2019-12-19

მესამე თაობის C-Class W204 -ის გავრცელებული პრობლემები

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 12 წლის წინ, 2007 წელს შტუტგარტელებმა წარმოგვიდგინეს ახალი C-კლასი W204, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსედესმა თავისი ძველი, ტრადიციული ღირებულებები გაიხსენა და ჩვენ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ჩვენზე მორგებული მანქანა შემოგვთავაზა. ახალ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერიც მიიღო. ამ მოდელის შესახებ მრავალი აზრი დაფიქსირებულა, უფრო საიმედო და გამძლე , მაგრამ  „Quot homines, tot sententiae“ რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. 2007 წელს ავსტრალიაში „Wheels Magazine"-მა ახალი C კლასი W204 დაასახელა წლის მანქანად, ხოლო 2008 წელს გერმანულმა ავტოკლუბმა ADAC-მა მიანიჭა წოდება „Yello Angel 2008“

 მეორადი Mercedes-Benz C Class W204-ის შეძენისას უნდა ვიცოდეთ, რომ მასაც ახასიათებს მცირედი თავის ტკივილები და ამის შესახებ აუცლებლად უნდა იცოდე. 

  1. თუ გადაწყვეტ, რომ შეიძინო W204 1.6 – 1.8 L M271 ძრავით, მაშინ გაითვალისწინე, რომ მისი ცეპის დამჭიმები ყოველ 70,000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს, ხოლო V6 ძრავის შემთხვევაში, ყოველ 150,000 კილომეტრზე. 
  2. 100,000 კილომეტრის შემდეგ შეიძლება ჰიდრავლიკის ნასოსის პრობლემამ იჩინოს თავი. დააკვირდი მოხვევისას საჭე ხომ არ ხმაურობს ?
  3. 5-G Tronic-ის გადაცემათა კოლოფები გამოირჩეოდა გადახურებებით, არ უყვარს ამ კოლოფებს აგრესიული მართვის სტილი
  4. სტოპ-მაშუქებს ზოგჯერ აქვს პრობლემები და თუ ამ პრობლემამ შეგაწუხათ ესეიგი, „პლატაა“ გაუმართავი
  5. რაღაც პერიოდში აუცილებლად მოგიწევთ: ძრავის სალნიკების, პრაკლატკების შეცვლა. ყიდვამდე აუცილებლად, შეამოწმეთ ძრავთან და გადაცემათა კოლოფთან ხომ არ შეინიშნება ზეთი ? 
საუბრის ბოლოს კი ვიტყვი, მერე რა რომ მერსედესია ? თუ არ მოვუარეთ ისიც გაფუჭდება, ყველაფერი კი დამოკიდებულია შენს ფინანსებზე, როგორც მოუვლი ისე მოგემსახურება შენი მანქანა.

მსგავსი სტატიები

2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები
2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები
2020-09-02

მესამე თაობის Chevrolet Tahoe, 2006-2013 წლებში იწარმოებოდა. მათი ფასი $8,000-დან იწყება. ერთი შეხედვით Tahoe: ეს არის დიდი, კომფორტული ყველგან მავალი. ზოგადად Tahoe-ს ამერიკაში საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ექსპლუატაციის გავლა, თუმცა გოლიათ

Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
2020-08-17

1998 წელს ახალმა S-Class-მა ინდექსით W220, საკულტო მოდელი W140 დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. შტუტგარტელებმა სწორედ (W220)-ის მეშვეობით ახალ ათასწლეულში შეაბიჯეს. მერსედესის ხსენებაზე პირველი გვახსენდება: ხარისხი, კომფორტი და მაღალი ფასი, მა

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Fiat 500 (2012-2015) ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა Fiat 500 (2012-2015) ?
2020-04-14

ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მომრავლდა Fiat 500-ის მოდელის ავტომობილები, ის გლამურის და თანამედროვეობის კომბინაციაა და ახალგაზრდებში დიდი პოპულალურობით სარგებლობს. შეიძლება ბევრს დღემდე სურს Fiat 500-ის შეძენა, მაგრამ ვერ რისკავს, რადგან