2020-08-18

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა
 ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ასევე, თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.



 შეღავათი შეეხება 24 ათასზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული. განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.

მსგავსი სტატიები

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
2020-08-21

68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“

კომპანია BBS  - გაკოტრდა
კომპანია BBS - გაკოტრდა
2020-07-20

ყველასათვის მოულოდნელად, დისკების ცნობილმა მწარმოებელმა, გერმანულმა კომპანიამ BBS-მა სასამართლოს მიმართა. კომპანიის ცნობით ისინი გაკოტრდნენ. გამომწვევი მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზის

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.2
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.2
2020-05-06

21-ე საუკუნის ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, შენ შეგიძლია იყიდო, როგორც რეტრო მობილი ასევე თანამედროვე ეკო ავტომობილი. ზოგადად ჩვენი ტრანსპორტი პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ბუნებაზე. დღეს მინდა შემოგთავაზო ხუთი უნიკალური ავტომობილი, რომლ