Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა მანქანა ?
2020-10-23

როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა მანქანა ?

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 თანამედროვე სამყაროში, ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი ავტომობილის შეძენა, დიდი თავის ტკივილია, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა მოგვატყოს, დაგვიმალოს სიმართლე. დღევანდელ ბლოგ-პოსტსი ვისაუბრებ თუ როგორ უნდა გავიგოთ ავტომობილი ნაავარიებია თუ არა ?

მრუდე ღრეჩოები (зазоры)
თუ დიდ სივრცეს შეამჩნევთ, კაპოტს, ფრთასა და წინა მაშუქს შორის, ესე იგი ავტომობილის ესა თუ ის დეტალი უკვე შეცვლილია. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სივრცეს: კარსა და ჩარჩოს შორის, წინა მაშუქებსა და ფრთას შორის, უკანა მაშუქები და სხვა.

სამაგრები - კარგად დაათვალიერეთ ავტოობილის სამაგრები, როგორიცაა: ჭანჭიკები და ქანჩები. მათ დემონტაჟის კვალი ყოველთვის ემჩნევათ.

სამღებრო სამუშაოები - ავტომობილი დღის სინათლეზე უნდა შეამოწმო, მას გვერდიდან შეხედე. აღდგენილ ავტომობილის ზედაპირი იდეალურად სწორი ვერ იქნება და თუ კარგად დააკვირდები, იოლად შევამჩნევთ ტალღებს. ცნობისთვის სამღებრო სამუშაოების დროს, ყველა დეტალი, როგორიცაა: ფრთა, კაპოტი, კარი თუ საბარგული იღებება ცალ-ცალკე, შესანამისად გადაბმის ადგილებში, დეფექტი იოლად შესამშნევია.

შუშის OEM მარკიროვკა - ავტომობილის გვერდითა შუშები და საქარე მინა, უმეტესად ერთი მწარმოებლისაა. შესაბამისად, შეადარეთ მათ ზედაპირზე დატანილი წარწერები. თუ რომელიმე შუშას, სხვა თარიღი აქვს ან სხვა ბრენდისაა, ესე იგი შუშა რაღაც მიზეზის გამო შეცვლილია. ეს კი გვაძლევს გონივრულ ეჭვს, რომ ავტომობილი ავარიაში მონაყოლია. სიმართლის დადგენა კი გამყიდველის კეთილ ნებაზე და პატიოსნებაზეა დამოკიდებული.


airbag - ოფიციალურ სერვის ცენტრში, კომპიუტერული დიაგნოსტირების მეშვობით შეამოწმეთ, რამდენად გამართულად მუშაობს, ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები (airbag). ავარიის შემდეგ არის შემთხვევები, როდესაც აირბალიშების კაპსულებს არ ცვლიან.

 

 

მსგავსი სტატიები

10 რამ რაც უნდა გაითვალისწინო სანამ სამოგზაუროდ წახვალ
10 რამ რაც უნდა გაითვალისწინო სანამ სამოგზაუროდ წახვალ
2020-06-30

საქართველოში შიდა ტურიზმისთვის ტურისტული სექტორი, ამა წლის 15 ივნისს გაიხსნა. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით და მრავალმხრივი ლანდშაფტით. სანამ სამოგზაუროდ გაეშურები, აუცილებლად შეამოწმე შენი ავტომობილ

გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ
2020-01-10

სწორად შერჩეული ძრავის ზეთი უხანგრძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ზეთის შეძენისას თანხის დაზოგვა დაუშვებელია და გაუმართლებელია. არსებობს სხვადასხვა სიბლანტის ზეთები, როგორიცაა: ნახევრად სინთეტიკური (Semi Synthetic) , სრული სინთეტიკური (

5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს
5 რამ რისგანაც Vin რეპორტი დაგიცავს
2020-03-24

სანამ ჩვენს საოცნებო მანქანას შევიძენდეთ, მნიშვნელოვანია მისი ისტორიის გადამოწმება. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: რატომ ვიქექო ისტორიაში ? იმიტომ რომ საქართველოში იმპორტირებული მანქანების დიდი % გარკვეული დაზიანებით ჩამოდის, შესაბამის