2020-07-27

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G). მერსედესის M178 LS2-ის ძრავს პრტყელი მუხლა ლილვი აქვს ამის ხარჯზე, შეიცვალა ცილინდრების მუშაობის პრინციპი. 2021 წლის AMG GT Black Series-ის 730 ცხენის ძალის და 830 ნიუტონ მეტრის გამომუშავება შეუძლია, ხოლო 0-დან 100 კმ-სთ გასავითარებლად 3.2 წამი ჭირდება, 200-ს კი ცხრა წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ შეადგენს.



ინჟინრებმა ძალღონე არ დაიშურეს, აეროდინამიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად. მერსედესის წინა დიფუზორი, ისევე როგორც ზედა და ქვედა უკანა ფრთები რეგულირდება. რაც შეეხება დაკიდების სისტემას, ის აღჭურვილია ადაპტირებული სისტემით  (AMG® RIDE CONTROL®).


შტუტგარტელებმა წონის კლების საკმაოდ ეფექტურ საშუალებას მიმართეს, მერსედესის მუხრუჭები კარბონ კერამიკულია, კაპოტი და სახურავი ნახშირბადის ბოჭკოსი, ხოლო ცენტრალური მილი, სადაც კარდანული ლილვი უკავშირდება გადაცემათა კოლოფს და ძრავს მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსგან დაამზადეს. საერთო ჯამში მერსედესი 1640 კილოგრამს იწონის.



ინტერიერი აღჭურვილია სპორტული სავარძლებით (AMG® performance seats). კოკპიტზე მოთავსებულია ინსტრუმენტების დაფა 12.3 დუიმიანია, ხოლო მეორე კი 10.25 დუიმიანი სენსორული ეკრანი განახლებული მულტიმედიით.

სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიქმნა საბურავები Michelin Pilot Sport Cup 2 R MO. წინ დაუყენეს 285/35/ZR 19, ხოლო უკან 335/30/ZR 20





 

 

მსგავსი სტატიები

2019 The Los Angeles Auto Show
2019 The Los Angeles Auto Show
2019-12-03

ლოს-ანჯელესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის, ფაქტობრივად, ყველა ერის წარმომადგენელი. მას ანგელოზთა ქალაქსაც უწოდებენ, სადაც შეიძლება ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს. ლოს-ანჯელეისის ავტო შოუ პი

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.8
2020-06-22

ტრადიციულად ორშაბათ დღეს, ჩვენ გთავაზობთ ხუთ იშვიათ ავტომობილს, რომლის ნახვა და შეძენა, შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. მოდი დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ ამ ავტომობილებზე საუბარი.

ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
2020-03-31

2022 წლიდან ქუჩებში ვიხილავთ X5-ის ბაზაზე წარმოებულ, 374 ცხენის ძალიან, წყალბადზე მომუშავე BMW i Hydrogen-ს