწყობილია ტყავში და ალკანტარში. 850 R-ს, 0-დან 100-კმ/სთ-ს გავითარება, სულ რაღაც 7.5 წამი სჭირდება. დღეს ევროპაში Volvo 850 R-ის ფასი: 10,000 ევროდან იწყება. რამდენიმე წელიწადში კი სანთლით საძებნელი იქნება, შესაბამსიად თუ გსურს ეგზოტიკური, საოჯახო ავტომობილის ყოლა, რომელიც არასდროს გაგიცრუებს იმედს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. წითელ ფერში 850 R სულ 2,000 ეგზემპლარია დამზადებული, აქედნა ერთ-ერთი კი თბილისშია 

https://www.myauto.ge/ka/pr/48132118/iyideba-sedani-volvo-850-1997-benzini-geo

Audi S8 - თუ ელეგანტური და მძლავრი ავტომობილის შეძენა გსურს, მაშინ Audi ამ მოთხოვნებს სრულად დაგიკმაყოფილებს. Audi-ის ინჟინრები ყოველთვის აფართოებდნენ ტექნოლოგიების საზღვრებს და დროს უსწრებდნენ. Audi S8, ეს არის წარმატებული ადამიანისთვის შექმნილი ბრენდი, რომელიც მხარს უჭერეს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს, ამავდროულად არ ივიწყებს ტრადიციებს. Audi S8 აღჭურვილია, 520 ცხენის ძალიანი, twin-turbo 4.0 V-8 ძრავით და დაწყვილებულია 8 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან. 0-დან 100-ს კმ/სთ 3.9 წამში ავითარებს. Audi S8-ის დასამზადებლად, გამოყენებულია საუკეთესო მასალები. რაც მთავარია აუდის ხიბლი, ხომ Quattro-ს სრულ ამძრავ სისტემაშია?

https://www.myauto.ge/ka/pr/48187232/iyideba-sedani-audi-s8-2014-benzini-geo 



Chevrolet C/K 10 - არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია, ამერიკულ ყველგან მავალზე.  ზოგადად Chevrolet C/K 10-ის, პიკაპის ტიპის ავტომობილებს, ამერიკაში საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ექსპლუატაციის გავლა. ის გამოირჩევა გამძლეობით და კარგი გამავლობით. შესაბამისად დიდი აღწერა არ ჭირდება, ყველამ იცის, რომ ის უგზოობისთვისაა დაბადებული. ეს ავტომობილი გაძლევს საშუალებას, გამოიყენო, როგორც საოჯახო საქმიანობაში, ასევე დასვენების დღეებში, დაუვიწყარი მოგზაურობა დაგეგმო.

https://www.myauto.ge/ka/pr/48136067/iyideba-pikapi-chevrolet-s-10-pickup-1985-benzini-geo 



BMW 530e Plug-In Hybrid - თუ გსურს ლამაზი და თანამედროვე ავტომობილის შეძენა, ამავდროულად შენი ძირითადი მოთხოვნა საწვავის ეკონომიურობაა, მაშინ 2018 წლის 530e, დატენვადი ჰიბრიდი (plug-in hybrid) საშენო ავტომობილია. 530e ეს არის, თანამედროვეობის და დიდი ტრადიციების ოქროს შუალედი. ბავარიელი აღჭურვილია: ტურბინირებული, ოთხცილინდრიანი 2.0 ბენზინის ძრავით და 9.2-kWh სიმძლავრის ლითიუმ-იონური ელემენტით. ჯამში 248 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ქალაქში შერეულ რეჟიმში, 6-7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

https://www.myauto.ge/ka/pr/48024834/iyideba-sedani-bmw-530-2018-datenvadi-hibridi-geo 


მსგავსი სტატიები

Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
2020-10-29

მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ის, რთულ პირობებში უწევს არსებობა, კომპანიამ მაინც შეძლო ჩვენი გაოცება. რამდენიმე დღის წინ, პროტოტუპული მოდელი Bugatti Bolide წარადგინეს. „Bolide“ ავტოდრომისთვის განკუთვნილი ჰიპერავტომობილია. ზოგადად ფუტურისტულ

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე

Nissan GT-R Offroad
Nissan GT-R Offroad
2020-07-10

Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი