Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები
2020-09-02

2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მესამე თაობის Chevrolet Tahoe, 2006-2013 წლებში იწარმოებოდა. მათი ფასი $8,000-დან იწყება. ერთი შეხედვით Tahoe: ეს არის დიდი, კომფორტული ყველგან მავალი. ზოგადად Tahoe-ს ამერიკაში საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ექსპლუატაციის გავლა, თუმცა გოლიათის უკან მცირედი ხარვეზები მაინც იმალება, ამის შესახებ კი დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ.

 

ძარა - მიუხედავად იმისა, რომ Chevrolet-ის ძარა ხარისხიანადაა დამუშავებული და შეღებილი, დროთა განმალობაში ვერ უმკლავდება, კოროზიისგან გამოწვეულ მცოცავ ოკუპაციას. კოროზია უჩნდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა: კარებები, ფრთები, საბარგულის კარები. Chevrolet-ს ჩარჩოიანი კონსტრუქცია (рамная конструкция ) აქვ. ის სქელი მეტალისგანაა დამზადებული, თუმცა რეკომენდირებულია ანტიკოროზიული საშუალებებით დაამუშაოთ, განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც საიდენთიფიკაციო ნომერია მითითებული.

კარდანული ლილვი - Tahoe-ს ტრანსმისიაში სუსტი წერტილი კარდანული ლილვია (Карданный вал), რომელიც უკავშირდება სარიგებელ კოლოფს (раздаточная коробка). 70,000 კილომეტრის გავლის შემდეგ, შევროლეტს ჯვარედი (крестовина) უფუჭდება.

დაკიდების სისტემა - Chevrolet Tahoe-ს ზოგ მოდელს უკან პნევმატური დაკიდების სისტემა აქვს, ეს კი იმაზე უარესი თავის ტკივილია ვიდრე მერსედეს W220-ის „ბალიშები“. მათი საშუალო რესურსი 80,000 კილომეტრია, ხოლო ერთი ცალი პნევმატური ბალიშის ფასი, $185-დან იწყება.  

საწვავის ტუმბო - ამერიკული V8 ტიპის ძრავები, საკმაოდ გამძლეა. მათი რესურსი 300,000 კილომეტრზე მეტია, მაგრამ რაღაც პერიოდში, თქვენს ავტომობილს შეიძლება სიმძლავრე დააკლდეს. ამ ყველაფერს უფრო მკვეთრი დაძვრისას შენიშნავთ, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ საწვავის ტუმბო (топливный насос) გაქვთ შესაცვლელი.

დარტყმის გადამწოდი - თუ მართვის პანელზე, მოულოდნელად აირბალიშის ნათურა აინთო, სავარაუდოთ თქვენი ავტომობილის დარტყმის გადამწოდი (AIR BAG IMPACT SENSOR), მწყობრიდან გამოვიდა. თუ ქარხნულ (GM OEM) ნაწილს შეიძენ, მაშინ მისი ფასი $160-დან იწყება, არაორიგინალი ჩინური კი ორჯერ იაფია, არჩევანი შენზეა.

კონდიციონერი - თუ ერთ მშვენიერ დღეს კონდიციონერმა უარი თქვა ინტერიერის გაგრილებაზე, ესეიგი კონდიციონერის მილები და რადიატორი გამოვიდა მწყობრიდან. ძირითადი მიზეზი კი ისევ და ისევ კოროზიაა. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, პერიოდულად ავტომობილის ძირი უნდა გაარეცხინოთ, ასევე რადიატორი, ხოლო კონდიციონერის მილები დაამუშავეთ ანტიკოროზიული საშუალებებით.

მსგავსი სტატიები

2006–2013 Nissan Qashqai-ის სუსტი წერტილები
2006–2013 Nissan Qashqai-ის სუსტი წერტილები
2020-10-28

დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ, პირველი თაობის Nissan Qashqai J10-ის შესახებ. საქართველოში, მისი ფასი $5,000-დან იწყება და ადის $9,000-მდე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით, Qashqai ეს არის

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
2020-08-13

თბილისის ქუჩებში აქა-იქ შენიშნავთ, Walter de Silva-ს დიზაინრულ შედევრს, Alfa Romeo 156-ს. ალფა საკმაოდ ახალგაზრდულად და მომხიბლელად გამოიყურება, მაგრამ საქართველოში ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სტერეოტიპე

რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
2020-02-28

საქართველოში ეკონომიურ მანქანებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ არჩევისას პრობლემას ვაწყდებით, რადგან შეღავათიან ფასში რთულია აარჩიო ისეთი მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სტილი, ტექნოლოგიები და საწვავის ეკონომიურობა, თუმცა ბაზარზ