2020-10-21

2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მოდელი, აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში HUMMER, ვეღარ იქნებოდა დიზელის V8 ძრავით აღჭურვილი, შესაბამისად 2021 წლის HUMMER სრულად ელექტრო ყველგან მავალია. ელექტრო პიკაპების სეგმენტი ჯერ კიდევ აუთვისებელია. სულ რაღაც სამი მოთამაშე იყო, როგორებიც არიან: Bollinger, Rivian, Tesla Cybertruck ეხლა კი GMC Hummer-იც შეემატა. შეძლებს კი ჰამერი ძველი დიდების დაბრუნებას ?


GMC Hummer, აღჭურვილია Goodyear Wrangler Territory MT-ს, 35-იანი უგზოობის საბურავებით. ძარას ძირი, მთლიანად უჟანგავი ფოლადის ფურცლებითაა დაფარული. ყველგან მავალს, პნევმატიკური საკიდარი აქვს, მისი მეშვეობით კლირენსის დამატებით 149 მმ-ით აწევაა შესაძლებელი. ელექტრო ჰამერის, სრულ ამძრავ თვლებს, უნიკალური CrabWalk-ის სისტემა აქვს. ის დაბალ სიჩქარეზე აქტიურდება და ავტომობილს ეძლევა საშუალება, დიაგონალურად გადაადგილდეს. 

CrabWalk-ის სისტემა


ასევე მძღოლის განკარგულებაშია UltraVision 18 კამერა. ისინი დამონტაჟებულია, როგორც ავტომობილის ირგვლივ, ასევე ძარას ძირზე. მისი მეშვეობით კომპიუტერი ქმნის, ვირტუალურ სურათს და დისფლეის მეშვეობით, შეგვიძლია ვადევნოთ თვალყური თუ რა ხდება, პიკაპის ირგვლივ ან ქვეშ.

ინტერიერი: ისეთი შტაბეჭდილება გვრჩება, თითქოს დიზაინერი კუბიზმისა და მინიმალისტური სტილის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული. აქ შენ დაგხვდება: მულტიფუნქციური საჭე, მძღოლის 12,3-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელი, ხოლო მეორე 13,4-დუიმიანი სენსორული ეკრანი, კოკპიტზეა მოთავსებული. რაც შეეხება აუდიო სისტემას, მასზე პასუხისმგებელი, კომპანია Bose-ს 14 დინამიკია.


Hummer-ში იმაზე მეტი სივრცეა, ვიდრე H1-ში. ის თავისუფლად იტევს ხუთ მგზავრს. სახურავი ეხსენება და მარტივი მოძრაობით კაბრიოლეტად გადაქცევაცაა შესაძლებელი.

ტექნიკური მონაცემები: დღევანდელ სამყაროში, ბევრი ცხენის ძალა აღარავის უკვირს, მაგრამ GMC Hummer აღჭურვილია 3 ელექტრო ძრავით. ის 1,000 ცხენის ძალასა და 15,592 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. პარადოქსია, მაგრამ 0-დან 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად, სულ რაღაც 3 წამი სჭირდება. Hummer-ს ერთი დამუხტვით, 563 კილომეტრის დაფარვა შეეძლება.

როდის შეგვეძლება შეძენა ?  GMC Hummer EV Edition 1, ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის შემოდგომიდან და მისი ფასი $112,595 შეადგენს.

ისტორია: 1983 წლის 22 მარტს, პენტაგონსა და კორპორაცია AM General-ს შორის, ერთი მილიარდი დოლარის, გამარტივებული ხელშეკრულება დაიდო. 5 წლის განმალობაში AM General-ს, დაევალა 55,000 მრავალფუნქციური, სამხედრო-სატრანსპორტო საშუალების, M998 „Humvee“-ის მიწოდება. პირველად ჰამერები, ყურადღების ცენტრში, 1989 წელს პანამაში შეჭრის დროს და 1990 წელს, სპარსეთის ყურის ომის პერიოდში მოექცა.

სამოქალაქო ვერსია: 90-იანი წლების დასაწყისში, ორეგონის შტატში, აივენ რაიტმანის ფილმის, საბავშვო ბაღის პოლიციელის (Kindergarten Cop) გადაღებები მიმდინარეობდა. მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებდა. ერთ მშვენიერ დღეს არნოლდმა, სამხედრო M998 „Humvee“ დაინახა, ეს იყო შეყვარება პირველივე ნახვისას. არნოლდს სურდა მისი შეძენა, მაგრამ პენტაგონისთვის განკუთვნილ ტექნიკას არავინ მიჰყიდიდა. შესაბამისად ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კონცერნ AM General-თან კომუნიკაცია დაამყარა, სადაც ის სთავაზობდა შეექმნათ, „Humvee“-ის  სამოქალაქო ვერსია. სურვილი რამდენიმე წელიწადში დაკმაყოფილდა.

პირველი სამოქალაქო „Humvee“ 1992 წელს ვიხილეთ, რა თქმა უნდა მისი მფლობელი, არნოლდ შვარცენეგერი გახდა, თუმცა სამოქალაქო ვერსიას უკვე Hummer დაარქვეს. შეიძლება ითქვას, რომ Hummer H1-ის განვითარებაში, უდიდესი წვლილი, არნოლდ შვარცენეგერმა შეიტანა.  90-იანი წლების დასაწყისში Hummer H1-ის ფასი, $100,000 შეადგენდა.

სამწუხაროდ 1999 წელს, ჯენერალ მოტორსმა, AM General-ისგან Hummer წარმოების უფლება შეიძინა. 2002 წელს ვიხილეთ, შედარებით მომცრო Hummer H2, ხოლო 2005 წელს კი მესამე თაობა Hummer H3. რა თქმა უნდა, მომდევნო თაობები რადიკალურად განსხვავდებოდნენ და საერთო არ ჰქონდათ  ლეგენდარულ „Humvee“-სთან.

 

მსგავსი სტატიები

ყველაზე ექსკლუზიური ლამბო - Aventador SVJ Roadster Xago Edition
ყველაზე ექსკლუზიური ლამბო - Aventador SVJ Roadster Xago Edition
2020-07-22

იტალიურმა კომპანიამ კრიზისი, როგორც შესაძლებლობად ისე დაინახა და მომხმარებლებს ახალი ექსკლუზიური პროდუქტი შესთავაზა

შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი
2020-08-04

ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ში, უჩვეულო ნახევრად ხელთათმანი გამოჩნდა გასაყიდად. ამ ხელთათმანის მთავარი ხიბლი და უცნაურობა იმაში მდგომარეობს, საჩვენებელ და ცერა თითზე შუქდიოდიოდებია მოთავსებული. უცნაური ხელთათმანების მეშვეობით ცუდი განა

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
2020-07-27

შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G