2020-09-28

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.18

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

Toyota Prius V - თუ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟის, დავით გოცირიძის მსგავსად, დიდი ოჯახი გყავს და საოჯახო ავტომობილის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ 2012 წლის Toyota Prius V, საშენო ავტომობილია. ის აკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, ტევადობა და რაც მთავარია საწვავს ძალიან ცოტას მოიხმარს. 

https://www.myauto.ge/ka/pr/47685484/iyideba-universali-toyota-prius-v-2012-hibridi-geo 



Bentley Continental - თუ შენთვის კომფორტი და ელეგანტურობა, ნომერ პირველი მოთხოვნაა, მაშინ Bentley Continental საშინელო მანქანაა. როდესაც ფუფუნების საგნებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება Bentley არ ვახსენოთ, მერე რა რომ 14 წლისაა? ის ხომ მსოფლიოში ყველაზე პოპულალური, მდიდრული საავტომობილო ბრენდია, რომლის ისტორიაც საუკუნეს ითვლის. Bentley-ით, სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნები. Bentley Continental აღჭურვილია 552 ცხენის ძალიანი, 6.0 L W12 twin-turbo ძრავით. ის სრული ამძრავია (AWD), ინტერიერში გამოყენებულია მსოფლიოში საუკეთესო მასალები და რაც მთავარია ყველანაირი დეტალი საუვილერიო სიზუსტითაა დამუშავებული.

https://www.myauto.ge/ka/pr/47888905/iyideba-sedani-bentley-continental-2006-benzini-geo 



BMW E12 - შენს წინაშეა1979 წლის მე-5 სერიის BMW. ამ მოდელმა დაუდო დასაბამი დიდ ისტორიას. თუ კოლექციონერი ხარ, მაშინ ნამდვილი „ოლდტაიმერი“, ხელიდან გასაშვები არაა. მსოფლიოს მასშტაბითაც ასეთი ეგზემპლარი, თითზე ჩამოსათვლელია დარჩენილი. E12 525-ის ფასი გერმანიაში, 12,000 ევროდან იწყება, საქართველოში კი მისი შეძენა, მიზერულ ფასადაა შესძლებელი

https://www.myauto.ge/ka/pr/47788030/iyideba-sedani-bmw-525-1979-benzini-geo


Range Rover - თუ მოდური, სწრაფი და კომფორტული „უგზოობის მანქანა“ გსურს, მაშ რას უცდი ? Range Rover Autobiography ხომ უმაღლეს კომფორტთან და განსაკუთრებულ შესაძლებლობებთან ასოცირდება ? მისი დიზაინი გვანცვიფრებს და ქედს გვახრევინებს. ეს ავტომობილი ყველა საქმეში გამოგადგება. ის მოგცემს საშუალებას, მთაში თუ ბარში იმოგზაურო კომფორტულად, ხოლო ორშაბათ დღეს, პიერ კარდენის კოსწიუმში გამოწყობილი, ბიზნეს პარტნიორებს შეხვდე. Range Rover, აღჭურვილია 510 ცხენის ძალიანი 5.0 L Jaguar AJ-V8 Supercharged ძრავით.  

https://www.myauto.ge/ka/pr/47579279/iyideba-jipi-land-rover-range-rover-2010-benzini-geo


BMW Z3 - თუ ერთხელ მაინც პირს ბროსნანის ადგილას ყოფნა გიოცნებია, მაშინ ეს მანქანა საშენოა. BMW-ს როდსტერის დებიუტი კინოეკრანზე, 1995 წელს James Bond-ის რიგით 17-ე ფილმში, „GoldenEye”-ში შედგა. კარგ მდგომარეობაში Z3-ის შოვნა საკმაოდ რთული საქმეა, მითუმეტეს საქართველოში. ეს ავტომობილი არ მოითხოვს ზედმეტ ფოფინს, მთავარია ცვეთადი ნაწილები დროულად შეუცვალე. მიუხედავად ასაკისა, Z3 დღემდე გამორჩეულად გამოიყურება. 

https://www.myauto.ge/ka/pr/47896315/iyideba-kabrioleti-bmw-z3-1999-benzini-geo


 

 

მსგავსი სტატიები

2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2020-10-21

10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მოდელი, აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში HUMMER, ვეღარ იქნებოდა დიზელის V8 ძრავით აღჭურვილი, შესაბამისად 2021 წლის HUMMER სრულად ელექტრო ყველგან მავალია. ელექტრო

2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020 Geneva Motor Show გაუქმდა
2020-03-02

ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებას „Geneva Motor Show“-ს 115 წელი შეუსრულდა, ის 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით 2020-ის „Geneva Motor Show“ გაუქმდა. ორგანიზატორების თქმით ბილეთების

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო