2020-10-20

სერიულმა ჰიპერ ავტომობილმა, 532 კმ/სთ განავითარა

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2019 წლის 2 აგვისტოს, ტესტ პილოტმა ენდი უოლესმა, Bugatti Chiron-ის მეშვეობით 490,4484 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. აღნიშნულმა ფაქტმა, დიდი კამათი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ Bugatti Chiron-ს გაუმჯობესებული შასი ჰქონდა. ამაში კი კომპანია Dallara დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, Chiron-ი „სერიული პროტოტიპად“ მოინათლა, ხოლო სერიული ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტული, შვედს Koenigsegg Agera RS-ს ერგო, რომელსაც 446,97 კმ/სთ განვითარება შეუძლია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ყველას აინტერესებდა, თუ ვინ შეძლებდა მორიგი რეკორდის დამყარებას და აგერ პირველი მერცხალიც გამოჩნდა.

2020 წლის 19 ოქტომბერს, ნევადას შტატში მდებარე, თერთმეტ კილომეტრიან SR 160-ის გზატკეცილზე, სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოიხსნა. მისი ავტორი SSC Tuatara გახლავთ. საინტერესო ის არის, რომ ეს არის სერიული ამერიკული ავტომობილი და არა რაიმე კონცეპტუალური ქმნილება. Tuatara-მ საერთო მოხმარების გზაზე, ორი გასვლა მოაწყო. პირველ გასვლაზე, 484,53 კილომეტრი განავითარა, ხოლო მეორე გასვლაზე 532,93 კილომეტრი. წესების მიხედვით, რეკორდების სიაში, საშუალო არითმეტიკულით გამოთვლილი 508,73 კმ/სთ დაფიქსირდება.

დეფინიცია: SSC იშიფრება, როგორც Shelby SuperCars, ხოლო სიტყვა Tuatara [ˌtuːəˈtɑːrə] ნისკარტთავიანთა ქვეწარმავალის, ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელია, რომელიც შემორჩენილია ახალი ზელანდიის მცირე კუნძულებზე. კომპანია SSC North America, ჯეროდ შელბიმ, 1998 წელს, ქალაქ რიჩლენდში დაარსა.

ტექნიკური მონაცემები:  SSC Tuatara, ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (Carbon Fiber) დამზადებული და 1247 კილოგრამს იწონის. ჰიპერ ავტომობილი აღჭურვილია, V8 5.9 Twin Turbo ძრავით და დაწყვილებულია, 7 საფეხურიან ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფთან. რაც შეეხება ცხენის ძალებს: თუ ჰიპერ ავტომობილში, E85 ეთანოლის საწვავს ჩაასხავ, ის 1750 ცხენის ძალას გამომუშავებას შეძლებს, ხოლო სტანდარტულ საწვავზე კი 1350 ცხენის ძალას.

სიმძლავრესთან ერთად, Tuatara-ს ერთ-ერთი მთავარი კოზირი, მისი დაბალი აეროდინამიკური წინაღობაა, რომელიც სულ რაღაც 0,279 შეადგენს. ოდესღაც ენცო ფერარიმ კი ბრძანა, რომ: „Aerodynamics are for people who can’t build engines - „აეროდინამიკა იმ ადამიანებისთვისაა რომლებმაც ძრავის კეთება არ იციან-ო", მაგრამ ფაქტი სახეზეა, ამერიკელებმა იდეალური ჰიპერ ავტომობილი შექმნეს. კარგ მოჭიდებას, Michelin-ის ბრენდის საბურავები, Pilot Sport Cup 2 უზრუნველყოფს. წინ 245/35YR20, ხოლო უკან 345/30YR20.

ინტერიერი - რა თქმა უნდა ინტერიერში შეგხვდება ისეთი სტანდარტული ოფციები, როგორიცაა ელექტრო შუშები, კონდიციონერი, ციფრული ტაქომეტრი. კოკპიტში ჩაშენებული touchscreen ეკრანი და პრემიუმ კლასის აუდიო სისტემა.

მოლოდინი - ტესტ პილოტმა ოლივერ ვებისმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ტაქომეტრზე 532 კმ / სთ სიჩქარე მქონდა აკრეფილი, ჰიპერ ავტომობილი აჩქარებას, სტაბილურად განაგრძობდა, თუმცა საბოლოო შედეგი შეიძლებოდა კიდევ უკეთესი ყოფილიყო, გვერდითა ქარს რომ არ შეეშალა ხელი". თავდაპირველად, ინჟინრები აცხადებდნენ, რომ SSC Tuatara 300 მილი / სთ-ს (482,80 კმ / სთ) განავითარებდა, მაგრამ საბოლოო შედეგმა მათ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

კონკურენტები - გასულ წელს, Bugatti-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ კომპანია აღარ აპირებს იბრძოლოს, ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტულისთვის. შესაბამისად SSC Tuatara-ს მხოლოდ ორი პოტენციური კონკურენტი ჰყავს, ესენია: შვედური კომპანიის, Koenigsegg-ის მოდელი, Jesko Absolut და ტეხასური კომპანიის, Hennessey-ის, ჰიპერ ავტოპმობილი Venom F5. ორივე კომპანიის ინჟინრებს, ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, ან უნდა დანებდნენ და შეეგუონ SSC Tuatara-ის ჰეგემონიას ან გაეჯიბრნონ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

 

მსგავსი სტატიები

აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
აუქციონზე გაყიდული უცნაური ავტომობილები
2020-06-24

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აუქციონები იმართება, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რარიტეტული ნივთები, მათ შორის ავტომობილებიც. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კონკურენტუნარიან გარემოში მონაწილე

Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
2020-10-29

მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ის, რთულ პირობებში უწევს არსებობა, კომპანიამ მაინც შეძლო ჩვენი გაოცება. რამდენიმე დღის წინ, პროტოტუპული მოდელი Bugatti Bolide წარადგინეს. „Bolide“ ავტოდრომისთვის განკუთვნილი ჰიპერავტომობილია. ზოგადად ფუტურისტულ

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად
driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად
2021-03-17

„მართვის მოწმობის ტესტებს ზოგი შიშითა და კრძალვით უვლის გვერდს, ზოგი კენწეროში გატკბილების მოლოდინშია, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს პროცესი გართობად გვექცია – ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში – Myauto-მ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთ