2020-09-24

2021 წლის BMW M3 - „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ?

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ჩვენს წინაშეა, მეექვსე თაობის BMW M3. დიზაინრებმა ძალღონე არ დაიშურეს, რათა საკულტო მოდელს, აგრესიული და განსხვავებული ექსტერიერი ჰქონოდა, მაგრამ „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ? ეს კითხვა მას შემდეგ გებადება, როდესა M3-ის გრანდიოზულ ცხაურას ცქერას დაუწყებ.


ექსტერიერი - ბავარიელი 1780 კილოგრამს იწონის. გაუმჯობესებულია აეროდინამიკური მონაცემები, აშკარად დავინახავთ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა წინა და უკანა ბამპერი. უკან გრანდიოზული დიფუზორით აღჭურვეს. შეიცვალა მაშუქების ფორმები, განახლდა შუქდიოდიანია ოპტიკა, კაპოტის დიზაინი, ხოლო ცხაურა კი გრანდიოზული დაუყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ ახალი მოდელის ყველაზე უჩვეულო დეტალი, რის გამოც შეიძლება დაიწუნო.  

განახლებული M3-ის დეტალები ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებულია. ყველა სტანდარტული მოდელი აღჭურვილია: წინ 18-იანი, ხოლო უკან 19-იანი მსუბუქი დისკებით. რაც შეეხება Competition ვერსიას, მას 19-იანი და 20-იანი დისკები ექნება.


M3-ს 6 დგუშიანი სუპორტები აქვს. წინ დაუყენეს 380 მმ-იანი სამუხრუჭე დისკოები, ხოლო უკან 370 მმ-იანი. თუ ზედმეტ თანხას გადაიხდი, შეგიძლია M3 აღჭურვო, კარბონ კერამიკული მუხრუჭებით. წინ 400 მმ-იანი სამუხრუჭე დისკოები ექნება, უკან კი 380 მმ.

ინტერიერი - M3-ის ინტერიერი, მოდერნის სტილშია შესრულებული. დიზაინრებმა გამოიყენეს ისეთი მასალები, როგორიცაა: ალუმინი, ნახშირბადის ბოჭკო (carbon fiber) და უმაღლესი ხარისხის „Merino“ ტყავი.


აქ დაგხვდება, სპორტული მულტიფუნქციური საჭე, 12,3 დუიმიანი ციფრული ტაქომეტრი. კოკპიტზე მოთავსებული მეორე 10,25 დუიმიანი touchscreen ეკრანი. განახლებულია მულტიმედია, აღჭურვილია Harman Kardon-ის აუდიო სისტემით, ასევე Apple CarPlay-ით და Android auto.


ტექნიკური მონაცემები - M3 Competition-ის შეძენა თუ გადაწყვიტე, შენ შეგეძლება აირჩიო, როგორც უკანა წამყვანი, ასევე M xDrive სრული ამძრავი სისტემით. კაპოტ ქვეშ, დამალულია ექვსცილინდრიანი ერთრიგა 3.0 Twin-Turbo ძრავა. აგრეგატი 503 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 0-დან 100-მდე გასავითარებლად, სულ რაღაც 4.1 წამი სჭირდება. ძრავა დაწყვილებულია, M Steptronic 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფთან. 



რაც შეეხება M3-ის საბაზისო მოდელს, მას 473 ცხენის ძალა და 550 ნიუტონ მეტრი ექნება. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, აღჭურვილი იქნება, მექანიკური გადაცემათა კოლოფით და უკანა წამყვანი თვლებით. 



თუ თანხას დავამატებთ, ბავარიელები გვთავაზობენ, ისეთ ოფციას, როგორიცაა: M Drive Professional package-ს. მასში შედის, Drift Analyzer, მისი მეშვეობით შევძლებთ სრული ინფორმაციო მივიღოთ დრიფტის პროცესის შესახებ, ხოლო წამზომი მოგცემს საშუალებას, მიიღო ინფორმაცია თუ რა დროში გაიარე ესა თუ ის მონაკვეთი. ყველანაირი ინფორმაციის გაზიარება, iPhone-ის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

ფასი: საბაზისო მოდელის ფასი $70,895-დან დაიწყება, ხოლო M3 Competition $73,795 

თეგები

მსგავსი სტატიები

 Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა
2020-10-26

სიტყვათა კომბინაცია, Brabus - Rocket უკვე მიგვითითებს, რომ ეს არის რაღაც არაორდინალური მოდელი, რომელიც მხოლოდ რჩეულებისთვისაა დამზადებული და საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს მისი შეძენა არ შეეძლება, რადგან ავტომობილის ფასი 435,000 ევრო ეღირ

Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
2020-06-02

დღეს მინდა გაგაცნო ფრანგული ბრენდი Alpine, რომელიც ცნობილია სპორტული ავტომობილების წარმოებით. სამწუხაროდ ასეთი კომპანიები ნაკლებად პოპულალურია საქართველოში. მიზეზი ბევრია, თუმცა მე უფრო პოსტსაბჭოურ საქართველოში გამეფებულ სტერეოტიპებს დავაბრ

MINI - გაცოცხლებული ისტორია
MINI - გაცოცხლებული ისტორია
2020-03-11

დიდი ბრიტანეთი უკიდურესად კონსერვატიულ ქვეყანად ითვლება, მათ ცხოვრებაში ტრადიციებს, ისტორიას უზარმაზარი როლი უკავია. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ეს მოდური „Mini Remastered“ და მაინც საიდან წამოვიდა იდეა და რა იყო მთავარი ინსპირაცია ?