2020-08-21

კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 ფლორიდაში 25-26 აგვისტოს, Mecum-ის აუქციონი გამართავს მორიგ ღონისძიებას სახელად, „Kissimmee 2020 Summer Special“. ზოგადად ამ ტიპის აქუციონებზე, დაახლოებით 1,000-ზე მეტი ეგზემპლარია გასაყიდად გამოტანილი. ძირითადად უფრო 60-70-იანი წლების „მასელ-ქარები“, თუმცა უამრავ ავტომობილებს შორის, ყველაზე დიდი ყურადღება LOT S84-მა მიიქცია.


შენს წინაშეა, წითელი 1989 წლის Jeep Grand Wagoneer, მეტსახელად „Hellwagon“. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ არაფრით გამორჩეული ყველგან მავალია, მაგრამ თავის მოტყუებას ჯობია შევეშვათ. რატომ ? იმიტომ, რომ Grand Wagoneer, 707 ცხენის ძალიანი 6.2L HEMI® V8 ძრავითაა აღჭურვილი.


გენიალური პროექტის სულის ჩამდგმელი, კომპანია Collins Bros Jeep-ის დამაარსებელი, Dennis Collins გახლავთ. მისთვის ასეთი პროექტი არც პირველი და არც უკანასკნელია, რადგან კომპანია Collins Bros Jeep-ის კედლებს მიღმა წელიწადში 20-დან 25-მდე Jeep Grand Wagoneer-ს მაინც უტარებენ რესტავრაციას ან ფორსირებას.


1989 წლის Jeep Grand Wagoneer-ის 6.2L HEMI® V8 დაწყვილებულია, ისევ ძველ სამ საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან Chrysler TorqueFlite A727, თუმცა მისი მუხრუჭების სისტემა განახლებულია. ძველმოდური მუხრუჭის ვაკუუმური გამაძლიერებელი, ჩანაცვლდა ჰიდრავლიკურით, ასევე შეიცვალა მოძველებური კონდიციონერის სისტემაც.



აღნიშნულ პროექტში მთავარი მაინც ის არის, რომ შენარჩუნებულია 80-იანი წლების Jeep Grand Wagoneer-ის ავთენტური დიზაინი, როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის. „ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია“? Collins Bros Jeep-ს, „Hellwagon“-ის დამზადებაში 460 საათი დაჭირდა და პრეოქტის ღირებულებამ $ 93,000 შეადგინა.


მსგავსი სტატიები

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
2020-07-27

შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G

2022 წლიდან ელექტრო Ford E-Transit-ის შეძენა შეგვეძლება
2022 წლიდან ელექტრო Ford E-Transit-ის შეძენა შეგვეძლება
2020-11-13

კომპანია Ford-ის ცნობით, ელექტროფიკაციაში $11.5 მილიარდი დოლარის, ინვესტიციის ჩადებს აპირებს. 2022 წლიდან, ბაზარზე გამოჩნდება, სრულად ელექტრო Ford E-Transit. ეს კი მოგვცემს საშუალებას, მოძველებული ავტოპარკი, ჩავანაცვლოთ ეკომეგობრული ავტომობ

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ