მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში
Audi Allroad –თუ გსურს, ეკენომიური ამავდროულად ელეგანტური საოჯახო ავტომობილის შეძენა, მაშინ Audi ამ მოთხოვნებს სრულად დაგიკმაყოფილებს. გერმანელი ინჟინრები ყოველთვის აფართოებდნენ ტექნოლოგიების საზღვრებს და დროს უსწრებდნენ. ამ მოდელის ხიბლი აუდის Quattro-ს სრულ ამძრავ სისტემაშია. ქალაქში 100 კილომეტრზე, დაახლოებით 9-10 ლიტრს მოიხმარს. Audi Allroad გაძლევს საშუალებას,როგორც მთაში, ასევე ბარში კომფორტულად იმოგზაურო.
https://www.myauto.ge/ka/pr/46211310/iyideba-universali-audi-allroad-2015-dizeli-geo
Nissan Leaf – თუ გსურს ლამაზი და თანამედროვე ავტომობილის შეძენა, ამავდროულად შენი ძირითადი მოთხოვნა საწვავის ეკონომიურობაა, მაშინ ელექტრო Nissan Leaf საუკეთესო არჩევანია. ერთი დამუხტვით 240 კილომეტრის გავლას უფასოდ შეძლებ. შეიძლება ცოტა მოგეჩვენოს, მაგრამ იაპონელებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ევროპელი დღეში 48 კილომეტრს გადის, შესაბამისად 240 კილომეტრი ქალაქისთვის სრულიად საკმარისია.
https://www.myauto.ge/ka/pr/46445954/iyideba-hechbeqi-nissan-leaf-2018-eleqtro-geo
Maserati Levante - იტალიური ტემპერამენტი და შარმი. Levante, მაზერატის ისტორიაში პირველი კროსოვერია. სერიული მოდელის დებიუტი, 2016 წლის 1 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე შედგა. ეს არის ლამაზი, მძლავრი და დინამიური კროსოვერი. დიდი მაესტრო ლუჩიანო პავაროტი, კომპანია მაზერატის ამბასადორი გალხდათ. დარწმუნებული ვარ მაესტრო, რომ მოსწრებოდა Levante-ს აუცილებლად მოიხიბლებოდა. Levante აღჭურვილია, 350 ცხენის ძალიანი, 3.0 V6 ძრავით და დაწყვილებულია 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. საბარგულის მოცულობა, 580 ლიტრის შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მოცულობის ბარგს გადაიტან.
https://www.myauto.ge/ka/pr/46372491/iyideba-jipi-maserati-levante-2016-benzini-geo
BMW E23 730 – ეს ბავარიელი, ნამდვილი ოლდთაიმერია. მისი წარმოება 1977 წელს დაიწყო და 9 წლის განმალობაში, 285,029 ეგზემპლარია წარმოებული. 70-იან წლებში ეს იყო ნამდვილი ინჟინრული შედევრი. ავტომობილი აღჭურვილი იყო Check control სისტემით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი მძღოლს აწვდიდა ინფორმაციას სხვადასხვა გაუმართაობაზე, ასევე მას ჰქონდა ABS, უსაფრთხოების ბალიშები და სხვა. მე-7 სერიის BMW-ს ძირითადი ამოცანა გახლდათ, გაეწია ღირსეული კონკურენცია Mercedes-Benz S კლასისთვის. თუ ავტო კოლექციონრი ხარ, მაშინ BMW E23 730 „აკულა“ ხელიდან გასაშვები ვარიანტი არაა. განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ავტომობილს სრული რესტავრაცია აქვს ჩატარებული. გერმანიაში, პირველი თაობის მე-7 სერიის ფასი, 15,000 ევროდან იწყება.
https://www.myauto.ge/ka/pr/47666342/iyideba-sedani-bmw-730-1978-benzini-geo
Mercedes-Benz AMG GT S – თანამედროვეობის და დიდი ტრადიციების ოქროს შუალედი, ასეთია AMG GT S, რომელიც ლეგენდარული ავტომობილის Mercedes-Benz 300 SLR-ის შვილთაშვილია. აღნიშნული მოდელის შეძენა 2015 წლიდანაა შესაძლებელი. Mercedes GT S აღჭურვილია 510 ცხენის ძალიანი, ბიტურბო V8 ძრავით, ხოლო აჩქარება: 0-დან 100-მდე 3,8 წამში შეუძლია, რაც გასაოცარი შედეგია. შეგიძლია მართვის სასურველი რეჟიმი აირჩიო, როგორიცაა: individual, comfort, race, sport და sport+ ეს კი გვაძლევს საშუალებას მანქანა ჩვენზე მოვირგოთ. თუ გამორჩეული სპორტული ავტომობილი გსურს მაშინ, GT S საშენო მანქანაა. სადაცაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნები.
https://www.myauto.ge/ka/pr/47656543/iyideba-kupe-mercedes-benz-amg-gt-s-2015-benzini-geo



