2020-09-01

Toyota Land Cruiser Prado - მცირედით განაახლეს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 იაპონური ყველგან მავალი, Toyota Land Cruiser Prado, საქართველოში დიდი პოპულარულობით სარგებლოს. ის ხომ ჩინოვნიკების საყვარელი ავტომობილია? თბილისის ქუჩები პრადოს გარეშე, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თევზი წყლის გარეშე.

J150 სერიის პრადო, დაახლოებით 11 წელია იწარმოება, ბოლო განახლება სამი წლის წინ განიცადა, თუმცა Toyota შემცვლელზე მაინც არ ფიქრობს, მეტიც შემოიფარგლება მცირედი განახლებებით. ჩვენებურად რომ ვთქვათ რესტაილინგი (Facelift) შემოგვთავაზეს, ამ ყველაფერზე კი დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ.


Prado-ს, ოთხცილინდრიანი 2.8 1GD-FTV ტურბო დიზელის გაგრილების სისტემა გაუმჯობესდა, ძრავა აღიჭურვა ლილვის ბალანსირით, შეიცვალა ძრავას მართვის ბლოკი. რაც შეეხება სიმძლავრეს, ინჟინრებმა შედარებით მოზრდილი ტურბო დაუყენეს, რათა მეტი სიმძლავრე მიეღოთ. ახალი პრადო 204 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა დაწყვილებულია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ECT, ექვს საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. პრადოს მაქსიმალური სიჩქარე 175 კმ/სთ-ს შეადგენს. ყველგან მავალისთვის კი სრულიად საკმარისია. პრადო 100 კილომეტრზე საშუალოდ 9 ლიტრს მოიხმარს.


ინტერიერშიც მცირედი ცვლილებები დაგვხვდება. გააუმჯობესეს მულტიმედია, კოკპიტში ჩაშენებულია 8 დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც აღჭურვილია ისეთი სასარგებლო სისტემებით, როგორიცაა: Apple CarPlay და Android Auto. ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, მძღოლის დამხმარე პაკეტი (Pilot Assist), 360° გრადუსიან კამერები, რომელიც პარკირების დამხმარე ფუნქციასაც აერთიანებს. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense 2.0, ხოლო Prado-ს ავტომატურად დამუხრუჭების სისტემას, სიბნელეში შეუძლია ქვეითის ამოცნობა, ეს კი უსაფრთხოების საკითხში კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. 

მსგავსი სტატიები

5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
5 გამორჩეული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
2020-06-18

როცა ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აღწევს, მას შემდგომ უჩნდება განსაკუთრებული ლტოლვა ხელოვნების ნიმუშების მიმართ, ამიტომ დღეს შემოგთავაზებ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ზოგადად აუქციონი ეს არის საჯარო გაყიდვის პროცესი,

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ

Top 5 გამძლე ავტომობილი
Top 5 გამძლე ავტომობილი
2020-11-11

ტექნოლოგიურ ეპოქაში, რთულია ისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც „გამძლეობაა“ მითუმეტეს, როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება. დღევანდელი ბლოგ-პოსტის მეშვეობით, მე გაგაცნობ Top 5 „გამძლე“ ავტომობილს, მაშ ასე დავიწყოთ: