2020-08-18

2021 Ram TRX-ის დებიუტი შედგა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 10 წლის წინ, ჩვენ ვიხილეთ Ford F-150 Raptor-ის დებიუტი. ფორდს, როგორც ასეთი პირდაპირი კონკურენტი დღემდე არ ყავდა, თუმცა მისი ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა, რადგან დიდიხნიანი ლოდინის შემდეგ კულისებიდან გამოვიდა, ღირსეული კონკურენტი 2021 წლის Ram 1500 TRX. 

პირველად 583 ცხენის ძალიანი, Hemi V8 6.2 Ram Rebel TRX-ის კონცეპტუალური მოდელი, 2016 წელს გამოჩნდა, მაგრამ სერიულ წარმოებამდე საქმე არ მივიდა. ინჟინრებს და დიზაინრებს 4 წელი დაჭირდათ პროექტის დასასრულებლად, მაგრამ ლოდინი ამად ღირდა. 


2021 წლის Ram 1500 TRX აღჭურვილია, 702 ცხენის ძალიანი SUPERCHARGED 6.2L HEMI® V8 ძრავით, ეს კი სრულიად საკმარისია 0-დან 100-მდე სულ რაღაც 4.5 წამში განავითაროს. ძრავა დაწყვილებულია ZF-ის 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.


Ram 1500 TRX ჩარჩოიანი კონსტრუქცია (рамная конструкция ) აქვს და მუდმივად სრული ამძრავი თვლებითაა (4x4). სარიგებელი კოლოფი (Раздаточная коробка) BorgWarner-ის ბრენდით და უკანა ხიდი „Dana 60“-ის ელექტრონულად კონტროლირებადი ბლოკირებით აღჭურვეს.


იმისათვის, რომ Ram 1500 TRX -მა შეძლოს გადაულახავ დაბრკოლებებს გაუმკლავდეს, ინჟინრებმა წინ და უკან ადაპტური BILSTEIN® BLACK HAWK® E2 SHOCKS ამორტიზატორები დაუყენეს.


რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ინტერიერი უმაღლესი ხარისხის მასალითაა გაწყობილი. კოკპიტში ვერტიკალურადაა ჩაშენებული 12" დუიმიანი თაჩსქრინ- LCD დისფლეი. მძღოლის დამხმარე პაკეტი (Pilot Assist), 360° გრადუსიანი კამერები, Reverse Steering Control system, Bluetooth. Apple CarPlay და Android-ის მხარდაჭერა, Harman Kardon-ის პრემიუმ კლასის აუდიო სისტემა 19 დინამიკით. კლიმატ კონტროლი და სხვა უამრავი ოფცია აქვს რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვამს.

შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, ამერიკაში, 2021 წლის Ram 1500 TRX-ის ფასი $69,995-დან იწყება, ხოლო ლიმიტირებული The Launch Edition-ის კი $90,315.




 

მსგავსი სტატიები

2021 წლის BMW M3 - „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ?
2021 წლის BMW M3 - „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ?
2020-09-24

ჩვენს წინაშეა, მეექვსე თაობის BMW M3. დიზაინრებმა ძალღონე არ დაიშურეს, რათა საკულტო მოდელს, აგრესიული და განსხვავებული ექსტერიერი ჰქონოდა, მაგრამ „საით მიექანება ავტოინდუსტრია“ ? ეს კითხვა მას შემდეგ გებადება, როდესა M3-ის გრანდიოზულ ცხაურა

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
2020-06-29

Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდ

2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020-05-20

იტალიური დიზაინი და იაპონური სიზუსტე, ასეთია „გოძილას“ საიუბილეო მოდელი Nissan GT-R50 by Italdesign, მისი დებიუტი, ამა წლის 20 მაისს იტალიაში Tazio Nuvolari-ის სახელობის ავტოდრომზე შედგა. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ კონცეპტუალური მოდელი, თ