Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ხუთი სამანქანე ადგილი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ფეხით მოგზაურობას არაფერი სჯობს, ასე გაქვს საშუალება დაკვირვებით დაათვალიერო სამყარო, შეიცნო გარემო და დატკე ჩიტების ჭიკჭიჭით. თუმცა ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც კი, ფეხით ყველაფრის მოკლე დროში შემოვლა შეუძლებელია, ამასთანავე საავტომობილო მოგზაურობას გამორჩეული შეგრძნებების მოტანა შეუძლია.

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს

კახის ტბა
- თბილისიდან 170 კილომეტრში, შენ შეგხვდება ნაძვნარში ჩაფლული ზღაპრული ადგილი, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1752 მ-ზე მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტბაა. აქ არის კარგი საპიკნიკე ადგილები, კახის ტბასთან ახლოს მდებარეობს ორი ტბა:  ჩიტოს და წეროს ტბა. სამივე ტბა რომ მოვინახულოთ, სოფელი ჭობისხევი უნდა გავიაროთ და ჯამში ორი დღე მაინც დაგვჭირდება. რაც მთავარია ამ ტურისთვის საჭიროა გყვავდეს მაღალი გამავლობის მანქანა. პირობითად Toyota 4runner-ის მსგავსი ამ სირთულეს უპრობლემოდ დაძლევს, მთავარია კარგი საბურავები ეყენოს ავტომობილს.

  • მანძილი - 170 კმ
  • ტრანსპორტი - 4x4
  • სირთულე - საშუალო


სვანეთი - თბილისიდან 490 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც იშლება ალპური მდელოები, მწვერვალები,  თუ  მომაჯადოებელი ალპური ტბები. იმისათვის, რომ მესტიას ესტუმრო არაა აუცილებელი გყავდეს ყველგანმავალი, ზუგდიდი-მესტიამდა 140 კილომეტრიანი მონაკვეთის უდიდესი ნაწილი ბეტონის საფარითაა დაფარული. შესაბამისად მესტიას კროსოვერით თუ სედანითაც უპრობლემოდ მოინახულებ, მთავარია არ შეგაშინოს 7-8 საათიანმა მგზავრობამ.

  • მანძილი - 490 კილომეტრი
  • ტრანსპორტი - ყველა ტიპის
  • სირთულე - მარტივი

ახალციხე და ვარძია  - თბილისიდან 280 კილომეტრში, მდებარეობს ორი ისტორიული ადგილი. ახალციხეში რაბათის ციხე და რაბათიდან 40 წუთის სავალზე კი, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი ვარძია. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გასეირნება თუ გაქვს გადაწყვეტილი, ორ დღეში მოინახულებ, როგორც რაბათს, ასევე ვარძიას. ამ ტურისთვის კი გამართული სედანის ტიპის ავტომობილიც კი საკმარისია.

  • მანძილი -280 კილომეტრი
  • ტრანსპორტი - ყველა ტიპის
  • სირთულე - მარტივი


რაჭა - თბილისიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს რაჭა, რომელიც უნიკალური და განსაცვიფრებელი ბუნებით გამოირჩევა. აქ შეგიძლია მოინახულო ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე შაორის წყალსაცავი, შოვის ტყეები, XI საუკუნის დასაწყისში აგებული ნიკორწმინდის ტაძარი, ესტუმრო ონის ციხეს, სინაგოგას და სხვას. ზაფხულში რაჭის დასათვალიერებლად კროსოვერიც გამოდგება, როგორიცაა Toyota Rav4 თუ Subaru Forester.

  • მანძილი - 300 კილომეტრი
  • ტრანსპორტი - კროსოვერი 
  • სირთულე -მარტივი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი - თბილისიდან ერთი მიმართულებით, დაახლოებით 260 კილმეტრის გავლა მოგიწევს. ეს არის ერთი ან ორ დღიანი სათავგადასავლო ტური, სადაც დაგჭირდება კარგად გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილი, პირობითად Mitsubishi Pajero 4WD. ვაშლოვანის ეროვნული პარკი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში  მდებარეობს. აქ შეგიძლია ნახო: ტახტი-თეფას ვულკანები, ხორნაბუჯის ციხე, წმინდა ელიას ეკლესია, დალის მთის წყალსაცავი, უნიკალური ფლორა და ფაუნა.

  • მანძილი - 260 კილომეტრი
  • ტრანსპორტი - 4x4 
  • სირთულე - საშუალო

მსგავსი სტატიები

 Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
2020-10-26

სიტყვათა კომბინაცია, Brabus - Rocket უკვე მიგვითითებს, რომ ეს არის რაღაც არაორდინალური მოდელი, რომელიც მხოლოდ რჩეულებისთვისაა დამზადებული და საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს მისი შეძენა არ შეეძლება, რადგან ავტომობილის ფასი 435,000 ევრო ეღირ

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
2020-08-13

უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კ

Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
2020-05-11

ამერიკულ კომპანია Hennessey, დაარსების დღიდან ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას. 2017 წელს ტეხასურმა კომპანიამ მეტად ამბიციური მიზანი დაისახა.მათ სურდათ შეექმნათ მსოფლიოში სწრაფი ჰიპერმანქანა, რომელიც ბუგატისაც კი ჩამოიტოვებდა და 500 კილომ