2020-08-17

Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 1998 წელს ახალმა S-Class-მა ინდექსით W220, საკულტო მოდელი W140 დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. შტუტგარტელებმა სწორედ (W220)-ის მეშვეობით ახალ ათასწლეულში შეაბიჯეს. მერსედესის ხსენებაზე პირველი გვახსენდება: ხარისხი, კომფორტი და მაღალი ფასი, მაგრამ Myauto-ს განცხადებებს თუ გადავხედავთ შევნიშნავთ, რომ პრემიუმ კლასის ავტომობილს Mercedes-Benz S-Class (W220)-ს, არარეალურად დაბალი ფასი ადევს, მეტიც მისი ფასი უტოლდება ისეთ ეკონომ კლასის ავტომობილს, როგორიცაა ჰონდა ფიტი. შექმნილი სიტუაცია მომხმარებლებს აბნევს და ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: „რატომ ღირს S-Class (W220) იაფი? დღევანდელ ბლოგ-პოსტში შევეცდები ამ კითხვას გავცე პასუხი.


როდესაც, გადაწყვეტილი გაქვს შეიძინო, ერთობ პრეზენტაბელური S-Class (W220) არ უნდა დაგავიწყდეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოგიწევს „გეგმიური სერვისი“, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად S-Class (W220), აღჭურვილია პნევმატური დაკიდების სისტემით, ის უზრუნველყოფს გზაზე უნიკალურ სირბილეს, კომფორტს თუ მანევრს.


ზოგადად პნევმატური დაკიდების სისტემის საშუალო რესურსი 150,000 კილომეტრია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი სიცოცხლის უნარიანობა დამოკიდებულია სწორ ექსპლუატაციის პირობებზეც. ახალი პნევმატური ამორტიზატორი (ე.წ. პადუშკა) ერთი ცალი რომ შევიძინოთ Bilstein-ის ბრენდის წინაში 2,165 ლარის გადახდა მოგვიწევს, ხოლო უკანაში 1,500 ლარი. მზად ხარ ხარჯი გაიღო ?



„გეგმიურ სერვის“ ისიც აძვირებს, რომ S-Class (W220)-ის სავალი, როგორც წინ, ასევე უკან დახუნძლულია მრავალი ბერკეტით (გიტარები), რომლებიც დროთა განმალობაში მწყობრიდან გამოდის და შეცვლას საჭიროებს. იაფასიანი ნაწილი არ მუშაობს ბრენდირებული კი შესაბამისი ფასი ჯდება, ხოლო OEM უფრო ძვირი ღირს. 



ქარხნულ მდგომარეობაში, შეუღებავი ავტომობილის შოვნა მეტად რთული საქმეა, რადგან ერთ-ერთი მთავარი თავის ტკვილი კოროზიისკენ მიდრეკილებაა. S-Class (W220)-ს კოროზია ძირითადად კარებების ქვეშ, ფრთის თაღებში და ფრთებში უჩნდებათ. სანამ ავტომობილს შეიძენთ მეთუნუქეს აუცილებლად შეამოწმებინეთ. 


დასკვნით ნაწილზე, რომ გადავიდეთ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორადი Mercedes-Benz S-Class (W220)-ის ექსპლუატაცია საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, შესაბამის კონდიციაში შენახვა ფინანსების არ ქონის გამო ვერ ხერხდება. ინდივიდს ურჩევნია მოიშოროს ავტომობილი, ვიდრე მის კეთებაში უამრავი ინვესტიცია განახორციელოს. რატომ ? იმიტომ რომ ჩადებულ თანხას უკან ვერ დაიბრუნებს, S-Class (W220) არ მიეკუთვნება „რარიტეტულ“ მოდელეს, კოლექციონერებმა ნადირობა რომ დაიწყონ, ამიტომაც ღირს საკმაოდ იაფი. 

 

მსგავსი სტატიები

2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-07-23

Subaru Forester საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ფორესტერმა მალევე შეძლო ჩვენი გულების დაპყრობა, თუმცა სიყვარულის უკან მცირედი ხარვეზებიც იმალებოდა. მეორე თაობის Subaru Forester-ის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან მი

2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-08-12

საქართველოში ბევრი ერიდება Peugeot-ის შეძენას, იმ მარტივი მიზეზით რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად ფუჭდება და სერვისი კი ძვირი ჯდება. დღეს ვისაუბრებ პირველი თაობის Peugeot 308-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე.

მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-04-12

1976 წელს სამყაროს მოევლინა „ჰოთ-ჰეჩი“ Volkswagen Golf GTI Mk I. მას შემდეგ 44 წელი გავიდა, თაობები იცვლებოდა, მაგრამ Volkswagen-ის ბესტსელერი სულ უფროდა უფრო პოპულალური ხდებოდა.