Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
საექსპედიციო Lexus J201
2020-10-07

საექსპედიციო Lexus J201

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საავტომობილო მოგზაურობა, მოგონებებისა და თავგადასავლების შექმნის საუკეთესო გზაა. ჩვენ გვეძლევა საშუალება, აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები. მოგზაურობა, გვიბიძგებს ახლებური აზროვნებისაკენ. ამ ყველაფრისთვის კი გვჭირდება შესაბამისი ტრანსპორტი, ამაზე კი კომპანია Lexus-მა და Expedition Overland-მა იზრუნეს. 



შენს წინაშეა, ამერიკული კომპანიის, Expedition Overland-ის შედევრი. Lexus J201-ის შესაქმნელად, საბაზისო მოდელი, LX 570 გამოიყენეს. მისი ბრუტალური დიზაინი გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევს.

ეს პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უსაზღვრო შესაძლებლობების ნათელი მაგალითია. Expedition Overland-ის გუნდი, მაქსიმალურად შეეცადა, Lexus J201 ყოფილიყო, როგორც ფუნქციონალური, ასევე კომფორტული. შესაბამისად ინტერიერში ხელუხლებლად დარჩა, LX 570-ის კომფორტული, ტყავის სავაძლები და მდიდრული კოკპიტი.


ექსტერიერი - სამაგიეროდ ექსტერიერში, ბევრი დეტალია გაუმჯობესებული, მაგალითად: Lexus J201-ს, წინ და უკან ძალური ბამპერები დაუყენეს, ხოლო ბამპერში ჩაშენებულია ელექტრო ჯალამბარი. მარცხნივ ფრთაზე დამონტაჟებულია, მეტად საჭირო დეტალი, როგორიცაა შნორკელი. სახურავზე საექსპედიცო საბარგული კიბით, ხოლო უკან საბარგულის კარები, ინჟინრებმა კრონშტეინით აღჭურვეს, რათა მოთავსებულიყო სათადარიგო საბურავი, ასევე საწვავის ავზები.

ტექნიკური მონაცემები - Lexus J201 აღჭურვილია, 550 ცხენის ძალიანი, 5.7 V8 ძრავით. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ინფორმაცია ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. არის ვერსიები, რომ თითქოს 550 ცხენის ძალიანი V8 დააწყვილეს, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. Lexus J201-ის ჰიდროპნევმატიკური დაკიდების სისტემა, რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული LX 570-ისგან, ასევე გაუმჯობესებულია განივი ბერკეტები თუ საჭის განივი საწევი. ლექსუსი აღჭურვილია General Grabber X3-ის სპეციალური საბურავებით 285/70 R17.

Lexus J201-ის მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია დამზადებული. თამამად შეიძლება ვუწოდოთ, რომ ის კონცეპტუალური მოდელია, რომელიც სპეციალურად Rebelle Rally-ისთვის შეიქმნა. ამიტომაც დეტალური ინფორმაცია ჯერ მაინც ხელმიუწვდომელად რჩება. საინტერესოა შეჯიბრებაზე რა შედეგს გვაჩვენებს, იქნება კი ისეთივე საოცარი, როგორი დიზაინიც აქვს ?  

მსგავსი სტატიები

ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
2020-03-31

2022 წლიდან ქუჩებში ვიხილავთ X5-ის ბაზაზე წარმოებულ, 374 ცხენის ძალიან, წყალბადზე მომუშავე BMW i Hydrogen-ს

Donkervoort - ნიდერლანდური სიგიჟე
Donkervoort - ნიდერლანდური სიგიჟე
2020-07-30

„No Compromise“ - კომპრომისების გარეშე, ასეთია კომპანიის სლოგანი, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ლელისტედშია ბაზირებული. 2019 წელს კომპანია Donkervoort მეტად საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე დადგა, მათ უახლოვდებოდათ კომპანიის დამაარსებლის, J

2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2021 Hyundai Elantra - მომხიბლელი და ეკონომიური
2020-03-21

გასულ კვირას 2020 წლის 18 მარტს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მეშვიდე თაობის Elantra, კორეელებმა ბანალური „რესტაილინგი“-ის მაგივრად სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზეს. Elantra-მ Parametric Dynamics-ის