2020-03-05

BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს განვიხილავთ მესამე სერიის BMW Е90-ს, მისი ფასი 4,500 $-დან 12,000 $-მდე მერყეობს, ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში მესამე სერიის BMW საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი ასოცირდება სპორტულობასთან, ინტერიერი მორგებულია მძღოლზე, მაგრამ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ღიირს კი მისი ყიდვა ?

ძრავის გაუმართაობა - ოთხცილინდრიანი, ერთრიგა „N45B20“ ბავარიელი 2006-2007 წლებში გამოდიოდა და არ გამოირჩევა საიმედოობით. მაგალითად ძრავის ბლოკში ალუმინის მასრა (aluminum sleeves) არის ამ ძრავების ძირითადი დაავადება, შესაბამისად თუ არ გინდა რომ ხელოსანთან მოგიწიოს ვიზიტი არ შეიძინო ამ წლებში გამოშვებული 320si.

ზეთის ხარჯი - ატმოსფერულ ექვსცილინდრიან ძრავებს 100,000 კმ-ს შემდეგ შეიძლება მადა გაეხსნას და ზეთის დამატებას მოგთხოვოს, ეს განსახკუთრებით 325-ს ეხება. პრობლემა კი 325-ის კლაპნის სალნიკებშია, ასევე არ გამოირჩევა საიმედოობით დგუშის რგოლები (piston ring).

N55 სერიის  თავის ტკივილი- რესტაილინგს ერთრიგა, ექვსცილინდრიანი ძრავებს „N55B30“ აქვს სხვადასხვა პრობლემები. თუ ძრავას აღენიშნება ვიბრირება და ხმაურიანად მუშაობს ესეიგი საწვავის ფრქვევანა გამოვიდა მწყობრიდან (Spray nozzle), ზოგადად ფრქვევანას საშუალო რესურსი 80-100,000 კილომეტრია. 2010 წლამდე გამოშვებულ N55-ის სუსტი წერტილია საწვავის მაღალი წნევის ტუმბო (Injection pump). ამ ძრავებში აუცილებლად უნდა ჩაასხა ძალიან კარგი ზეთი და საწვავი.

დიზელის ძრავები - თუ დიზელის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ უნდა იცოდე რომ 320d-ს, N47D20 ძრავს, ნამუშევარი აირის რეცირკულაციის სარქველის პრობლემა აღენიშნება (EGR exhaust gas recirculation valve), სარქველი ან უნდა გაიწმინდოს ან ახალი შეიძინო. ამავე ძრავს ე.წ. EGR-ის გაუმართაობის გამო შეიძლება დიზელის ჭვარტლის ფილტრიც (diesel particulate filter) გამოვიდეს მწყობიდან. 2005-2007 წლებში გამოშვებულ 320d-ს უფუჭდება ტურბინა, მიზეზი კი ქარხნული წუნია და ბოლოს 100-130,000 კმ-ს შემდეგ, შეიძლება მქნევარა ე.წ. მახავიკი (Flywheel) გამოვიდეს მწყობრიდან.

ცეპის დამჭიმები - სპეციალისტს შეამოწმებინე ცეპის მდგომარეობა, N47D20 დიზელის სუსტი წერტილი ცეპის დამჭიმებია, რომლის შეცვლაც რთული საქმეა, რადგან ცეპის გამო უნდა მოიხსნას გადაცემათა კოლოფი, მაგრამ შესაცვლელი ცეპის დამჭიმებით არ გირჩევ სიარულს, არის ალბათობა ცეპი გადახტეს და კლაპნები დაღუნო. ეს კი ძრავის კაპიტალურ რემონტს გამოიწვევს.

სავალი ნაწილები - საბედნიეროდ Е90-ს ბევრად გამძლე სავალი აქვს ვიდრე მის წინამორბედს Е46-ს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ორმოებს არ მოარიდო მანქანა, რადგან მისი წინა ე.წ. სუხოის სტერჟინები (Anti-roll bar) და ე.წ. ალუმინის გიტარები (control arm) მთლად ასეთი გამძლეც არაა რომ უდიერად მოპყრობას გაუძლოს.

მსგავსი სტატიები

ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
2020-02-18

საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უყვართ კროსოვერები, ისინი გამოირჩევიან მოდური დიზაინით და თანამედროვე ტევადი ინტერიერით. მსუბუქ უგზოობაზე თავს არ ირცხვენენ, საოჯახო საქმეებშიც გვეხმარებიან. მაგალითად ასეთია Volkswagen Tiguan მისი დებიუტი,

2005-2007 წლის W164 ML 350-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2005-2007 წლის W164 ML 350-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-03-16

კონცერნ DaimlerChrysler-მა კომფორტული, მდიდრული კროსოვერი 2005 წლის იანვარს დეტროიტის (NAIAS) ავტო შოუზე წარადგინა, ახალმა მოდელმა მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი წარმოება 2005-დან დაიწყო, რესტალინგი 2007 წლის 23 ნოემბრიდან გა

რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?
რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?
2020-02-26

საქართველოში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მთავრობაც მეტნაკლებად ხელს გვიწყობს, ელექტრო ტრანსპორტის განბაჟება უფასოა. დღეს საქართველოში შედარებით დაბალი ფასის გამო პოპულარობით სარგებლობს ელექტრო ჰეჩბეკი Nissan Leaf, თუ